ნახვები: 719
საქმის ნომერი: 3ბ/844-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 3/176-14
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/844-15 (2016-07-01), www.temida.ge
საქმის № 180310014650084
საქმის № 3ბ/844-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       01 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოსარჩელე) - გ. ბ.
წარმომადგენელი - მ. პ.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენლები - ი.კ., კ. ს., ლ. კ.;

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:


მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილებით გ. ბ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.



დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობის თანახმად, გამგეობაში დაცული ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სამსახურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილების სიებით, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ფართობი.

2.2. დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილით გაიცა სოფელ ბ.-ს მიწის განაწილების სიის იმ გვერდის ქსეროასლი, რომლითაც გ. ბ.-ს ერიცხებოდა 2500 კვ.მ. მიწის ფართობი. აღნიშნული დოკუმენტის თანახმად სია წარმოადგენს სოფლად ნაკვეთის მიღების მსურველთა სიას.

2.3. 2013 წლის 19 აგვისტოს გ. ბ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს დ.-ს რაიონის სოფელ ბ.-ში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად გ. ბ.-მ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია და დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობა.

2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 აგვისტოს №88XXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. ბ.-ს 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებას თანდართული ცნობა №9XX არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამდგენ დოკუმენტს. დამატებით წარმოსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ფართზე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

2.5. დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2013 წლის 23 სექტემბერს მიიღო №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება გ. ბ.-ს 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით.

2.6. 2014 წლის 18 აგვისტოს გ. ბ.-მ კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს დ.-ს რაიონის სოფელ ბ.-ში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად გ. ბ.-მ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილი, მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები.

2.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით გ. ბ.-ს განცხადების განუხილველად უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით N88XXXXXXXXXX. წინამდებარე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო N 88XXXXXXXXXX გადაწყვეტილების მიღებას, ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად უარი ეთქვა განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად.

2.8. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება გ. ბ.-ს მიერ 2014 წლის 25 აგვისტოს გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.9. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის (რეგისტრაციაზე უარის თქმა) ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

2.10. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2.11. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

2.12. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე უფლებამოსილი იყო გ. ბ.-ს 2014 წლის 18 აგვისტოს განცხადებაზე განუხილველად უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, ვინაიდან იგივე საკითხზე (იგივე უძრავ ქონებაზე) უკვე ნამსჯელი ჰქონდა 2013 წლის 23 აგვისტოს №88XXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ხოლო 2013 წლის 23 სექტემბრის №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარუდგენლობის გამო.

2.13. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2014 წლის 18 სექტემბრის განცხადებით საქმისათვის არსებითი ხასიათის რაიმე ახალი მტკიცებულება დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურისთვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი სამსახურს ანიჭებდა უფლებამოსილებას განცხადების განუხილველად უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, გ. ბ.-ს 2014 წლის 18 სექტემბრის განცხადებით მოთხოვნილ უძრავ ნივთზე, გასაჩივრებული დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით.

2.14. რაიონული სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობის თანახმად, გამგეობაში დაცული ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სამსახურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილების სიებით, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ფართობი. საქმეში წარმოდგენილია აღნიშნული სიის ასლი, რომლითაც დასტურდება, რომ სია წარმოადგენს სოფლად ნაკვეთის მიღების მსურველთა სიას და არა მიწის განაწილების სიას.

2.15. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

2.16. ამავე კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

2.17. რაიონული სასამართლოს მითითებით, დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს არსებითად რომ განეხილა გ. ბ.-ს განცხადება და საკუთრების უფლების აღიარებით დაერეგისტრირებინა მოსარჩელის საკუთრების უფლება, მას უნდა წარედგინა საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი. ასეთი დოკუმენტი შეიძლება იყოს მიწების განაწილების სია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ და დამტკიცებული სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე).

2.18. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოსარჩელემ სარეგისტრაციოდ წარადგინა სოფლად ნაკვეთის მიღების მსურველთა სია. იმისათვის, რომ მიწის ნაკვეთის მსურველთა სია გამხდარიყო მიწის განაწილების სია და საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველი, საჭირო იყო ის შედგენილი ყოფილიყო საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის №48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ და დამტკიცებულიყო სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე).

2.19. ამდენად, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვეევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილება, ასევე დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, ამდენად სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი უფლების რეგისტრაციის დავალების ნაწილშიც.


3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილების 6.6 პუნქტით არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, თითქოს გ. ბ.-ს მიერ სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი სიის ასლი არ წარმოადგენს მიწის განაწილების სიას, ვინაიდან დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილზე თანდართული სია დამოწმებულია მიწის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭდით 23.10.1995 წელს და ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. გარდა ამისა, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.06.2013 წლის N9XX წერილით დასტურდება, რომ გამგეობაში დაცულია ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართის სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილების სია. არასწორია ასევე სასამართლოს განმარტება, რომ ეს სია არის მიწის ნაკვეთის მიღების მსურველთა სია და არა მიწის განაწილების სია.

