ნახვები: 132
საქმის ნომერი: 2/17631-2017
საქმეთა კატეგორიები: სამეწარმეო სამართალი,
სასამართლო: თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე: ლაშა ქოჩიაშვილი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის საქალაქო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №2/17631-2017 (2018-03-29), www.temida.ge
საქმის № 2/17631-2017

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       29 მარტი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ლაშა ქოჩიაშვილი

მოსარჩელე: წარმომადგენელი:
მოპასუხე: შ.პ.ს. ,,დ ”, გ------------------ , მე--------------– ი
წარმომადგენელი: ა-------------------
დავის საგანი: პარტნიორის გარიცხვა, ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა


მოსარჩელე შ.პ.ს. ,,დ-------” ითხოვს: 1) დაეკისროს მე--------------–---–ს შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 2476746 ლარის და 67 თეთრის ოდენობით ოდენობით; 2) მე--------------–---–ი გარიცხული იქნას შ.პ.ს. ,,დ ”-ს პარტნიორობიდან. მოსარჩელის მითითებით, შ.პ.ს. ,,დ-------” ახორციელებს მეტრო ,,დ ”-ს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი ბაზრობის ოპერირებას. მე--------------–---–მა 1998 წლის 07 დეკემბერს პარტნიორებისგან ფარულად შეიძინა უძრავი ქონება, რომელიც შ.პ.ს. ,,დ-------”-ს იჯარით ჰქონდა აღებული, რამაც პარტნიორებს შორის გამოიწვია უკმაყოფილება. შეთანხმდნენ, რომ იჯარის ქირის ნაცვლად მე--------------–---–ი აიღებდა 49% წილის შესაბამის მოგებას დივიდენდის სახით და მე--------------–---–მა დატოვა შ.პ.ს. ,,დ ” ს
სარგებლობაში მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი. შ.პ.ს. ,,დ”-მ მიწის ნაკვეთზე განახორციელა სამუშაოები, გაიღო ხარჯები, ააშენა შენობები და მოიყვანა მიწის ნაკვეთი ბაზრობის ფუნქციონირებისათვის საჭირო მდგომარეობაში. იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ მხარეებს არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების შეწყვეტა. 2014 წლის ივლისის თვეში მოსარჩელისათვის ცნობილი გახდა, რომ მე--------------–---მა შ.პ.ს. ,,დ ”-ს სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი 2013 წლის 21 მარტის ჩუქების ხელშეკრულების
საფუძველზე გადასცა მის შვილს ს-----------------– ს, რომელმაც შეწყვიტა იჯარის ხელშეკრულება, დაეუფლა შ.პ.ს. ,,დ ”-ს კუთვნილ მოძრავ ნივთებს, სავაჭრო დახლებს, რომელიც არ დააბრუნა არაერთი მოთხოვნის მიუხედავად და დაიწყო ბაზრობის ოპერირება მოსარჩელის კუთვნილი ქონებით. შ.პ.ს. ,,დ-------” იძულებული გახდა დაემზადებინა ახალი დახლები და განეთავსებინა მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ს-----------------–---–მა უარი განაცხადა აუნაზღაუროს გაუმჯობესება მის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე. ს-------------–მა მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა მე--------------–---–ის მიერ დაფუძნებულ ფირმა შ.პ.ს. ,,მ ”-ს. მოსარჩელის მითითებით მე--------------–---–ის ქმედებით შ.პ.ს. ,,დ-------”-ს მიადგა 2476746.67 ლარის ოდენობის ზიანი.

2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე მე--------------–---–მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოთხოვნა არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, არ დასტურდება მოპასუხის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებებით საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების ფაქტი. უსაფუძვლოა მოთხოვნა პარტნიორის გარიცხვის შესახებ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები


