ნახვები: 1045
საქმის ნომერი: 2ბ/1053-11
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვანო წიკლაური,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: არ გასაჩივრდა, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: 2/626
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №2ბ/1053-11 (2011-06-29), www.temida.ge
საქმის № 2ბ/1053-11

განჩინება
საქართველოს სახელით
       29 ივნისი, 2011 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვანო წიკლაური

სხდომის მდივანი _ ციცინო როხვაძე

აპელანტი - შპს "დ"
წარმომადგენელი - დ. დ.

მოწინააღმდეგე მხარე - ი.მ. "თ. უ"


დავის საგანი _ დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება _ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ

1. აპელანტის მოთხოვნა - თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების, გაუქმება.

2.1 გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი

2.1.1 თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე შპს ’დ.~-ს დაეკისრა საწვავის შეძენით გამოწვეული დავალიანების 3999 (სამიათას ცხრაას ოთხმოცდაცხრამეტი) ლარის და 15 (თხუთმეტი) თეთრის, პირგასამტეხლოს და ზიანის 4501 (ოთხიათას ხუთას ერთი) ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 255 (ორას ორმოცდათხუთმეტი) ლარის და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა მოსარჩელე ი.მ ’თ. უ.-თ.~-ს სასარგებლოდ.

გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი

2.1.1 დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. შპს ’დ.-ს~ უარი ეთქვა საჩივრის დაკმაყოფილებაზე და დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა ძალაში.


2.2. დასკვნები ფაქტობრივ, სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
დაუსწრებელ გადაწყვეტილებაში:


2.2.1 სასამართლომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, დამტკიცებულად ჩათვალა გამომდინარე სსსკ-ის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესიდან გამომდინარე. ამასთან სასამართლომ მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარმეობები საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 394-ე მუხლების თანახმად იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.

დასკვენები ფაქტობრივ, სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით
განჩინებაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ:


2.2.2 საქმის მასალებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ საჩივარზე დართული ცნობა გაცემულია ქ. თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მიერ, რომელშიც არ არის მითითებული სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობის შესახებ. სამედიცინო დახმარების ცენტრის გამოძახება კი, დაფიქსრიებულია 17.38 საათზე. ამასთან სასმართლომ მიუთითა,A რომ მხარე წარმოადგენს იურიდიიულ პირს და დირექტორის გარდა ყავს სხვა თანამშრომელებიც.

სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე და 241-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით მიუთითა, რომ მოცემულ შემთხვევაში რაიმე დამაბრკოლებელი გარემოებები და მითითებული ნორმებით გათვალისწინებული საფუძვლები არ არსებობდა რის გამოც, საჩივარი მიიჩნია უსაფუძვლოდ და ძალაში დატოვა გასაჩივრებული 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.


3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები


3.1. აპელანტი მიუთითებს, რომ სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ თითქოსდა მოპასუხე შპს ’დ.-ს~ წარმომადგენელს ეცნობა სხდომის დღე სსსკ-ის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სინამდვილეში აპელანტის განმარტებით მოსამართლის თანაშემწეს არ უცნობებია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობის შესახებ, ამასთან იგი ესაუბრა სულ სხვა პირს და არა შპს ’დ.-ს~ წარმომადგენელს.

სასამართლომ ასევე არასწორად მიჩნია დადგენილად, რომ თითქოსდა მოპასუხე შპს ’დ.-ს~ წარმომადგენელს არ წარმოუდგენია რაიმე ცნობა გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ. სინამდვილეში აპელნატის მითითებით ელ.ფოსტით შეტყობინება სხდომის წინა დღეს, ხოლო სხდომის დღეს კი, სხდომის დაწყებამდე მობილურ ტელეფონზე დაუკავშირდნენ მოსამართლის თანაშემწეს და მიაწოდეს ინფორმაცია ავადმყოფობის გამო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობის შესახებ.

3.2. აპელანტის განმარტებით სასამართლომ არ გამოიყენა კანონები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ სსსკ-ის 233-ე მუხლის პირველი ნაწილის ’ა~ და ’ბ~ პუნქტები მე-2 ნაწილი, ასევე სსკ-ის 241-ე მუხლი.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება

სააპელაციო პალატამ სსსკ-ის 477-ე მუხლის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ თელავის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინება და მიიჩნევს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული იქნა სწორი სამართლებრივი შეფასებები დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის და მისი ძლაში დატოვების საფუძვლიანობის შესახებ. შესაბამისად პალატა მიიიჩნევს, რომ თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2011 წლის 11 იანვრის განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად.

4.1. ფაქტობრივი დასაბუთება

4.1.1. საქმეში არსებული ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ 2010 წლის 13 დეკემბრის აქტი (ტ. I ს.ფ.44), ასევე თავად აპელანტის ახსნა-განმარტება პალატის მოსაზრებით შეიცავს საკმარის მონაცემებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოების გასაზიარებლად, იმის თაობაზე, რომ შპს ’დ.-ს~ დირექტორი, ტ. დ. 2010 წლის 16 დეკემბრის სხდომის შესახებ დაუწყებული იყო სსსკ-ის 70-78-ეე მუხლებით დადგენილი წესით.


