ნახვები: 95
საქმის ნომერი:
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი, სამეწარმეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: გენადი მაკარიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე № (2018-11-27), www.temida.ge
საქმის №

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ნოემბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
გენადი მაკარიძე

მოსარჩელე - შპს ,,შო ი’’
წარმომადგენელი - ქე------------------ე, ზუ-----–---–----ე, გი-------– ე.
მოპასუხე - გი ძე.
წარმომადგენლები - ივ------------ე, გუ ე.
დავის საგანი - დომენური სახელის გადაცემა, ინტერნეტ საიტის მონაცემების გადაცემა, საზოგადოების პარტნიორობიდან გარიცხვა, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა


1.1. გი------------------ძის მიერ შპს ,,შო-------------ისათვის’’ საიტზე h---------------------- რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh e-ს გადაცემა;
1.2. დაევალოს გი------------------ძეს გადასცეს შპს ,,შო-------------ს“ ოფიციალური საიტი Sh------------e დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://w---------------/sh------------ e/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას;
1.3. გარიცხული იქნას შპს ,,შო-------------’’-ის პარტნიორობიდან გი----ძე;
1.4. დაეკისროს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------’’-ის სასარგებლოდ 1010 ლარის გადახდა.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით საზოგადოება შპს შო ’’-ი პარტნიორების ზუ-----–---–----ის, გი------------------ძისა და გი-------–---–----ის მიერ დაფუძნდა 20---–-–------------------ს. კომპანიის დირექტორებად დაინიშნენ ზუ ----–- --–----ე და გი------------------ძე, რომლებიც მესამე პირებთან ურთიერთობაში მოქმედებდნენ კომპანიის სახელით. საზოგადოებას იმთავითვე ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ სამეწარმეო საქმიანობა განეხორციელებინა საიტის www. Sh------------e-ს მეშვეობით და მისი დომენური სახელი იდენტური ყოფილიყო კომპანიის საფირმო სახელწოდების. აღნიშნული დასტურდება იმ გარემოებითაც, რომ კომპანიის ოფიციალურ ელ. ფოსტად მითითებული იქნა ელ. მისამართი Sh------------e@gmail.com. საზოგადოების წესდების თანახმად კომპანიის ერთადერთ საქმიანობად მიჩნეული იქნა ,,ელექტრონული კომერცია’’. კომპანიის ოფიციალური საიტის დომენის რეგისტრაცია განხორციელდა h-----------------------ს მეშვეობით და მისი მომსახურების ფასმა შეადგინა 30 ლარი, რაც გადახდილი იქნა 201--–-–----------------ს ზუ-----– ის მიერ გი------------------ძის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის გზით. 20---–-–----------------რს კომპანიასა და შპს ,,ჯე-----’’-ს შორის გაფორმდა მომსახურების ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შეძენილი იქნა მულტივენდორული მზა ონლაინ მაღაზიის ლიცენზია და რომლის ღირებულება გადახდილი იქნა კომპანიის საბანკო ანგარიშიდან. ამავე ხელშეკრულების ფარგლებში 20---–-–---
----------ს და 7 თებერვალს გაფორმდა შეთანხმებები დამატებითი მომსახურების შესყიდვების თაობაზე, კერძოდ, კომპანიის მიერ შესყიდული იქნა საქართველოს ბანკის ონლაინ განვადების ინტეგრაცია საიტზე Sh e,
რომლის მომსახურების საფასურიც გადახდილი იქნა კომპანიის ანგარიშიდან. სერვისების კოლოკაციის მიზნით კომპანიამ გააფორმა ხელშეკრულება შპს ,,კ-------თან’’ და დომენის რეგისტრაციის საიტზე, შესაბამის ველებში მითითებული იქნა შემდეგი სერვისები: ns1.c-------------------------.ge. საიტის უსაფრთხოებისათვის შესყიდული იქნა ასევე სერთიფიკატი, რომლის საფასურიც ასევე გადახდილი იქნა კომპანიის ანგარიშიდან.
