ნახვები: 48
საქმის ნომერი: 1ბ/467-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: განაჩენი ეხება, ოჯახური ძალადობის შემთხვევას, კერძოდ არასრულწლოვნის თანდასწრებით ჩადენილ ძალადობის აქტს ოჯახის წევრის მიმართ
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/467-18 (2018-06-13), www.temida.ge
საქმის № 1ბ/467-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       13 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

სახელმწიფო ბრალმდებლის: ა. ხ. - ს
მსჯავრდებულის: ლ. ნ. - ს
ადვოკატის: ი. ხ. - ს

მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ. ბ. - ს სააპელაციო საჩივრის საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXXXX) ლ. ნ. - ს მიმართ. ლ. ნ. დაბადებულია XXXX წლის XX სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე (პირადი №XXXXXXXXXXX), უმაღლესი განათლების მქონე, დაოჯახებული, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. თ., შ. ნ. - ს ქუჩა № XX, ბინა №XX-ში, ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თ., ალ. ყ. - ს გამზირი № XX/X, ბინა № XX-ში.



ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით ლ. ნ. - მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე, ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

ასევე, ლ. ნ. - მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, რაც გათვალსწინებულია საქართველოს სსსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.



წარდგენილი ბრალდების თანახმად ლ. ნ. - ს მიერ ჩადენილი ქმედებები გამოიხატა შემდეგში:

XXXX წლის XX ივლისს, დაახლოებით 19:30 საათზე ქ. თ. - ში, ნ. - ს ქუჩა ქ. № XX -ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე ლ. ნ. - მ მისი მცირეწლოვანი შვილის ნ. ნ. - ს თანდასწრებით მეუღლეს - მ. ჭ. - ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდგომ ძალის გამოყენებით გადმოათრია ავტომანქანიდან და ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში.

ასევე, ლ. ნ. - მ ასევე მართლსაწინაარმდეგოდ შეიძინა ,,DUO-ს” ფირმის 6,35 მმკალიბრის ცეცხლსასროლი იარაღი 6 ცალი საბრძოლო ვაზნით, რომელსაც მართლსაწინააღმდეგოდ ინახავდა ალ. ყ. - ს გამზირი № XX/X, ბინა № XX-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენით:

ლ. ნ. ცნობილი იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ნ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად, ლ. ნ. - ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი.

საქართველოს სსკ-ის 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ლ. ნ. - ს დამატებითი სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

ლ. ნ. - ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი XXXX წლის XXივლისიდან XXXX წლის XX ივლისის ჩათვლით - 3 (სამი) დღე.

ლ. ნ. - ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორმა მ. ბ. - მა და მოითხოვა საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში ლ. ნ. - ს დამნაშავედ ცნობა და საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი წარმოადგინა მსჯავრდებულ ლ. ნ. - ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ი. ხ. - მა და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სააპელაციო პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი, გაეცნო სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებანი, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდინა მათი ერთმანეთთან შეჯერება და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული და კანონიერი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ლ. ნ. - ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი. სასამართლო უთითებს, რომ სახეზეა ერთმანეთთან თანხვედრაში მყოფი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რის საფუძველზეც გონივრულ ეჭვს მიღმა დგინდება საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში ლ. ნ. - ს ბრალეულობა.

რაც შეეხება ლ. ნ. - ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდებას, რომელშიც გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა პირველი ინსტანციის სასამართლომ, სააპელაციო პალატამ საქმის მასალების შესწავლის, ობიექტურად შეფასების და მათი ანალიზის საფუძველზე მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი ძალაში უნდა დარჩეს. შესაბამისად, ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