3.2. აპელანტის მითითებით, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 06 თებერვლის N128 დადგენილება, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, დაწესდა საკუთრებაში, მფლობელობასა და სარგებლობაში გადასაცემი საკარმიდამო მიწის ზღვრული ნორმები სამი კატეგორიის მიწათმოსარგებლეთათვის: სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული მოქალაქეებისათვის (I კატეგორია); სოფლად მუდმივად მცხოვრები სხვა სფეროს მუშა-მოსამასახურეებისათვის (IIკატეგორია) და მესამე კატეგორიად განისაზღვრნენ ქალაქად მცხოვრებნი, რომელთაც საკუთრების უფლებით მიღებული აქვთ საცხოვრებელი სახლი ან სახლის ნაწილი, ასევე ქალაქად მცხოვრებნი ის მოქალაქეები, რომელთაც სურთ სოფლად მიიღონ საკარმიდამო მიწის ნაკვეთი და მათთვის დაწესდა ზღვრული ნორმა ბარისა და ზეგნის რაიონებში - 0.15 ჰექტრამდე. მაშასადამე, მესამე კატეგორიის მიწათმოსარგებლეები იყვნენ ის მოქალაქეებიც, რომელთაც არ ჰქონდათ სოფლად სახლი, მაგრამ არ უნდოდათ კავშირის გაწყვეტა სოფელთან და სურდათ მიეღოთ სოფლად საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. მოცემულ შემთხვევაში გ. ბ.-ს, რომელიც დაიბადა და გაიზარდა სოფელ ბ.-ში (მისი მშობლები და ძმა ცხოვრობდნენ ბ.-ში), სურდა, რომ მასაც ჰქონოდა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი თავის სოფელში და მიწის რეფორმის დროს განცხადებით მიმართა მიწის რეფორმის კომისიას, რის საფუძველზეც ის შეიყვანეს მესამე კატეგორიის მიწათმოსარგებლეთა სიაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მიწის განაწილების სია და სოფლად ნაკვეთის მიღების მსურველთა სია ერთი და იგივეა.

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გამოიყნა კანონი, რომელიც უნდა გამოეენებინა, კერძოდ, საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილება, რომლის მე-10 პუნქტის მიხედვით, მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო იმავე დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელწმიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში.

3.4. აპელანტის განმარტებით, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილზე თანდართული სია დამოწმებულია მიწის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭდით 23.10.1995 წელს და ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. გარდა ამისა, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობის 25.06.2013 წლის N9XX წერილით დასტურდება, რომ გამგეობაში დაცულია ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართის სამმართველოს სასოფლო-სამეურნეო მიწების განაწილების სია. არასწორია ასევე სასამართლოს განმარტება, რომ ეს სია არის მიწის ნაკვეთის მიღების მსურველთა სია და არა მიწის განაწილების სია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად დამტკიცებული იყო, წინააღმდეგ შემთხვევაში მიწის მართვის სამმართველოში სია ვერ მოხვდებოდა.

3.5. აპელანტის განმარტებით, საქართველოს პრეზიდენტის 1996 წლის N11 ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, იმ რაიონებში, სადაც მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემისა და რეგისტრაციის სამუშაოები დამთავრებული არ იყო, ფიზიკურ პირებზე მიწის გადასახადი გაწერილი უნდა ყოფილიყო მმართველობის ადგილობრივი სასოფლო, სადაბო, საქალაქო ორგანოების მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით. სარჩელზე დართული მიწის გადასახადის ქვითრებით დასტურდება, რომ გ. ბ. მიწის მიღების შემდეგ ყოველწლიურად იხდიდა მიწის გადასახადს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას მიწის გადასახადი ერიცხებოდა ზემოაღნიშნული სიის საფუძველზე.

3.6. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, არასწორი შეფასება მისცა მათ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გადაწყვეტილება არ არის იურიდიულად საკმარისად დასაბუთებული და მისი დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობის თანახმად დგინდება, რომ გამგეობაში დაცული ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სამსახურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილების სიებით, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ფართობი.

4.2. დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილით გაიცა სოფელ ბ.-ს მიწის განაწილების სიის იმ გვერდის ქსეროასლი, რომლითაც გ. ბ.-ს ერიცხებოდა 2500 კვ.მ. მიწის ფართობი.

4.3. საქმეში წარმოდგენილი ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ზ. უ.-ს მიერ გაცემული ცნობით დგინდება, რომ გ. ბ. სოფელ ბ.-ს ტერიტორიაზე მიწის რეფორმის შედეგად მართლზომიერად ფლობს 2500 მ2 მიწის ნაკვეთს. ამ ინფორმაციის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ ასევე სოფელ ბ.-ში მცხოვრები პირები გ. პ., გ. ჩ., გ.ფ. და ვ. ბ..