იმისათვის, რომ ზოგადად ონლაინ მაღაზიამ განახორციელოს სრულყოფილად ელექტრონული კომერცია აუცილებელია, რომ არსებობდეს სამი ძირითადი, სრულად გამართული კომპონენტი: დომენური სახელი, რომლის გარეშეც მომხმარებელი ვერ მოძებნის მაღაზიას ელექტრონულ სივრცეში, ვებ საიტი - სადაც ატვირთულია მონაცემები, რითაც კომპანია ახორციელებს ელექტრონულ კომერციულ საქმიანობას და ჰოსტინგი (სერვერი) - ვებ სივრცე ვბ-საიტის განსათავსებლად. ეს სამივე კომპონენტი შეუცვლელია და უპირობოდ აუცილებელი. კომპანია თავის სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა საიტის მეშვეობით, თუმცა გი------------------ძის მიერ მიჩნეული იქნა, რომ საიტი წარმოადგენს მის საკუთრებას და დაბლოკა იგი. გი-------------- ---ძის მიერ მითვისებულია როგორც დომენის სახელწოდება, ასევე საიტიც, რაც წარმოადგენს საზოგადოების და არა მოპასუხის საკუთრებას. გი------------------ძემ, ჯერ კიდევ ხელმძღვანელობითი საქმიანობის განხორციელებისას გამოიჩინა არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საზოგადოების მიმართ და საზოგადოებას გაუუქმა ის ერთადერთი საშუალება, რომლითაც ის ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას. მოპასუხის
არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო საზოგადოების საქმიანობა შეჩერებულია, რაც ცხადყოფს, რომ გი------------------ძის დარჩენა საზოგადოების პარტნიორად შეუძლებელია. შესაბამისად იგი პარტნიორთა კრების 20---–-–-- --------ის გადაწყვეტილებით გარიცხული იქნა პარტნიორთა სიიდან.
შპს შო-------------’’-ის მიერ რეკლამირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდა და გაწეული იქნა სხვადსხვა სახის ხარჯი 1010 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ კომპანიის საიტი დაბლოკილია, ზემოაღნიშნული ხარჯი გაღებულია უსაფუძვლოდ, ანუ მოპასუხის უკანონო და ბრალეული ქმედებით კომპანიას მიადგა ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე გი------------------ძემ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეებს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის განმარტებით შპს ,,შო’’-ის
საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ინტერნეტ კომერცია, რისთვისაც კომპანიას სჭირდებოდა შესაბამისი ტექნიკური მხარდაჭერა. ამ მიზნით შპს ,,შო-------------’’-მა გამოიყენა გი------------------ძის მიერ შექმნილი ვებ-გვერდი და დომენი Sh------------e. შპს ჯ------ისთან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად არ მომხდარა მზა ონლაინ მაღაზიის შეძენა. ვებ-გვერდი, რომელიც განკუთვნილი იყო ონლაინ მაღაზიისათვის შექმნილი იყო გი-- --------- ------ძის მიერ, სანამ მოხდებოდა შპს ჯ------ისთან ხელშეკრულების დადება. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე მოხდა მხოლოდ ლიცენზიის შეძენა ონლაინ მაღაზიისათვის. 20---–-–----------------ს შპს ,,შო მა’’ შპს ,,ჯ- -----ი’’-საგან შეიძინა ინტერნეტ კომერციის პლატფორმის მოხმარების ლიცენზია, მაგრამ ეს არ ნიშნავს ვებ-გვერდის შექმნას, რადგან აღნიშნული ორი დამოუკიდებელი, ერთმანეთისაგან გამიჯნული აქტივობაა. ვებ-გვერდი იქმნება ადამიანების მიერ შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების ცოდნის საფუძველზე და წარმოადგენს მისი ავტორის ინტელექტუალური საკუთრების ობიექტს. ვებ-გვერდი შექმნილია კომერციისთვის განკუთვნილი პლატფორმა C-----t -ის გამოყენებით, თუმცა მას აქვს განსხვავებული დიზაინი და ფუნქციები, რომლებიც შექმნილია გი------------------ძის მიერ. სადაო ვებ- გვერდი არის გი------------------ძის ინტელექტუალური საკუთრება. Sh------------e არ წარმოადგენს C-----t -ის სტანდარტულ ვერსიას, რომლის გადმოწერაც შეუძლია ნებისმიერ პირს C-----t -ის ოფიციალური ვებ-გვერდიდან. 2016 წლის 26
დეკემბრის ხელშეკრულებით შპს ,,შო-------------’’-მა მიიღო არა შექმნილი ვებ- გვერდი არამედ სხვა სარგებელი, კერძოდ: ბარათებით გადახდის ინტეგრაცია, ონლაინ განვადების ინტეგრაცია, ონლაინ განვადების ფასის გამოსახვა, სარეგისტრაციო ფორმის ცვლილება. მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,შო-------------
’’-ი თავისი კომერციული მიზნებისთვის იყენებდა გი------------------ძის კუთვნილ ვებ გვერდს, ამ უკანასკნელს თავისი ეს საკუთრების უფლება კომპანიისათვის არ გადაუცია. გათვალისწინებით იმისა, რომ გი------------------ძეს თავის მიერ