ბრალდების მხარე ბრალდების შესახებ დადგენილებაში და სააპელაციო საჩივარში ლ. ნ. - ს მიერ მისი არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით მეუღლის მ. ნ. - ს მიმართ განხორცილებულ ძალადობად თვლის შემდეგ ქმედებებს: ,,ძალის გამოყენებით გადმოათრია ავტომანქანიდან და ფეხი ჩაარტყა მარცხენა ფეხში“. აღნიშნულს პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული მტკიცებულებებით, თვით დაზარალებულის ჩვენებით აღნიშნული არ დასტურდება. პალატა ყურადღებას ამახვილებს პირველ რიგში დაზარალებულ მ. ნ. - ს სასამართლოზე მიცემულ ჩვენებაზე. დაზარალებულმა განმარტა, რომ ლ. ნ. - მ მანქანის კარის გაღებისთანავე აიღო მისი ჩანთა გასაღების მოძებნის მიზნით. ლ. ნ. - მისთვის არ დაურტყამს. ახსოვს მუშტი, მაგრამ არ მოხვედრია. დაზარალებულმა ასევე განმარტა, რომ ლ. ნ. - მძიმე წონაზე ვარჯიშობს და მისთვის რომ დაერტყა, ვერ გადარჩებოდა. ლ. ნ. - ს ავტომანქანიდან არ გადაუთრევია, მანქანიდან თვითონ გადავიდა და გაეკიდა ლ. ნ. - ს წივილ-კივილით, რომელსაც მისი ჩანთა მიჰქონდა. სადარბაზოში მათ შორის მოხდა ,,ჯიკაობა“- კედელზე მიეხეთქა, ფეხი მოხვდა ან მუხლი და შეეშინდა, სადარბაზოში კიბეზე არ გადავარდნილიყო.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მოწმის სახით დაკითხა მ. ნ., ტ. ე. და ქ. ც.. აღნიშნული პირები უშუალოდ შეესწრნენ დაზარალებულ მ. ჭ. - ს მიერ აღწერილ ფაქტს. მოწმე მ. ნ. - მ აჩვენა, რომ ლ. ნ. - მ მანქანის კარის გაღებისთანავე აიღო ჩანთა და სადარბაზოსკენ წავიდა, მ. ჭ. გაეკიდა ლანძღვა-გინებით. ესმოდა მ. ჭ. - ს ყვირილი მიშველეთო, მაგრამ რეალურად დასახმარებელი არაფერი სჭირდა. მანქანიდან სადარბაზომდე ლ. ნ. და მ. ჭ. ერთმანეთს არც შეხებიან. სადარბაზოში დაიწყეს ძიძგილაობა. აქტიურობდა მ. ჭ. და ცდილობდა, ჩანთა წაერთმია ლ. ნ. - სთვის, რა დროსაც ჩანთიდან გადმოიყარა ნივთები. ლ. ნ. სიტუაციას გაარიდა მეზობელმა თ. ა. - მ, რომელმაც მანამადე ავტომანქანიდან გადმოიყვანა არასრულწლოვანი ნ. ნ., მეგობრის ავტომანქანაში გადასვა და შემდგომ სახლში აიყვანა.

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმედ დაკითხულმა ტ. ე. - მა, რომელმაც განმარტა, რომ სახლში მყოფს მოესმა მ. ჭ. - ს განწირული კივილი, მიშველეთო. გადაიხედა ფანჯრიდან და დაინახა, რომ იქით ურტყამდა ჩანთას მ. ჭ. ლ. ნ. - ს და დასახმარებელი არაფერი სჭირდა. დაინახა ძიძგილაობის დროს როგორ დაცვივდა ჩანთიდან ნივთები ძირს.

მოწმე ქ. ც. - ს ჩვენებით დადასტურდა ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების თანამიმდევრულობა. მოწმემ თავის ჩვენებაში დაადასტურა ის გარემოება, რომ მ. ჭ. თვითონ მისდევდა წივილ-კივილით და გინებით სადარბაზოსკენ მიმავალ ლ. ნ. - ს. ყვიროდა მიშველეთო, თუმცა დახმარებას არ საჭიორებდა. თვითონ ეძიძგილავებოდა ლ. ნ. - ს ჩანთის წასართმევად, რა დროსაც ჩანთიდან გადმოცვივდა ნივთები და ძირს დაიყარა. მ. ჭ. - მ ხელიდან გამოგლიჯა ჩანთა ლ. ნ. - ს, მოუქნია და დაარტყა. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ეს იყო ძიძგილაობა და ფიზიკურ შემხებლობას ერთმანეთის მიმართ ხელით ან ფეხით ადგილი არ ჰქონია.