3.1.1 მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერის მიხედვით, შ.პ.ს. ,,დ-------“ რეგისტრირებულია სამეწარმეო რეესტრში 1995 წლის 09 ოქტომბერს, საიდენტიფიკაციო კოდი: 20-----18, საზოგადოების პარტნიორები არიან: მე--------------–---–ი (წილი 49%), ტრ-----------ლი (წილი _ 26%), ნ----ძე
(წილი 25%). საზოგადოების დირექტორია ტრ---ლი (ტომი 1, ს.ფ. 285)
3.1.2 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მეტრო/სადგური ,.,დ-------”-ს მიმდებარედ #0----------.007 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 3779 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აღრიცხულია შ.პ.ს. ,,დ ”-ს
საკუთრებად (ს.ფ. 50-73).
3.1.3 საჯარო რეესტრის ამონაწერით დადგენილია, რომ ქ.თბილისში, მეტრო/სადგური ,,დ-------”-ს მიმდებარედ #0----------.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2620 კვ.მ. მიწის ნაკვეთი თბილისის სახელმწიფო ქონების მართვის დეპარტამენტის მიერ 1997 წლის 1-------------- გაცემული #2----- საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფუძველზე აღრიცხული იყო იყო მე--------------–---–ის საკუთრებად. 2007 წლის 08 აგვისტოს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მე--------------–---–მა შ.პ.ს. ,,დ-------”-ს იჯარით გადასცა აღნიშნული მიწის ნაკვეთი 3 თვის ვადით. ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ მხრეებს არ მოუთხოვიათ ხელშეკრულების შეწყვეტა. 2013 წლის 21 მარტს დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე მე--------------–---–მა #0----------.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2620 კვ.მ. მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადაცა შვილს _ ს-----------------– –ს (ს.ფ. 74-75).
3.1.4 დადგენილია, რომ ს-----------------–---–მა შეწყვიტა შ.პ.ს. ,,დ-------“-სთან #0----------.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებული 2620 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე იჯარის ხელშეკრულება და აღნიშნული მიწის ნაკვეთი იჯარით გადასცა მე--------------–---– ის მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს. ,,მ----”-ს (ს/კ 404--5---), შ.პ.ს. ,,მ---”-მ გააფორმა ქირავნობის ხელშეკრულებები იმ მეწარმეებთან, რომლებთანაც შ.პ.ს. ,,დ “-ს ჰქონდა გაფორმებული ხელშეკრულებები (ტომი 1, ს.ფ. 75; ტომი 2, ს.ფ. 267-271); 3.1.5 შ.პ.ს. ,,დ-------”-მ 2014 წლის 31 ივლისს მიმართა სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტს, თუ რატომ იქნა დანიშნული სხვა დაცვა მათ მიერ იჯარით აღებულ ტერიტორიაზე. ასევე მოითხოვა დაცვის ქვეშ არსებულ ობიექტზე უკანონო მოქმედებების აღკვეთა, რაც უკავშირდებოდა საწარმოს დაქირავებულ მოვაჭრეებისგან ხელშეკრულების გაფორმებას და ქირის უკანონო მოთხოვნას. სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დაცვის ორგანიზაციის მთავარმა სამმართველომ 2014 წლის 06 აგვისტოს წერილით შ.პ.ს. ,,დ-------”-ს აცნობა, რომ #0----------.001 საკადასტრო კოდით მდებარე ობიექტს დაცვის პოლიციის დეპარტამენტი მომსახურეობას უწევს შ.პ.ს. ,,მ---”-სთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე (ტომი 1, ს.ფ. 78-82).
3.1.6 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებებით შ.პ.ს. ,,დ-------“ დაჯარიმდა უნებართვო მშენებლობებისათვის და დაევალა უნებართვოდ განხორციელებული შენობის დემონტაჟი (ს.ფ. 86-122).
3.1.7 შ.პ.ს. ,,დ-------“-ს პარტნიორთა 2017 წლის 13 ივნისის კრების გადაწყვეტილებით შ.პ.ს. ,,დ-------”-ს პარტნიორობიდან გაირიცხა მე--------------–---– ი, რომლის 49% წილი საწარმოს კაპიტალში გადაეცა ტრ-----------ლს და პარტნიორთა წილები განისაზღვრა შემდეგი სახით: ნ------------–-ძე _ 25%, ტრ-----------ლი _ 75% (ტომი 1, ს.ფ. 172-176).