შესრულებული სამუშაო კომპანიის კაპიტალში არ შეუტანია, შესაბამისად მასზედ არ შიძლება არსებობდეს შპს ,,შო-------------’’-ის საკუთრების უფლება. სარგებლობა არ ნიშნავს საკუთრების უფლებას, ხოლო კომპანიისათვის ვებ- გვერდზე საკუთრების უფლება გი----ძეს არ გადაუცია.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რის ხარჯზეც კომპანიას წარმატებისათვის უნდა მიეღწია, ეს არის კომპანიის სარგებლობაში არსებული ვებ-გვერდის მართვა და კლიენტებთან ურთიერთობა. სწორედ გი ძეს ჰქონდა პოტენციურ და არსებულ კლიენტებთან ელექტრონული მიმოწერა. ასევე პროდუქცია, რომლის განთავსებაც სურდათ კომპანიებს, ხელმისაწვდომი იყო მხოლოდ გი----------------- -ძის ძალისხმევის შედეგად. ყოველივე ადასტურებს, რომ გი ძე მოქმედებადა არა კომპანიის საზიანოდ, არამედ კომპანიის კეთილდღეობისა და განვითარებისათვის აკეთებდა ყველაფერს. მუდმივად ახსენებდა პარტნიორებს, რომ საჭირო იყო მეტი აქტიურობა. ყველა ტექნიკური დეტალი ვებ-გვერდის გამართულად მუშაობისათვის გაკეთებულია გი------ძის
მიერ, ამასთან იგი მართავდა კომპანიის სოციალურ ქსელსაც. პარტნიორებს უთანხმოება წარმოეშვათ ერთმანეთთან ურთიერთობაში, რაც არასახარბიელოა და შესაძლებელია უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების საქმიანობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება პარტნიორებს შორის შემდგომი საქმიანობისა და თანამშრომლობის შეუძლებლობად, შესაბამისად არ არსებობს არც პარტნიორის გარიცხვის საფუძველი. ასევე უსაფუძვლოა მოთხოვნა ზანის ანაზღაურების თაობაზე, რადგან გი-----ძის
მოქმედებით კომპანიას არ მიდგომია არანაირი ზიანი.

3. ფაქტობრივი გარემოებები.

3.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.

3.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,შო-------------’’-ი რეგისტრირებულია 20---–-–------------------ს და მისი დირექტორები იყვნენ ზუ-----–---–----ე და გი-----ძე. შპს ,,შო-------------’’-ის პარტნიორები არიან: გი------------------ძე 33,34% წილის მფლობელი პარტნიორი, ზუ-----–ე 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი; გი-------– ე 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 24-25);
3.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,შო-------------’’-ის საქმიანობის საგანი არის ელექტრონული კომერცია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,შო-------------’’-ის წესდება (ტ.1. ს.ფ. 26-31);
3.1.3. დადგენილია, რომ 20---–-–----------------რს ერთის მხრივ შპს ,,შო ’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ჯ------ი’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,შო-------------’’-ის მიერ შეძენილი იქნა C-----t მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 201--–-–------------------------ ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 37-45);
- შპს ,,შო-------------’’-ის საბანკო ანგარიშის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 46-49);
- საავანსო ინვოისი (ტ. 1. ს.ფ. 51);
3.1.4. დადგენილია, რომ 20---–-–------------------ს ერთის მხრივ შპს ,,კ-------ს’’ და მეორეს მხრივ შპს ,,შო-------------’’-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ, რომლის თანახმად ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს საინფორმაციო-ტექნიკური მომსახურების გაწევა, რაც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის მფლობელობაში არსებულ ფართზე (შემდგომში სასერვერო ფართი) აპარატურის განთავსებას, თანალოკაციას, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელის ელემენტებთან დაშვებას და ტექნიკურ სერვისულ მომსახურებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება მომსახურების შესახებ (ტ.1. ს.ფ. 58-63,);
- გადახდის განვადებით საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.1. ს.ფ. 64- 66);
3.1.5. დადგენილია, რომ შპს ,,შო-------------’’-ის 20---–-–------------ის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით საზოგადოების პარტნიორი გი--------ძე გარიცხული იქნა საზოგადოებიდან და ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ გი------------------ძის კუთვნილი წილი თანაბარწილად გადაფორმდეს სხვა დანარჩენ პარტნიორებზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,შო-------------’’-ის 20---–-–------------ის პარტნიორთა კრების ოქმი (ტ.1. ს.ფ. 103);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ტ.1. ს.ფ. 106-107);