მოწმის სახით დაკითხულმა გამომძიებელმა გ. გ. - მ აჩვენა, რომ XXXX წლის XX ივლისს მასათან სამსახურში მივიდა მ. ჭ., რომელმაც განაცხადა, რომ მისი მეუღლე ლ. ნ. ახორცილებდა ძალადობას, რის საფუძველზეც დაიწყო გამოძიება. დაიკითხა დაზარალებული, დაკითხა მოწმეები, ლ. ნ. დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით და დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

XXXX წლის XX ივლისის სამედიცინო ექსპერტიზის № XXXXXXXXX დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებისას მ. ჭ. - ს სხეულზე არსებული დაზიანება ნაჭდევისა და სისხლნაჟღენთის სახით განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით და მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, რასაც შედეგად ჯანმრთელობის მოშლა არ მოჰყოლია. ხანდაზმულობით არ ეწინაარმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

აღნიშნული დასკვნის სისწორე დაადასტურა პირველი ინსტანციის სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ. ქ. - მ, რომელმაც აჩვენა, რომ მ. ჭ. - ს ხელის გულზე აღენიშნებოდა საკმაოდ მცირე ზომის ნაჭდევი, ხოლო მარცხენა მხარეს, წინა ზედაპირზე აღენიშნებოდა სისხლნაჟღენთი ზომით ¾ სმ, რაც მიეკუთვნება დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ცემის შედეგად სხვა დაზიანებების გარეშე მიიღებდა თუ არა მხოლოდ ამ დაზიანებებს, ამის თქმა არ შეუძლია. დაზარალებულს სხვა დაზიანება რომ ჰქონოდა, აუცილებლად აღნიშნავდა.

ბრალდებულის სახით დაკითხულმა ლ. ნ. - მ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და აჩვენა, რომ მეუღლესთან - მ. ჭ. - სთან არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა და ცხოვროვრობდნენ ცალ-ცალკე. XXXX წლის XX ივლისს სამსახურიდან დაბრუნებული მივიდა ყ. - ს ქუჩაზე მდებარე მამამისზე რეგისტრირებულ ბინაში და ნახა, რომ საკეტი გამოცვლილი იყო. დაურეკა მ. ჭ. - ს, რადგან აღნიშნული ბინის გასაღები მასაც ჰქონდა. მ. ჭ. - მ ტელეფონში ყვირილი დაუწყო - ,,მოშორდი, დაიკარგე“ და გაუთიშა ტელეფონი. წავიდა მშობლების სახლში ნ. - ს ქუჩაზე. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ სახლის ფანჯრიდან დაინახა ეზოში მდგარი თავისი ავტომანქანა, რომლითაც სარგებლობდა მ. ჭ.. ჩავიდა ეზოში, დაუკითხავად გააღო მანქანის კარი, დაინახა, რომ მანქანაში იჯდა მისი არასრულწლოვანი შვილი ნ. ნ.. აიღო ჩანთა, რის გამოც მ. ჭ. - მ დაიწო ყვირილი. მოერიდა მეზობლებს და სადარბაზოში შევიდა. მ. ჭ. გაეკიდა ლანძღვა-გინებით, კიოდა მიშველეთო, თუმცა საშველი არაფერი ჰქონდა. დაუწყო ჭიდაობა ჩანთის წასართმევად, რა დროსაც ჩანთიდან გადმოიყარა ნივთები. მ. ჭ. ილანძღებოდა, თვითონ კი ითხოვდა გასაღებს. ამ დროს რამდენიმე ქალბატონი დაინახა. ისინი მ. ჭ. - ს შემოეხვივნენ, თვითონ კი ისევ მანქანასთან მივიდა, რათა ენახა, იქ ხომ არ იყო გასაღები, რის შემდეგ ავიდა ბინაში. ლ. ნ. - მ აღნიშნა, რომ მისი მხრიდან რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას მ. ჭ. - თვის ადგილი არ ჰქონია. არ იცის, ხელის გულზე რა დაზიანება აქვს. შესაძლოა, ჩანთას რომ ექაჩებოდა, ამ დროს მიიღო დაზიანება. შესაძლებელია, XX ივლისის ფაქტთან არც ჰქონოდა კავშირი დაზიანებას.