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1 მოწმე ა-–--------------–--ის (შ.პ.ს. ,,დ ”-ს ფინანსური დირექტორი) ჩვენების მიხედვით, შ.პ.ს. ,,დ ” სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებდა წარმატებით, ყველა მეწარმესთან ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება 2014 წლის 31 დეკემბრამდე. გაურკვეველმა პირებმა დაიწყეს ბაზრის ტერიტორიაზე მოძრაობა და იმ პირებს, რომლებსაც შ.პ.ს. ,,დ-------”-სთან ჰქონდათ გაფორმებული ხელშეკრულება, დაახლოებით 90%-ს, ხელშეკრულებები დაადებინეს მე--------------–---–ის მიერ დაფუძნებულ შ.პ.ს. ,,მ----”-სთან. იჯარით აღებულ ფართზე დარჩა შ.პ.ს. ,,დ-------”-ს მოძრავი ქონება, რომელიც არ დაუბრუნდა მესაკუთრეს და იძულებული გახდნენ აეღოთ სესხი ახალი დახლების დასამზადებლად და მაცივრების შესაძენად (სხდომის ოქმი 25.12.2017).
3.2.2 შ.პ.ს. ,,ე-----------------”-ს 2014 წლის 15 აგვისტოს დასკვნის მიხედვით, #0----------.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული გაუმჯობესების (კაპიტალური შენობის, დახლების, საინჟინრო ქსელების და ასფალტის) საბაზრო ღირებულება 2014 წლის 15 აგვისტოს მდგომარეობით შეადგენს დამრგვალებით 176000 ა.შ.შ. დოლარს (ს.ფ. 162-168).
3.2.3 აუდიტური ფირმა ,,ბ---–---–---------------”-ს 2016 წლის 27 ივლისის საფინანსო-ეკონომიკური ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით: 1) შ.პ.ს. ,,დ-------”-ს მიერ მე--------------–---–ისგან იჯარით აღებულ ფართზე (ს/კ #0----------.001) გაწეული იქნა სამშენებლო-სარემონტო და საკონსტრუქციო ხასიათის სამუშაოები, დაკავშირებული მიწის მოშანდაკება და/ან შენობა-ნაგებობების მშენებლობა რეკონსტრუქცია და შესაბამისად ანაზღაურებული იქნა კაპიტალური დანახარჯები, რამაც შეადგინა 58996.23 ლარი; 2) შ.პ.ს. ,,დ-------“-ს მიერ მე--------------–---–ისგან იჯარით აღებულ ფართზე განთავსებული და საწარმო ბალანსზე არსებული მოძრავი სასაქონლო მატერიალური ფასეულობების ჯამური ღირებულება შეადგენს 28095.53 ლარს; 3) შ.პ.ს. ,,დ-------“-ს მიერ მე--------------–---–ისგან იჯარით აღებულ ფართზე წლიურმა შემოსავალმა 67 თვის განმავლობაში შეადგინა 30480066 ლარი, საშუალოდ თვიური შემოსავალი შეადგენს 45493.52 ლარს; 4) საშუალო თვიური შემოსავლიდან გამომდინარე, ვინაიდან 2014 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 01 ივნისამდე პერდიოში _ 22 თვის განმავლობაში შ.პ.ს. ,,დ-------”-მ შეწყვიტა ფუნქციონირება, მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 1000857 ლარს და 44 თეთრს (ტომი 2, ს.ფ. 37-58).

სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა


საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სარჩელი პარტნიორის გარიცხვის შესახებ მოთხოვნის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფლდეს უსაფუძვლობის გამო.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3.7 მუხლი, მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტი, 45-ე მუხლი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 411-ე მუხლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები.

6. სამართლებრივი შეფასება
6.1 ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 45-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
6.2 ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ბ“ პუნქტის მიხედვით, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს შემდეგ საკითხებზე: იმ დამატებითი უფლებების გამოყენება, რომლებიც საზოგადოებას დაფუძნებიდან ან საზოგადოების მართვიდან