3.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებებს მხარეები სადაოდ არ ხდიან.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ შპს ,,შო-------------’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი, მე-3 მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე მუხლები;

6. სამართლებრივი შეფასება.
6.1. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად სამეწარმეო საქმიანობად მიიჩნევა მართლზომიერი და არაერთჯერადი საქმიანობა, რომელიც ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.
დადგენილია, რომ შპს ,,შო-------------’’-ი რეგისტრირებულია 20---– ს და მისი დირექტორები იყვნენ ზუ-----–---–----ე და გი ძე. კომპანიის პარტნიორები არიან: გი------------------ძე 33,34% წილის მფლობელი პარტნიორი, ზუ-----–---–----ე 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი; გი-------–---–----ე 33,33% წილის მფლობელი პარტნიორი. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,შო ’’-ის საქმიანობის საგანი არის ელექტრონული კომერცია. ge დომენის რეგისტრაციისა და ადმინისტრაციის წესების თანახმად დომენური სახელი ნიშნავს იდენტიფიცირების ნიშანს და შედგება - ა) .ge დაბოლოების დომენისაგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი მეორე დონის დომენისაგან; ბ) .ge დაბოლოების დომენისაგან და მის მარცხნივ მდებარე, წერტილით გამოყოფილი ზოგადი დომენისაგან.
ამავე წესების შესაბამისად რეგისტრანტი ნიშნავს პირს, რომლის სახელზეც არის დარეგისტრირებული დომენური სახელი.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ დომენური სახელი Sh------------e რეგისტრირებულია ფიზიკური პირის გი------------------ძის სახელზე. ასევე დადგენილია, რომ აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა 20---–-–-------------------დე, ანუ შპს ,,შო-------------’’-ის რეგისტრაციამდე, თუმცა საყურადღებოა, რომ გი------------------ძემ აღნიშნული განახორციელა ზუ---- და გი-------– ეებთან შეთანხმების შემდეგ - დაეარსებინათ კომპანია, რომლის საქმიანობის საგანი იქნებოდა ელექტრონული კომერცია. უდაოა ის გარემოება, რომ შპს ,,შო----------- --’’-ი საქმიანობას ეწეოდა დომენური სახელი Sh------------e-ს მეშვეობით. აღნიშნული დომენური სახელი, რომ განკუთვნილი იყო კომპანია შპს ,,შო-------- -----’’-ისათვის ცხადყოფს მისი ღირებულების 30 ლარის გადახდის ფაქტიც, კერძოდ: საქმეში წარმოდგენილია ელექტრონული მიმოწერა გი------------------ ძესა და ზუ-----–---–----ეს შორის (ტ.1. ს.ფ. 32-33), რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიის პარტნიორები ერთობლივად შეთანხმდნენ თუ ვისი ანგარიშიდან უნდა მომხდარიყო დომენური სახელის ღირებულების გადახდა, რომელიც მართალია დაფარა გი------------------ძემ, თუმცა მოგვიანებით ეს თანხა მას დაუბრუნდა ზუ-----–---–----ის მიერ (ტ.1. ს.ფ. 36).
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად საზოგადოების დაფუძნებისას პარტნიორები უნდა შეთანხმდნენ წილების განაწილებაზე და დათქვან კაპიტალში მათი შენატანის ოდენობა. შენატანი შეიძლება იყოს მატერიალური და არამატერიალური ქონება, სამუშაოს შესრულება ან/და მომსახურების გაწევა.
სასამართლო არ იზიარებს გი------------------ძის მითითებას, რომ დომენური სახელი Sh------------e შეტანილი არ იყო საწარმოს საწესდებო კაპიტალში და შესაბამისად იგი წარმოადგენს მის საკუთრებას, კერძოდ: სადაო დომენური სახელი გი------------------ძის სახელზე რეგისტრაცია იმთავითვე მოხდა შპს ,,შო----
---------’’-ის სამეწარმეო საქმიანობისათვის და კომპანიამ სწორედ ამ დომენური სახელით დაიწყო საქმიანობა. შესაბამისად დომენური სახელის კომპანიის საკუთრებად განხილვა უნდა მოხდეს არა იმის მიხედვით შეიტანდა თუ არა მას გი-------ძე საწესდებო კაპიტალში, არამედ როგორც თავიდანვე კომპანიის
საკუთრება. საყურადღებოა, რომ შპს ,,შო-------------’’-ის წესდება არცერთი პარტნიორის მხრიდან არანაირი შენატანის ვალდებულებას არ ითვალისწინებს.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ დომენური სახელი Sh------------e წარმოადგენს მის ინტელექტულაურ საკუთრებას, კერძოდ: დადგენილია, რომ 20---–-–----------------რს ერთის მხრივ შპს ,,შო ’’-ს (,,დამკვეთი’’) და მეორეს მხრივ შპს ,,ჯ------ი’’-ს (,,შემსრულებელი’’) შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის შესაბამისად შპს ,,შო-------------’’-ის მიერ შეძენილი იქნა C-----t მულტივენდორული პროგრამის გამოყენების მუდმივი ლიცენზია.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ვებ-გვერდს Sh------e სადემონსტრაციო ვერსიისაგან განსხვავებით დამატებული აქვს ძირითადი მენიუს კატეგორიები, კატეგორიების ქვეკატეგორიები, საძიებო ველში სწრაფი ძებნის ფუნქცია, გვერდზე განთავსებული პროდუქციის მახასიათებლების მრავალფეროვნება, პროდუქციის ფილტრაცია სხვადასხვა პარამეტრების მიხედვით, ვებ-გვერდის ქვედა ნაწილიდან ვებ-გვერდის დასაწყისში გადასვლის ღილაკი, ქართული ენის მხარდაჭერა და ა. შ., თუმცა საქმეზე წარმოდგენილი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20---–-–---------–--ის დასკვნით გინდება, რომ გამოკვლეული