4.4. საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ გ. ბ.-ს მიწის ნაკვეთზე გადახდილი აქვს მიწის გადასახადი სხვადასხვა დროს.

4.5. სააპელაციო პალატის დავალების შესაბამისად, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სასამართლოში წარმოდგენილი იქნა სოფელ ბ.-ს მიწის განაწილების, მესამე კატეგორიის პირებისათვის მიწის ნაკვეთების მიღების მსურველთა სიის დედანი, რომლის მიხედვითაც, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ფართობი. ამ სიაზე დასმულია მიწის სახელმწიფო კომიტეტის დ.-ს განყოფილების ბეჭედი და სიას ხელს აწერს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.

4.6. 2013 წლის 19 აგვისტოს გ. ბ.-მ განცხადებით მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს დ.-ს რაიონის სოფელ ბ.-ში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად გ. ბ.-მ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია და დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობა.

4.7. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 23 აგვისტოს №88XXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება გ. ბ.-ს 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებას თანდართული ცნობა №9XX არ წარმოადგენდა საკუთრების უფლების დამადასტურებელ ან მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამდგენ დოკუმენტს. დამატებით წარმოსადგენი იყო საკუთრების უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტი სარეგისტრაციოდ მოთხოვნილ მიწის ფართზე. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

4.8. დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2013 წლის 23 სექტემბერს მიიღო №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება გ. ბ.-ს 2013 წლის 19 აგვისტოს განცხადებასთან დაკავშირებით.

4.9. 2014 წლის 18 აგვისტოს გ. ბ.-მ კვლავ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს დ.-ს რაიონის სოფელ ბ.-ში მდებარე 2500 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებით უფლების რეგისტრაციის მოთხოვნით. განცხადებასთან ერთად გ. ბ.-მ წარადგინა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზი, მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვითი ნახაზის ელ. ვერსია, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 07 აგვისტოს N1XXX წერილი, მიწის გადასახადის გადახდის ქვითრები.

4.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილებით გ. ბ.-ს განცხადების განუხილველად უარი ეთქვა რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ განცხადებაში აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის გადაწყვეტილებით N88XXXXXXXXXX. წინამდებარე განცხადებასა და თანდართულ დოკუმენტაციაში არ იყო მითითებული იმ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობის განმცხადებლის სასარგებლოდ შეცვლის თაობაზე, რომელიც საფუძვლად დაედო N 88XXXXXXXXXX გადაწყვეტილების მიღებას, ასევე არ არსებობდა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებდა მისთვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. შესაბამისად, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102–ე მუხლის თანახმად, განცხადების განუხილველად უარი ეთქვა განცხადებაზე ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის შესაბამისად.

4.11. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილება გ. ბ.-ს მიერ 2014 წლის 25 აგვისტოს გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელმაც 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილებით არ დააკმაყოფილა საჩივარი.

სამართლებრივი დასაბუთება

4.12. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილება გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.13. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილება კანონს ეწინააღმდეგება, ასევე, ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.14. სააპელაციო პალატა ასევე განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.15. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე, გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სადავო საკითხის გადაუწყვეტლად და მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ ისე გამოსცა სადავო აქტი და უარი უთხრა გ. ბ.-ს მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარებაზე, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები და ასევე სათანადოდ არ დაასაბუთა, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი მტკიცებულებები რატომ არ იძლეოდა სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დადგენისა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.

4.16. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა.

4.17. ზემოაღნიშნული კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 73 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი. ამდენად, ზემოაღნიშნული წესის შესაბამისად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის როგორც სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია, ასევე ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, თუ იგი ადასტურებს მიწის ნაკვეთზე მართლომიერი მფლობელობის (სარგებლობის) უფლებას.