პირველი ინსტანციის სასამართლოს არ გამოუკვლევია მოწმეების ნ. ნ. - ს და ჯ. ჭ. - ს ჩვენებები, ვინაიდან მხარეებმა უდავოდ გახადეს ისინი, თუმცა ანალიზის გასაკეთებლად პალატა ყურადღებას გაამახვილებს ნ. ნ. - ს ჩვენების იმ ნაწილზე, სადაც ის კატეგორიულად უარყოფს მამის - ლ. ნ. - ს მხრიდან დედისთვის მ. ჭ. - ს რაიმე ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტს და განმარტავს, რომ არ დაუნახიავს, მამას დედისთვის დაერტყას, ხოლო მ. ჭ. - ს დედის - ჯ. ჭ. - ს გამოკითხვის ოქმით დგინდება, რომ ლ. ნ. - მ იკითხა მ. ჭ. - ს ადგილსამყოფელი და დაემუქრა, რომ ,,მ. ჭ. - ს მალე დააჭერინებდა“. პალატა სრულიად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებას მოწმის აღნიშნულ ჩვენებაზე დაყრდნობით, რომ ლ. ნ. - ს მ. ჭ. - ს მიმართ სამართლებრივი ღონისძიებების გატარების შესახებ მუქარას ჰქონდა ადგილი და არა მის მიმართ ძალადობის განხორციელების მუქარას.

ამდენად წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა, რომ ლ. ნ. - ს მიერ ჩადენილია წარდგენილი ბრალდებიოთ გათვალისწინებული ქმედება ძალის გამოყენებით მ. ჭ. - ს ა/მანქანიდან გადათრევა და ფეხის ჩარტყმა მარცხენა ფეხში. გასათვალისწინებელია, რომ ფეხზე დაზიანების არსებობა არ დადასტურდა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნითაც.

რაც შეეხება ა/მანქანიდან გადმოსვლის შემდგომ სადარბაზოში მსჯავრდებულსა და დაზარალებულს შორის გაგრძელებულ კონფლიქტს, ამ დროს ლ. ნ. - ს მიერ განხორცილებული შესაძლო ძალადობრივი ქმედებები, მათ შორის მუშტის მოქნევა, რომელიც დაზარალებულს არ მოხვედრია, სცდება წრდგენილი ბრალდების ფარგლებს.

პალატა მიიჩნევს, რომ არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვისას არ ყოფილა მოპოვებული და გამოკვლეული უტყუარი, აშკარა მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდნენ იმ ფაქტს, რომ ლ. ნ. - მ მეუღლის მიმართ განახორციელა ძალადობა და, შესაბამისად, სააპელაციო პალატას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა დაუსაბუთებელია. სააპელაციო პალატის აზრით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადოდ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი სავსებით სამართლიანად გადაწყვიტა ლ. ნ. - ს სასარგებლოდ, რაც საქართველოს კონსტიტუციის მე–40 მუხლის მე–3 ნაწილის და საქართველოს სსსკ-ის მე–5 მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მოცემულ საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა იმის თაობაზე, რომ ლ. ნ. - მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული.

წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარადაა დადასტურებული საქმესთან დაკავშირებული ყველა ფაქტობრივი გარემოება და სახეზეა იმ დანაშაულებრივი ქმედებისათვის მახასიათებელი ყველა ნიშანი, რისთვისაც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილ
ბრალდებაში ლ. ნ. იქნა მსჯავრდებული. ლ. ნ. - მ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენა-შენახვის ნაწილში თავი დამნაშავედ ცნო, ბრალდების ამ ნაწილში აღიარა დანაშაული, დაეთახმა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, არ გახადა ისინი სადავოდ და მათ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მიენიჭა პრეიდუციული მნიშვნელობა და გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტების დამადასტურებელ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა, დამაჯერებელ, უტყუარ, ეჭვის გამომრიცხავ უდავო მტკიცებულებებად, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ფაქტობრივ გარემოებებს და რომლებიც საკმარისია ობიექტური პირის დასარწმუნებლად, რომ ლ. ნ. - მ ჩაიდინა საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ინკრიმინირებული ქმედება, რისთვისაც იქნა მსჯავრდებული.
პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლევის გარეშე მიღებულ მტკიცებულებებს პალატა აფასებს სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ფაქტების უტყუარად დადგენისათვის მტკიცებულელების საკმარისობის შეფასებისას სასამართლო ხელმძღვანელობს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით.
ამასთან, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით. ადამიანის ამ ფუნდამენტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე.
ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, საქმეზე შეკრებილი გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას, დაასკვნას, რომ ლ. ნ. - მ ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა.
რც შეეხება ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელი არის არათანაზომიერი და შეუსაბამოა ჩადენილი ქმედების ხასიათისა და მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, რის გამოც უნდა დაუმძიმდეს ლ. ნ. - ს სასჯელი, პალატა ვერ გაიზიარებს, ვინაიდან საქმის მასალებით დადასტურებულია, რომ ლ. ნ. - მ თვითონ წარუდგინა სამართალდამცავებს უკანონო მფლობელობაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღი. თავიდანვე დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას, რაც გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. უდავოდ გახადა ბრალდების ამ ნაწილში მტკიცებულებები და თავი ცნო დამნაშავედ. დაცვის მხარემ თავის შესაგებელში სწორედ აღნიშნულზე გაამახვილა ყურადღება, რასაც პალატა ეთანხმება. დაცვის მხარემ საქმის სააპელაციო წესით განხილვისას მხარი არ დაუჭირა ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარს და აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამარლომ გაითვალისწინა ლ. ნ. - ს წარსული, მისი პიროვნება, მისი მოღვაწეობა და დამსახურება სამედიცინო სფეროში, რაც უკავშირდება საყოველთაო დაზღვევებს, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა, მისი დამოკიდებულება ჩადენილი ქმედების მიმართ და ისე დაუნიშნა სამართლიანი სასჯელი.

საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას დამნაშავის შემამასუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მსჯავრდებულმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე განზრახი ან გაუფრთხილებელი დანაშაული, იგი აღიარებს და თანამშრომლობს გამოძიებასთან, სასამართლო უფლებამოსილია, დაადგინოს, რომ დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობითად, თუ მსჯავრდებული წარსულში ნასამართლევი არ ყოფილა განსაკუთრებით მძიმე და განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის.

ლ. ნ. - ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე განზრახი დანაშაული, არ არის ნასამართლევი, აღიარა და მოინანია დანაშაული, ხელი შეუწყო სწრაფი და ეგფექტური მართლმსაჯულების განხორცილებას, უდავოდ ცნო ბრალდების მხარის მტკიცებულებები. აღნიშნულის გათვალისწინებით პირველი ინსტანციის სასამართლომ ლ. ნ. - ს ბრალად წარდგენილი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რომელიც შეუცვალა პირობითად, მასვე დამატებითი სასჯელის სახით განუსაზღვრა ჯარიმა, რაც პალატის აზრით სამართლიანია, შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