იქნა C t სადემონსტრაციო ვერსია, რომელსაც ასევე გააჩნია ზემოაღნიშნული ფუნქციები, რომელთა გამოყენების საშუალება აქვს დროის წინასწარ განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში შესაბამისი ლიცენზიის გააქტიურებამდე, რის შემდგომაც ვებ-გვერდი იფუნქციონირებს სრულყოფილად. საქმეზე წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნა ცხადყოფს და სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა გი-------–---------აც განმარტა, რომ ვებ-გვერდი არის სტანდარტული ვერსია, რომლითაც პირდაპირ ყოველგვარი ჩარევის გარეშე შეგიძლია იყიდო და იმუშავო როგორც მზა მულტივენდორული ონლაინ მაღაზია შესაბამისი ლიცენზიის პირობებში, ხოლო ამ უკანასკნელის შეძენის გარეშე შეუძლებელია მაღაზიის ფუნქციების გამოყენება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გი------------------ძის მიერ შპს ,,შო ისათვის’’ საიტზე h---------------------- რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh e-ს გადაცემის შესახებ და მოთხოვნა დაევალოს გი------------------ძეს გადასცეს შპს ,,შო-------------ს“ ოფიციალური საიტი Sh------------e დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://w---------------/sh------------e/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას - საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ რადგან შპს ,,შო-------------ის“ წესდება პარტნიორის გარიცხვის წესს არ ითვალისწინებს, საზოგადოებიდან პარტნიორის - გი------------------ძის გარიცხვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კანონშესაბამისობის საკითხი უნდა შემოწმდეს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. საყურადღებოა, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი პირდაპირ არ ითვალისწინებს საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესაძლებლობას, თუმცა, ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის დანაწესი, თავისი შინაარსობრივი დატვირთვითა და სამართლებრივი შედეგებით, უთანაბრდება საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვას, კერძოდ, დასახელებული საკანონმდებლო ნორმის შესაბამისად პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა არის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება გარიცხვის შესახებ, რომელიც პირდაპირ არ იწვევს მის გარიცხვას. საზოგადოების პარტნიორთა მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების თავიდან აცილებისა და გარიცხული პარტნიორის ქონებრივი უფლებების დაცვის მიზნებისათვის საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების
საფუძველზე.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პარტნიორის წილი საზოგადოებაში წარმოადგენს მის საკუთრებას. შესაბამისად საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შემთხვევაში პარტნიორი კარგავს საკუთრებას წილზე. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, საკუთრება აღიარებული და უზრუნველყოფილია და მისი ჩამორთმევა დასაშვებია მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში.
მოსარჩელის მითითებით გი------------------ძის პარტნიორობიდან გარიცხვის საფუძველია პარტნიორთა შორის უთანხმოება, გი------------------ძის მიერ არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო საზოგადოების საქმიანობის შეჩერება და კომპანიისათვის ზიანის მიყენება.
სასამართლომ განმარტავს, რომ შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს სამეწარმეო საზოგადოებას, რომელიც შექმნილია პარტნიორების მიერ კაპიტალის გაერთიანების შედეგად. თუმცა, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება არის იურიდიული პირი და მას აქვს დამოუკიდებელი სამართლებრივი მდგომარეობა, ფაქტობრივად, მის უკან დგანან პარტნიორები, რომლებიც “მათი წილის შესაბამისად” იღებენ გადაწყვეტილებებს საერთო კრებაზე და განსაზღვრავენ საზოგადოების საქმიანობის პოლიტიკას. შესაბამისად პარტნიორთა ურთიერთდამოკიდებულება უნდა ხასიათდებოდეს ნდობის მაღალი ხარისხით, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელია საზოგადოების მიერ იმ მიზნის მიღწევა და პარტნიორთა ნების განხორციელება, რომ მოგებაზე ორიენტირებული საქმიანობიდან (მეწარმეობიდან) საწარმომ მიაღწიოს წარმატებას და მისგან პარტნიორებმა მიიღონ სარგებელი.
სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის არგუმენტი პარტნიორთა შორის უთანხმოებისა და სერიოზული დაპირისპირების არსებობის შესახებ, თავისთავად არასახარბიელოა და შესაძლებელია, უარყოფითად იმოქმედოს საზოგადოების საქმიანობაზე, მაგრამ აღნიშნული ვერ ჩაითვლება პარტნიორებს შორის შემდგომი საქმიანობისა და თანამშრომლობის შეუძლებლობად, შესაბამისად, ვერც აღნიშნული პარტნიორის გარიცხვის საფუძველი ვერ გახდება, რადგან ასეთი გარემოება პარტნიორის