4.18. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ დ.-ს რაიონის გამგეობაში დაცული, ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სამსახურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილების სია, საიდანაც დგინდება, რომ სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, წარმოადგენს მხოლოდ სოფლად მიწის ნაკვეთის მიღების მსურველთა სიას და არა მიწის განაწილების სიას. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მითითებული სია ადასტურებს იმ გარემოებას, რომ გ. ბ.-ს ამ სიის საფუძველზე მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) აქვს გადაცემული მიწის ნაკვეთი. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს აპელანტი მხარის მსჯელობას იმის შესახებ, რომ საქართველოს რესპუბლიკის 1992 წლის 18 იანვრის N48 დადგენილების მე-10 პუნქტის თანახმად, მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო იმავე დადგენილების მე-11 პუნქტის თანახმად, მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო, შემდგომ ამტკიცებდა რაიონის (ქალაქის) მმართველობის ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელწმიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით, რაც დასტურდებოდა სანოტარო წესით და რეგისტრირდებოდა მიწების აღრიცხვის სახელმწიფო წიგნში. განსახილველ შემთხვევაში, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენილი სოფელ ბ.-ს მიწის განაწილების, მესამე კატეგორიის პირებისათვის მიწის ნაკვეთების მიღების მსურველთა სიის დედნით დგინდება, რომ სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი. ამ სიაზე დასმულია მიწის სახელმწიფო კომიტეტის დ.-ს განყოფილების ბეჭედი და სიას ხელს აწერს შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამასთან, დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის 25 ივნისის ცნობითაც დასტურდება, რომ გამგეობაში დაცული ყოფილი დ.-ს რაიონის მიწის მართვის სამმართველოს სამსახურის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის განაწილების სიების მიხედვით, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-ს ერიცხება 2500 კვ.მ. მიწის ფართობი. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ საქმეში წარმოდგენილი ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის ზ. უ. მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, გ. ბ. სოფელ ბიჩნიგაურის ტერიტორიაზე მიწის რეფორმის შედეგად მართლზომიერად ფლობს 2500 მ2 მიწის ნაკვეთს. ამ ინფორმაციის სისწორეს ხელმოწერით ადასტურებენ ასევე სოფელ ბ.-ში მცხოვრები პირები გ. პ., გ. ჩ., გ. ფ. და ვ. ბ.. ამდენად, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სოფელ ბ.-ში გ. ბ.-სათვის 2500 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) გადაცემის ფაქტს ადასტურებს არა მხოლოდ საქმეში წარმოდგენილი მიწის განაწილებიის სიის დედანი, არამედ ასევე ამ ფაქტს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან დ.-ს მუნიციპალიტეტის გამგეობა და ჟინვალის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი სოფელ ბ.-ში მცხოვრებ სხვა პირებთან ერთად. ამასთან, საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრებით დგინდება, რომ გ. ბ.-ს მიწის ნაკვეთზე გადახდილი აქვს მიწის გადასახადი სხვადასხვა დროს. სააპელაციო პალატა ეთანხმება აპელანტი მხარის მითითებას იმის შესახებ, რომ საქმეში წარმოდგენილი სია წარმოადგენს არა მიწის ნაკვეთების მხოლოდ მიღების მსურველთა სიას, არამედ იმ პირების სიას, ვისაც ეს ნაკვეები უკვე გადაცემული აქვთ მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში). სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებითაც, ეს ფაქტი დასტურდება იმით, რომ სია დამოწმებულია მიწის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭდით 23.10.1995 წელს და ხელს აწერს უფლებამოსილი პირი. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ეს სია დამტკიცებული რომ არ ყოფილიყო და იგი რომ არ ადასტურებდეს სიაში მითითებულ პირებზე მიწის ნაკვეთების გამოყოფის ფაქტს, მაშინ მასზე არ იქნებოდა დასმული მიწის სახელმწიფო კომიტეტის ბეჭედი და იგი ვერ მოხვდებოდა შესაბამის პერიოდში არსებულ მიწის მართვის სამმართველოში. გარდა ამისა, აპელანტი ასევე მართებულად მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1994 წლის N11 ბრძანებულების მე-4 პუნქტის თანახმად, იმ რაიონებში, სადაც მიწის ნაკვეთების მიღება-ჩაბარების აქტების გადაცემისა და რეგისტრაციის სამუშაოები დამთავრებული არ იყო, ფიზიკურ პირებზე მიწის გადასახადი გაწერილი უნდა ყოფილიყო მმართველობის ადგილობრივი სასოფლო, სადაბო, საქალაქო ორგანოების მიერ დამტკიცებული სიების მიხედვით. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სარჩელზე დართული მიწის გადასახადის ქვითრებით დასტურდება, რომ გ. ბ. მიწის მიღების შემდეგ იხდიდა მიწის გადასახადს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მას მიწის გადასახადი ერიცხებოდა ზემოაღნიშნული სიის საფუძველზე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კიდევ ერთხელ უნდა გამოიკვლიოს და შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები და იმსჯელოს იმის შესახებ, მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესის’’ მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წარმოადგენენ თუ არა მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელ თუნდაც ,,სხვა დოკუმენტებს’’ და იძლევიან თუ არა სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარების შესაძლებლობას.
4.19. აპელანტის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ასევე სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. იქიდან გამომდინარე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ამიტომ ამ ეტაპზე არ არსებობს სასამართლოს მიერ სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; გ. ბ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილება; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. ბ.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მის მიერ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. ბ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 25 მარტის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ბ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 2014 წლის 16 ოქტომბრის №2XXXXX გადაწყვეტილება;
5. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურის 2014 წლის 20 აგვისტოს №88XXXXXXXXXXX-XXგადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის თაობაზე და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს დ.-ს სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს გ. ბ.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მის მიერ პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.