4.2. სამართლებრივი დასაბუთება

4.2.1 სააპელაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქ. საპროცესო კოდექსის სსსკ-ის 229-241 ნორმების მიზნებიდან გამომდინარე, კანონით გათვალისწინებული პირობების არსებობისას სასამართლოს უფლება აქვს მოპასუხე მხარის მიმართ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო მის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის პროცესუალური საფუძველი წარმოიშობა გარკვეული წინაპირობების ერთდროულად არსებობის შემთხვევაში.

მოცემულ შემთხვევაში, საქმე შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე მოპასუხე მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, რისთვისაც პირველ რიგში უნდა შეფასდეს, თუ რამდენად არსებობდა მოწინააღმდგე მხარის მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისა და სარჩელის დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი, რაც გულისხმობს შემდეგი წინაპირობების დაცულობას: 1) მოწინააღმდგე მხარე მოწვეული უნდა იყოს სასამართლოს სხდომაზე სსსკ-ის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით; 2) არ უნდა არსებობდეს სსსკ-ის სსსკ-ის 233-ე მუხლით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებები. გარდა აღნიშნულისა დაცული უნდა იყოს 230-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული წინაპირობაც, რაც გულისხმობს სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობის შესახებ მოთხოვნის დაცულობას.

4.2.2. სსსკ-ის 70-ე მუხლის I ნაწილის თანახმად მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე მუხლის III ნაწილის თანახმად მხარეები, მათი წარმომადგენლები, აგრეთვე მოწმეები, ექსპერტები, სპეციალისტები და თარჯიმნები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, .......

სამოქალაქო საპროცესო კოდექსიის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად ფოსტით ან კურიერის მეშვეობით მოქლაქისათვის გაგზავნილი სასმართლო უწყება მას უნდა ჩაჰბარდეს პირადად, ხოლო მოქალაქის, სამოუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს.
მოხმობილ ნორმათა მიზნიდან გამომდინარე პალატა განმარტავს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. ორგანიზაციისათვის უწყების ჩაბარება უნდა განხორციელდეს კანცელარიის ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს. ამასთან უწყების ჩაბარება შეიძლება განხორციელდეს ტექნიკური საშუალების გამოყენებით მათ შორის სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით. ამ შემთხვევაში უწყების ჩაბარებისას მთავარია, რომ ადრესატი სრულად იქნეს ინფორმირებული სხდომის ჩატარების დროსთან, ადგილთან და სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლო სხდომის ადგილის დროის და სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგების შესახებ შპს ’დ.-ს~ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის - დირექტორის ინფორმირებულობა, დადასტურებულია 2010 წლის 13 დეკემბრის ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტის მონაცემებით (იხ. ტ. I ს.ფ. 44), მნიშვნელოვანია, რომ თავად აპელანტიც თავის ახსნა-განმარტებებში ადასტურებს 2010 წლის 16 დეკემბერს გასამართი სასამართლო სხდომის შესახებ მის ინფორმირებულობას. აპელანტის ის პრეტენზია კი, რომ მისთვის ბოლომდე გარკვევით ცნობილი არ იყო სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები, პალატის მოსაზრებით არ არის საკმარისად სარწმუნო, ვინიდან თავად აპელანტი ადასტურებს, რომ სხდომის წინა დღეს, ასევე სხდომის დღეს, სხდომის დაწყებამდე ე.ი. 2010 წლის 16 დეკემბერს მან სასამართლოს მიაწოდა შეტყობინება სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობის თაობაზე. პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ სწორედ სხდომაზე გამოუცხადებლობით მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგების თავიდან აცილების მოტივით, მიუთითა აღნიშნული ქმედების განხორციელებაზე. პალატა აქვე შენიშნავს, რომ აპელანტის ინფორმირებულობა სხდომაზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით ასევე დასტურდება 2010 წლის 13 დეკემბრის ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტის მონაცემებით.

საბოლოოდ საქმეში არსებული მასალით და მითითებული მსჯელობის გათვალისწინებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს, იმ გარემოებას, რომ სასამართლოს მიერ შპს ’დ.~ ინფორმირებული იყო 2010 წლის 16 დეკემბრის სხდომის გამართვის და მასზე გამოუცხადებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებით.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის საპროცესო ნორმებით გათვალისწინებული ერთ-ერთი აუცილებელი პირობა – უწყების ჩაბარებასთან დაკავშირებით, განსახილველ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაცულია.

4.2.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის III ნაწილის თანახმად ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.