მონაწილეობის შესაძლებლობას საზოგადოების მართვაში არ გამორიცხავს და ასეთ შემთხვევაში, პარტნიორს შეუძლია თავისი უფლებამოსილება განახორციელოს წარმომადგენლის მეშვეობითაც.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პარტნიორთა შორის არსებულ უთანხმოება, დაპირისპირება და უნდობლობა ვერ გახდება პარტნიორის გარიცხვის საფუძველი, ვინაიდან ამ დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, თუ რა ჰქონდა საფუძვლად პარტნიორთა უნდობლობას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში არის დასაშვები და მისი საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ პარტნიორის კანონსაწინააღმდეგო და საზოგადოების ინტერესებისათვის აშკარად საზიანო ქმედება.
მოცემულ შემთხვევაში შპს ,,შო-------------ის“ საქმიანობის შეჩერება უკავშირდება საიტის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტას, რაც წარმოადგენს კიდეც წინამდებარე დავის საგანს. გი------------------ძეს მიაჩნია, რომ იგი არის დომენური სახელის Sh------------e-ს მესაკუთრე და შეაჩერა საიტის საქმიანობა, რაც კომპანიის საქმიანობის სპეციფიკურობიდან გამომდინარე არ შეიძლება განხილული იქნას, როგორც კომპანიის საზიანოდ განზრახ განხორციელებული ქმედება. ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრულია დირექტორების მიერ საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესი, რაც წინამდებარე სარჩელზე ასევე განხილვის საგანია.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა ის განსაკუთრებული ვითარება, რაც შეუძლებელს გახდიდა გი-------
-----------ძის მოსარჩელე საზოგადოების პარტნიორად დარჩენას და მოსარჩელე საზოგადოებას მოპასუხის საზოგადოებიდან გარიცხვის შესაძლებლობა ექნებოდა. შესაბამისად მოსარჩელის მოთხოვნა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს გარიცხული იქნას შპს ,,შო-------------’’-ის პარტნიორობიდან გი----------------
--ძე, არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------’’-ის სასარგებლოდ 1010 ლარის გადახდა. ამასთან მოსარჩელე მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ შპს შო-------------’’-ის მიერ რეკლამირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით განხორციელდა და გაწეული იქნა სხვადსხვა სახის ხარჯი 1010 ლარის ოდენობით. იმის გამო, რომ კომპანიის საიტი დაბლოკილია, ზემოაღნიშნული ხარჯი გაღებულია უსაფუძვლოდ, ანუ მოპასუხის უკანონო და ბრალეული ქმედებით კომპანიას მიადგა ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური სარჩელი მიმართულია უფლებამოსული პირისთვის ქონების დაბრუნებისკენ და უფლების დარღვევამდე არსებული მდგომარეობის აღდგენისკენ. დელიქტური ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება და მისი წარმოშობისათვის უნდა არსებობდეს: ზიანი, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და ქმედებას შორის. აღნიშნული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, პირს (ზიანის მიმყენებელს) უნდა დაეკისროს, დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე, ზიანის ანაზღაურება. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 15.02.2018წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-72-72-2018) ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას. შესაბამისად, დელიქტურ ვალდებულებასთან დაკავშირებით სარჩელის აღძვრისას მოსარჩელეს ევალება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სათანადო უტყუარი მტკიცებულებების წარდგენის გზით ამტკიცოს, რომ არსებობს სამივე ზემოაღნიშნული წინაპირობა. მოსარჩელის მიერ თავისი პოზიციის დასადასტურებლად კონკრეტული მტკიცებულებების წარდგენის შემდეგ საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხის ვალდებულებაა, რისი შეუსრულებლობაც მხარისათვის არახელსაყრელ მატერიალურ-სამართლებრივ შედეგს გამოიწვევს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 18.10.2017წ. განჩინებაში მოცემული მსჯელობა საქმეზე №ას-1127-1047-2017 და საქმეზე №ას-189-189-2018 ).
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის 1010 ლარის დაკისრებას და აღნიშნულს უკავშირებს კომპანიის რეკლამირებისა და ცნობადობის ამაღლების მიზნით გაწეული ხარჯებს, თუმცა სახეზე არ არის გი------------------ძის მხრიდან არც მართლსაწინააღმდეგო ქმედების განხორციელების ფაქტი, არც ბრალეული ქმედება და შესაბამისად არ დგინდება, რომ მიზეზი, რის გამოც კომპანიას მიადგა ზიანი, გამოწვეული გი------------------ძის ქმედების გამო. სასამართლო კიდევ ერთხელ მიაქცევს ყურადღებას იმ გარემოებას, რომ ვებ. საიტის მუშაობის შეჩერება უკავშირდება თავად ამ საიტის კუთვნილების დადგენის საკითხს, რაც არ წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. ამასთან საქმეში არ არის რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ კომპანიის რეკლამაზე გაწეული ხარჯი ზიანის მომტანი გახდა, მხოლოდ იმის გამო, რომ საიტმა შეწყვიტა მუშაობა.
აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ შპს ,,შო ’’-ის მოთხოვნა - დაეკისროს გი------------------ძეს 1010 ლარის გადახდა, არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
შპს ,,შო ის’’ მიერ სარჩელის აღძვრისას გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 150,3 ლარის ოდენობით (მათ შორის 50,3 ლარი გადახდილია ზიანის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით აღძრულ სარჩელზე), კომპანიის მიერ ასევე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენების შესახებ შუამდგომლობაზე (ტ.1. ს.ფ. 108, 174).
გათვალისწინებით იმისა, რომ ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეს აღნიშულ მოთხოვნაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება არ დაეკისრება. შესაბამისად გი------------------ ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ანაზღაურება ჯამში 150 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
საქმეში წარმოდგენილია გადახდის ქვითარი, რომლითაც ირკვევა, რომ გი------------------ძის მიერ გადახდილია იურიდიული მომსახურების საფასური 2500 ლარის ოდენობით (ტ.2. ს.ფ. 230-236). საქმეში ასევე წარმოდგენილია შპს ,,შო-----------ნ’’-ის მიერ ჩატარებული ექსპერტიზისათვის გაწეული 1000ლარის ოდენობით ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის

დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან შპს ,,შო ’’-ს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე იმ ნაწილში, რომლითაც იგი მოითხოვს - გარიცხული იქნას შპს ,,შო-------------’’-ის პარტნიორობიდან გი------------------ძე და დაეკისროს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------’’-ის სასარგებლოდ 1010 ლარის გადახდა, მოსარჩელეს უნდა დაეკისროს გი ძის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სარჩელი იმ ნაწილში, რომლითაც კომპანია მოითხოვს დომენური სახელისა და ინტერნეტ საიტის მონაცემების გადაცემას უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად გი------------------ძეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, სარჩელის ამ ნაწილთან დაკავშირებული ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 ლარის ოდენობით.
10. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 20---–-–--------------ს განჩინებით შპს ,,შო-------------’’-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - დავის საბოლოო დასრულებამდე აეკრძალა გი------ძეს საიტზე h----------------------
რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh-----e-ს ნებისმიერი ფორმით გასხვისება, ამავე სახელის გამოყენება რაიმე საქმიანობის განხორციელების მიზნით. აეკრძალა გი------------------ძეს საიტზე h---------------------- რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh------------e-ს მონაცემების შეცვლა.

ასევე დაევალა გი------------------ძეს გადასცეს შპს ,,შო-------------’’-ს სარგებლობაში კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა (sh------------e; customer. sh----------@gmail.com) და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://w---------------/sh------------e/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას.
გათვალისწინებით იმისა, რომ შპს ,,შო-------------’’-ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს იმ ნაწილში, რომლითაც კომპანია მოითხოვს - დაევალოს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------ისათვის’’ საიტზე h----------------------
რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh e-ს გადაცემა; დაევალოს გი------------------ძეს გადასცეს შპს ,,შო-------------ს“ ოფიციალური საიტი Sh-----e დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://w---------------/sh------------e/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ზემოაღნიშნული განჩინებით გამოყენებული სარჩელი უზრუნველყოფა უნდა დარჩეს უცვლელად.

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და

გადაწყვიტა
1. შპს ,,შო ’’-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. დაევალოს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------ისათვის’’ საიტზე h---------------------- რეგისტრირებული დომენური სახელის - Sh e-ს გადაცემა;
1.2. დაევალოს გი------------------ძეს გადასცეს შპს ,,შო-------------ს“ ოფიციალური საიტი Sh------------e დაბლოკვამდე არსებული მდგომარეობით, კერძოდ, მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების ადმინის სახელი და პაროლი, საიტის ადმინისტრირების ყველა პაროლი, კომპანიის ყველა ოფიციალური ფოსტა და მისი პაროლები, სოციალური ქსელის facebook.com (https://w---------------/sh------------e/) მონაცემები, რომლითაც საზოგადოება ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას;
2. შპს ,,შო-------------’’-ის სარჩელი იმ ნაწილში რომლითაც იგი ითხოვს გარიცხული იქნას შპს ,,შო-------------’’-ის პარტნიორობიდან გი------------------ძე დადაეკისროს გი------------------ძეს შპს ,,შო-------------’’-ის სასარგებლოდ 1010 ლარის გადახდა, არ დაკმაყოფილდეს.
3. გი------------------ძეს დაეკისროს შპს ,,შო-------------ს“ სასარგებლოდ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 150 (ასორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. შპს ,,შო-------------’’-ს დაეკისროს გი------------------ძის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
5. გი------------------ძეს დაეკისროს შპს ,,შო-------------’’-ს სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით. 7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.