გამომდინარე აქვს დირექტორის ან/და პარტნიორის მიმართ, ასევე საზოგადოების წარმომადგენლობა იმ პროცესებში, რომლებსაც იგი დირექტორების წინააღმდეგ წარმართავს.
6.3 ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 3.7-ე მუხლის მიხედვით პარტნიორებს შეუძლიათ წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში განსაზღვრონ თითოეული პარტნიორის შენატანის შეტანის წესი და ვადა. ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში პარტნიორი, რომელმაც არ განახორციელა გადახდა, კარგავს წილს და ნაწილობრივ შესრულებულ ვალდებულებათა შედეგებსაც, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი უშვებს პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვას. კანონი პირდაპირ ითვალისწინებს პარტნიორის გარიცხვას შენატანის შეუტანლობის შემთხვევაში, პარტნიორის გარიცხვა ასევე დასაშვებია მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობისა. კერძოდ, პარტნიორის გარიცხვის საკითხი შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც პარტნიორი მოქმედებს საზოგადოების ინტერესების საწინააღმდეგოდ, რაც იწვევს პარტნიორის მიმართ უნდობლობას და შეუძლებელი ხდება შემდეგომ ერთობლივი საქმიანობის განხორციელება. პარტნიორის გარიცხვის წინაპირობა არის საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება გარიცხვის შესახებ, რომელიც პირდაპირ არ იწვევს მის გარიცხვას. საზოგადოებიდან პარტნიორის გარიცხვის შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ უნდა მიიღოს პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების საფუძველზე. პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძვლებს შესაძლებელია შეიცავდეს საზოგადოების წესდება, მაგრამ მსგავსი
დებულებების წესდებაში არარსებობა ხელს ვერ შეუშლის მნიშვნელოვანი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში პარტნიორის გარიცხვას
6.4 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შ.პ.ს. ,,დ ”-ს პარტნიორმა მე--------------–---–მა მის საკუთრებაში არსებული და შ.პ.ს. ,,დ-------”-სათვის იჯარით გადაცემული #0----------.001 საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთი ჩუქების ხელშეკრულებით გადასცა შვილს ს-----------------–---–ს. ცალკე აღებული მოპასუხის აღნიშნული ქმედება, როდესაც პარტნიორებს შორის რაიმე შეთანხმება ქონების განკარგვის შეზღუდვასთან დაკავშირებით არ დასტურდება, არ შეიძლება ჩაითვალოს საზოგადოების საწინააღმდეგოდ მიმართულად, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის შესაბამისად, მე--------------–---–ს უფლება ჰქონდა თავისუფლად ესარგებლა მის საკუთრებაში არსებული ქონებით სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში და განეკარგა ქონება, მაგრამ, იმ გარემოებების გათვალისწინებით, როდესაც მე--------------–---–ი არის შ.პ.ს. ,,დ-------”-ს პარტნიორი, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ და საზოგადოებისათვის იჯარით გადაცემულ ქონებას ჩუქების ხელშეკრულებით გადასცემს შვილს და შემდეგ გაჩუქებულ ქონებას იღებს იჯარით მე--------------–---–ის მიერ დაფუძნებული შ.პ.ს. ,,მ----’’ მსგავსი საქმიანობის განსახორცილებლად, შ.პ.ს. ,,დ---
----”-სთან ხელშეკრულებაში მყოფ მეწარმეებთან შ.პ.ს. ,,მ----’’ აფორმებს ხელშეკრულებებს და ამ გზით ამცირებს შ.პ.ს. ,,დ-------”-ს შემოსავალს, ცალსახად მიუთითებს მე--------------–---–ის მხრიდან შ.პ.ს. ,,დ-------”-ს ინტერესების საწინააღმდეგოდ მიმართულ ქმედებებზე, რაც არღვევს ნდობას პარტნიორებს შორის, შეუძლებელს ხდის ერთობლივი საქმიანობის გაგრძელებას და ეს გარემოებები შ.პ.ს. ,,დ-------”-ს 2017 წლის 13 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით სამართლიანად გახდა პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის საფუძველი.
ამდენად, შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მე--------------– ი გარიცხული უნდა იქნას შ.პ.ს. ,,დ-------”-ს პარტნიორობიდან და შ.პ.ს. ,,დ ”-ს 2017 წლის 13 ივნისის პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად პარტნიორთა წილები უნდა გადანაწილდეს შემდეგი სახით: ნ------------–-ძე _ 25%, ტრ ლი _ 75%.