შპს ’დ.-ს~ დირექტორის – ტ. დ.-ს 2010 წლის 16 დეკემბრის სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის და დამაბრკოლებელი გარემოების არსებობის თაობაზე აპელანტის მიერ გამოთქმული პრეტენზია, პალატის მიერ ვერ იქნება გაზიარებული. კერძოდ უდავოდ დადგენილია, რომ 2010 წლის 16 დეკემბრის სხდომა დანიშნული იყო 12 საათზე, რასთან დაკავშირებითაც ინფორმირებული იყო შპს ’დ.-ს~ დირექტორი ტ. დ., მისი მტკიცებით სწორედ 12 საათამდე ანუ სხდომის დაწყებამდე დაუკავშირდა მოსამართლის თანაშემწეს სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის არსებობის თაობაზე. აპელანტის მიერ სასამართლოში წარდგენილი პაციენტის სამედიცინო ბარათის (#343) (იხ. ტ I ს.ფ. 57) მიხედვით, კი დადასტურებულია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა 2010 წლის 16 დეკემბერს 17 საათსა და 38 წუთზე, ანუ 2010 წლის 16 დეკემბრის 12 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შემდეგ. ამასთანავე მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული პაციენტის ბარათი არ შეიცავს (იხილე პაციენტის სუნთქვის, პულსის, სისტოლური და დიასტოლური წნევის მონაცემები ს.ფ. 57), რაიმე ისეთ მონაცემებს, რომლებიც მიანიშნებდა ტ. დ.-ს იმგვარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, რაც მოითხოვდა პაციენტის წოლით რეჟიმს. აღნიშნული ბარათით არც პაციენტის იმგვარი მდგომარეობა დასტურდება, რაც გამორიცხავდა დღის განმავლობაში მის დამოუკიდებლად გადაადგილების შეუძლებლობას.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ რაიმე საპროცესო მოქმედების განუხორციელებლობის საპატიო მიზეზი მხარის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება შეიძლება იმ შემთხვევაში იქნეს მიჩნეული საპატიო მიზეზად, თუკი უშუალოდ ამგვარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, სწორედ ამ ფიზიკური შეზღუდულობის პირობებში ხდება გარკვეული საპროცესო მოქმედების განხორიცელება შეუძლებელი და პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მიზეზ-შედეგობრივ დამოკიდებულებაშია საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობასთან. მოცემულ შემთხვევაში პალატა აღნიშნავს, რომ არ დადასტურდა სასამართლო სხდომის დროისათვის ტ. დ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის იმგვარი გაუარესება, რაც გამორიცხავდა მის გამოცხადებას სასამართლო სხდომაზე. ამასთანავე საგულისხმოა, რომ ტ. დ.-ს, როგორც შპს ’დ.-ს~ დირექტორს ჰქონდა იმის სამართლებრივი შესაძლებლობა, რომ ამავე შპს-ს თანამშრომლის (დირექტორისგან უფლებამოსილი შპს-ს თანამშრომელი) მეშვეობით უზრუნველეყო სასამართლო სხდომაზე საწარმოს ინტერესების წარდგენა, რაც მოცემულ შემთხვევაში ტ. დ.-ს არ განუხორციელებია.

ამდენად პალატა მიიჩნევს, რომ რაიმე დამაბრკოლებელი გარემოების არსებობა, რაც გამორიცხავდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, კონკრეტულ შემთხვევაში არ დადასტურდა.

რაც შეეხება სასარჩელო მოთხოვნის იურიდიულ მართებულობის შესახებ სსსკ-ის 230-ე მუხლის II ნაწილით გათვალისწინებული მოთხოვნის დაცულობას, პალატა მიიჩნევს, რომ სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული ნორმების შინაარსის და სარჩელში მითითებული და სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პირველი ინსტანციის სასამართლო უფლებამოსილი იყო გამოეტანა დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე.

საბოლოოდ პალატა ასკვნის, რომ აპელანტის მიერ შემოთავაზებული მტკიცება და მტკიცებულებები არ ქმნის თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს 2011 წლის 11 იანვრის განჩინების გაუქმების საფუძველს.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთების გათვალისწინებით პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილების და მისი ძალაში დატოვების 2011 წლის იანვრის განჩინების გაუქმების სამართლებრივ საფუძვლებს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

6. საპროცესო ხარჯები

რამდენადაც სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა სამოქ. საპრ. კოდ-ის 53-ე მუხლის I ნაწილით გათვალისწინებული ნორმის დანაწესიდან გამომდინარე საბოლოოდ სახ. ბაჟის გადახდა უნდა დაეკისროს აპელანტს. განსახილველ შემთხვევაში აპელანტის მიერ სამოქ. საპრ. კოდ-ის 52-ე მუხლის დანაწესის შესაბამისად სახ. ბაჟი – 340 ლარის და 90 თეთრის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი, შესაბამისად აღნიშნული თანხა უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ

დ ა ა დ გ ი ნ ა:


1. შპს ’დ.-ს~ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თელავის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი ძალაში დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს მიერ მიღებული 2011 წლის 11 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. წინამდებარე განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში, განჩინების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული განჩინების ასლის ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მეშვეობით (ქ.თბილისის, გრ.რობაქიძის გამზ. #7ა).
4. განჩინების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების (განჩინების) გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.