პალატას მიაჩნია, რომ კანონმდებელი დამნაშავე პირთა გარკვეულ კატეგორიას აძლევს იმის საშუალებას და შანსს, რომ დანიშნული სასჯელი მოიხადონ ამ ფორმით - სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საზოგადოებისგან იზოლაციის გარეშე, რაც სრულიად შეესაბამება ზოგადად სასჯელის მიზნების განხორციელებას. პალატას მიზანშეწონილად მიაჩნია, მსჯავრდებულ ლ. ნ. - ს მიმართ გამოიყენოს აღნიშნული რეგულაციით მინიჭებული უფლებამოსილება. დანაშაულის გულწრფელი აღიარება და მონანიება დამნაშავე პირის მიერ ჩადენილი ქმედებისადმი სუბიექტური მიდგომაა, განცდაა ჩადენილი დანაშაულის გამო. პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული შემამსუბუქებელი გარემოებები გათვალისწინებული უნდა იყოს მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიებების გამოყენებისას და, ცხადია, სასჯელის დანიშვნის საკითხების გადაწყვეტის დროს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულ ლ. ნ. - თვის დანიშნული სასჯელის სახეს, ზომას და მისი მოხდის ფორმას სამართლიანად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელებას, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. მსჯავრდებულ ლ. ნ. - თვის დანიშნული სასჯელი მის მიერ ჩადენილი დანაშაულის პროპორციულია, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი დანაშაული, გამოიტანოს სათანადო დასკვნები. სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, სასჯელის მიზნების მიღწევისათვის არ წარმოადგენს საჭიროებას მსჯავრდებულისთვის პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის გამკაცრება.

პირობითი მსჯავრით მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ან ახალი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში დანიშნული სასჯელის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში რეალურად მოხდის შიში საკმარისი შემაკავებელი ფაქტორია და წარმოადგენს ეფექტურ საშუალებას დანაშაულის პრევენციის მიზნის მიღწევისათვის. ამასთან, პალატა ითვალისწინებს, რომ დამატებით სასჯელის სახით გასაჩივრებული განაჩენით მსჯავრდებულს დანიშნული აქვს საკმაოდ მკაცრი სასჯელი - ჯარიმა 7000 ლარის ოდენობით, რაც ძირითად სასჯელთან ერთად სასჯელის მიზნების მიღწევის პროპორციულია და საკმარის ღონისძიებად უნდა ჩაითვალოს.

ამდენად, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. ნ. - ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ პროკურორის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი ლ. ნ. - ს მიმართ უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით, -

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული პროკურატურის სტაჟიორის მ. ბ. - ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 16 მარტის განაჩენი მსჯავრდებულ ლ. ნ. - ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

ლ. ნ. ცნობილი იქნას უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

ლ. ნ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.

საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების თანახმად ლ. ნ. - ს მიმართ თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი ჩაითვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი.

საქართველოს 42-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე ლ. ნ. - ს დამატებით სასჯელის სახით განესაზღვროს ჯარიმა 7000 (შვიდი ათასი) ლარის ოდენობით.

ლ. ნ. - ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი XXXX წლის XX ივლისიდან XXXX წლის XX ივლისის ჩათვლით - 3 (სამი) დღე.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ. ნ. - ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმებულია. საქართველოს სსსკ-ის 200-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილ ვადაში გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა სრულად დაუბრუნდეს გირაოს შემტან პირს.

საქართველოს სსკ-ის 65-ე მუხლის საფუძველზე მსჯავრდებულს დაეკისროს მოვალეობა- პრობაციის ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი, ხოლო საქართველოს სსკ-ის 66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მის ყოფაქცევაზე და დახმარება დაევალოს პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულებები: ,,DUO-ს“ მოდელის უნომრო პისტოლეტი, 4 ცალი ვაზნა გადაეცეს შს სამინისტროს შეიარაღების სამსახურს, ხოლო ,,TAURUS-ის“ მოდელის რევოლვერი, ,,CLOK 19C” მოდელის პისტოლეტი, ,,WALTER P22” მოდელის პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ.ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.