რაც შეეხება შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სარჩელს მე--------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში, არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელის მიუთითებს, რომ იჯარით აღებული მიწის ნაკვეთის კეთილმოწყობისათვის გაწეული ჰქონდა ხარჯი, მიწის ნაკვეთის ახალმა მესაკუთრემ ს-----------------–---–მა არ დააბრუნა შ.პ.ს. ,,დ ”-ს კუთვნილი მოძრავი ნივთები და მოსარჩელე მიუთითებს ს-----------------–---–ის მხრიდან სამეწარმეო საქმიანობის ხელშეშლაზე, რაც მე--------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი არ შეიძლება გახდეს და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლოა. პარტნიორის მიმართ ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი ასევე არ შეძლება გახდეს მოსარჩელის მითითება მე--------------–---–ის საჩივრების გამო საზოგადოების 44000 ლარით დაჯარიმების და საზოგადოების ინტერესების დაცვის მიზნით იურისტებისათვის 52416 ლარის გადახდის შესახებ. ერთია, რამდენად გონივრულად იქნა საზოგადოების მიერ გაწეული ხარჯი დავის საგანთან თანაფარდობაში იურისტისათვის, მეორეა, რომ საწარმო დაჯარიმებული იქნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებით სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და თუ ზიანი მიადგა საწარმოს, მიადგა არა იმ პირის მიერ, ვინც საჩივრით მიუთითა კანონდარღვევაზე, არამედ იმ პირის მიერ, ვისმა ქმედებამაც გამოიწვია სამართალდარღვევა.
6.6 სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
აღნიშნული ნორმა უშვებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ იმ ანაცდენი სარგებლისათვის, რომელსაც დაზარალებული მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების შედეგად. მთავარი წინაპირობა მოცემული მუხლის გამოყენებისათვის არის სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, რასაც შედეგად მოჰყვა ზიანის დადგომა.
სასამართლო განმარტავს, რომ მიუღებელი შემოსავალი ეს არის ანაცდენი სარგებელი (მოგება), რომელიც არ გულისხმობს ერთობლივ შემოსავალს, ყოველგვარი ხარჯების გამოქვითვების გარეშე და რომელსაც დაზარალებული ობიექტურად მიიღებდა სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების
შედეგად.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საფინანსო-ეკონომიკური დასკვნა არ ადასტურებს მე--------------–---–ის ქმედებით გამოწვეულ საწარმოს მიუღებელ მოგებას. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საწარმოს საშუალო თვიური შემოსავლიდან გამომდინარე, ვინაიდან 2014 წლის 01 აგვისტოდან 2016 წლის 01 ივნისამდე პერდიოში შ.პ.ს. ,,დ-------”-მ შეწყვიტა ფუნქციონირება, მიუღებელი შემოსავალი შეადგენს 1000857 ლარს და 44 თეთრს. შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელშეშლას მოსარჩელე უკავშირებს მიწის ნაკვეთის ახლი მესაკუთრის_ ს-----------------–---–ის ქმედებებს და 1000857.44 ლარის თანხის ანაზღაურების მოთხოვნა მე--------------–---–ის მიმართ უსაფუძვლოა. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა ზიანი მიადგა შ.პ.ს. ,,დ-------”-ს მე--------------–---–ის დაფუძნებული შ.პ.ს. ,,მ---”-ს მიერ იმ მეწარმე სუბიექტებთან ხელშეკრულების გაფორმებით, რომლებიც სახელშეკრულებო ურთიერთობაში იყვნენ შ.პ.ს. ,,დ-------სთან”, რაც შეიძლება გამხდარიყო მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი.
გამომდინარე აღნიშნულიდან, შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სარჩელი მე--------------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. პარტნიორის საზოგადოებიდან გარიცხვის შესახებ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად განისაზღვრება 100 ლარით. ვინაიდან, შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სარჩელი დაკმაყოფილდა მოთხოვნის აღნიშნულ ნაწილში, მ–---–ს შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 4900 ლარი არ ანაზღაურდება, რადგან არ დაკმაყოფილდა სარჩელი ზიანის ანაღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.

სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244, 248-249-ე, 364-ე მუხლებით,

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. შ.პ.ს. ,,დ ”-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შ.პ.ს. ,,დ-------”-ს პარტნიორი მე--------------– ი გაირიცხოს საზოგადოებიდან და მე--–---–ის 49% წილი შ.პ.ს. ,,დ-------”-ს კაპიტალში განაწილდეს პარტნიორთა 2017 წლის 13 ივნისის კრების გადაწყვეტილების შესაბამისად (ტრ ლი _ 75%,ნ ძე _ 25%).
3. შ.პ.ს. ,,დ ”-ს სარჩელი ზიანის ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მე--------------–---–ს შ.პ.ს. ,,დ-------”-ს სასარგებლოდ დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრისას წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ და 50(ორმოცდაათი) ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. #6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.