ნახვები: 311
საქმის ნომერი: 330310014427902 (3ბ/1687-15)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310014427902 (3ბ/1687-15) (2016-02-18), www.temida.ge
საქმის № 330310014427902 (3ბ/1687-15)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       18 თებერვალი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ოთარი ბუკია


აპელანტი (მოსარჩელე) - გ. ნ.
წარმომადგენელი - ვ. მ.

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ნ. ტ.

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური
წარმომადგენელი - გ. კ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება

1.1 აპელანტ გ. ნ.-ს მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება
1.2 აპელანტების ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით გ. ნ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ქ. თბილისში, კახეთი გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში; გ. ნ.-ს სარჩელი ქ. თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №Xა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილების და ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა; მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს მოსარჩელე გ. ნ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 13 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თ., გზატკეცილი კახეთი, კორპუსი №XXა-ში მდებარე, სართული 1, ბინა №XX, ფართით: 131.70 კვ.მ, მიწის(უძრავი 3 ქონების) საკადასტრო კოდი: №XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ნ.-ს სახელზე.

2.2. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ნ.-ს მიმართ 2013 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000394, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გ. ნ.-მა კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.

2.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000394 გ. ნ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ნ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

2.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც გ. ნ. დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში საცხოვრებელ კორპუსზე უნებართვოდ მიშენებისათვის და მასვე დაევალა კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

2.5. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება, 2013 წლის 28 ნოემბერს №12/13332340 -17 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული გ. ნ.-ს მიერ. ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულებით გ. ნ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება.

2.6. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის №1944832 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ დაკმაყოფილდა გ. ნ.-ს მინდობილი პირის ლ. ა.-ს განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მიმატებული ფართი.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.7. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევსი საქმეზე’’ და ქ.თბილისის მერის 2013 წლის 32 დეკემბრის №2940 განკარგულება ,,გ. ნ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე” საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

2.8. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე გ. ნ.-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. ნ. დაჯარიმდა 8 000(რვა ათასი) ლარით ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის და მასვე დაევალა ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

2.9. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, – დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ნ.-ს მიმართ 2013 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000394, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გ. ნ.-მ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა. ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000394 გ. ნ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ნ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

2.10. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №000394 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც გ. ნ. დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ.თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კოპრუსზე მიშენებისათვის და მასვე დაევალა ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

2.11. სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად.
ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და ადმინისტრაციული წარმოების დროს არც მოსარჩელე გ. ნ.-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე აწარმოა მიშენება, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია გ. ნ.-ს არ გააჩნდა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მიშენების შედეგად ფართი არ გაზრდილა, არ შეცვლილა გაბარიტები, მხოლოდ მოხდა სახურავის მოწყობა და ფანჯრის ღიობის შევსება ფანჯრით, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე დადგენილება გამოცემული უნდა ყოფილიყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით,- აღნიშნული სასამართლომ არ გაიზიარა, რამეთუ გ. ნ.-ს მიერ კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე და ასევე შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლით განხორციელებული მშენებლობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ასევე, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული მითითებით და შემოწმების აქტით, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. თ., კახეთის გზატკეცილი კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში მან აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე.

საქმის მასალების შესწავლის შედეგად სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ნ.-ს მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლით წარმოებულ მშენებლობას, რასაც ესაჭიროებოდა მშენელობის ნებართვა.

2.12. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმების თაობაზე სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება) გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ. ნ.-ს დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000(რვა ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმების ნაწილში, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება გასაჩივრებულ - ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილებას ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში,- აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, კერძოდ: დადგენილია, რომ 2015 წლის 09 მაისს გ. ნ.-ს მინდობილმა პირმა ლ. ა.- მ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მომატებული ფართის ლეგალიზების თაობაზე მოთხოვნით, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის №1944832 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ნ.-ს მინდობილი პირის ლ. ა.-მ განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მომატებული ფართი.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მხედველობაში მიღებით, აღნიშნული გარემოება სასამართლოს მოსაზრებით დღეის მდგომარეობით გამორიცხავს უკვე ლეგალიზებული, უნებართვოდ მომატებული ფართის დემონტაჟის სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან, რის გამოც გასაჩივრებული - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

2.13. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ნ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებულ განკარგულებას - ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან, ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

საქალაქო სასამართლომ საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი თუ ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მოსარჩელე - გ. ნ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 100 (ასი) ლარის გადახდა მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

3. გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, ,,პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქ. თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე - 8000 ლარით. სასამართლო პროცესზე აღნიშნეს, რომ გ. ნ.-ს მიშენებაზე გაბარიტები არ გაზრდილა და არც კომუნიკაციების პროექტირება შეცვლილა, გ. ნ.-ს კორპუსს იმ თავითვე ჰქონდა აივანი, რომლის ამოშენება მოხდა 2007 წლის 1 იანვრამდე, რაც დასტურდება ტექ-ბიუროდან ამოღებული საარქივო სართულებრივი გეგმით. ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე მოხდა მიშენებული ფართის ლეგალიზაცია. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ნებართვა გასცა რეგისტრაციის შესახებ და საქმეში დევს ექსპერტიზის დასკვნაც, რომელიც ადასტურებს, თუ რომელ წელს მოხდა სადაო ფართის მიშენება და რომ საცხოვრებლად ვარგისიანია. გ. ნ.-მ სადავო მიშენებაზე განახორციელა ფანჯრის ღიობების ამოშენება და სახურავის მოწყობა (შეცვლა), რომელიც ფართის გაბარიტს ვერანაირად ვერ შეცვლიდა და ოქმი უნდა დაწერილიყო ,,პროდუქტების უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 ნაწილით, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება, შენობა-ნაგებობების გაბარიტების შეუცვლელად, ან საინჟინრო-კომუნალური ქსელების უნებართვო რეკონსტრუქცია გამოიწვევს დაჯარიმებას 4000(ოთხიათას) ლარის ოდენობით. გაბარიტების ცვლილება განიხილება ისეთი საამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობების საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები, ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკავება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ან/და მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე, რაც პირველი ინსტაციის სასამართლომ არ გაიზიარა და მიიღო არასწორი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება და ქ. თბიისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

3.2. აპელანტის განმარტებით, ირველი ინსტაციის სასამართლომ არ იხელმძღვანელა საქართველოს კანონის ,,პროდუქტების უსაფრთხობისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 ნაწილით. სასამართლოში წარდგენილი საქმის მასალებიდან ჩანს, რომ სადავო მიშენებაზე ფართის გაზრდას ადგილი არ ჰქონია და რაიმე კომუნიკაციების პროექტის ცვლილება არ მომხდარა. ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მოახდინა სადავო მიშენების ლეგალიზაცია ამხანაგობის კრების ოქმის საფუძველზე, რომელის 2017 წლის 1 იანვრამდე ითვალისწინებს მიშენების ლეგალიზაციას, ამ შემთხვევაში მოხდა ღია აივნის ამოშენება და ლეგალიზაცია, რომელიც საცხოვრებელი ბინის შემადგენელი ნაწილი არის, რაც კარგად ჩანს საჯარო რეესტრის არქივიდან აღებულ სართულებრივ გეგმაზე. ამ შემთხვევაში საცხოვრებელი ფართის გაზრდას ადგილი არ ჰქონია, მოხდა საცხოვრებელი ფართის დაზუსტება. (2004 წლამდე დაარქივებულ მასალებში საცხოვრებელი ფართის აღრიცხვა ხდებოდა, ხოლო ღია აივანი კორიდორი და სველი წერტილები ფართში არ აღირიცხებოდა).

3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივრის საფუძვლები

3.3. აპელანტის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რა დროსაც სასამართლო ხელმძღვანელობს სსსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის საფუძვლებია და სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული ან გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

3.4. აპელანტის განმარტებით, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ნ.-ს მიმართ 2013 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000394, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გ. ნ.-მ კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000394 გ. ნ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ნ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №000394 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც გ. ნ. დაჯარიმდა 8 000(რვა ათასი) ლარით კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის და მასვე დაევალა კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების თანახმად, უცვლელი დარჩა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება, რადგანაც სახეზე იყო უნებართვო მშენებლობა, რომელიც პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად ექვემდებარებოდა დაჯარიმებას და დემონტაჟს.

3.5. აპელანტის განმარტებით, სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ მიმართა სსიპ თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს და მოითხოვა უკანონოდ მიშენებული ფართის ლეგალიზაცია. სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის №1944832 ბრძანებით ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მომატებული ფართი. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით გასაჩივრებული საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებითნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა, კერძოდ, ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ქ. თბილისში, კახეთი გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში; გ. ნ.-ს სარჩელი ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №25-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილების და ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობის თაობაზე მოთხოვნის ნაწილში, არ დაკმაყოფილდა.

3.6. აპელანტის განმარტებით, დადგენილების გამოცემის შემდეგ განხორციელებული ლეგალიზება არ შეიძლება გამხდარიყო ზედამხედველობის სამსახურის დადგენილების ბათილად ცნობის საფუძველი დემონტაჟის ნაწილში, რადგან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერება მოწმდება მისი გამოცემის დროს მოქმედი კანონმდებლობისა და არსებული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით. მოცემულ შემთხვევაში სახეზე იყო უკანონო მიშენება. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებული აქტის ბათილობის საფუძვლების არარსებობისა, სასამართლომ მაინც ბათილად ცნო სადავო აქტი. შესაბამისად, სასამართლომ არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებს და არსწორად განმარტა კანონი. ადმინისტრაციულ ორგანოს სრულიად უსაფუძვლოდ და არალოგიკურად მიაჩნია სასამართლოს მხრიდან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა იმ შემთხვევაში, როდესაც სასამართლო თავად აღნიშნავს, რომ აქტი გამოცემულია სრულიად კანონიერად.

3.7. აპელანტი არ ეთანხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს მსჯელობას ბაჟის გადახდის საკითხთან მიმართებაში, ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული. ამდენად, გაუგებარია თუ რამ განაპირობა ის გარემოება, რომ მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაევალათ სრულად. ამასთან, უსაფუძვლოდ მიაჩნიათ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენება, ვინაიდან გაუგებარია, საქმის რომელი გარემოებები არ გამოიკვლია ადმინისტრაციულმა ორგანომ მაშინ, როდესაც ფაქრობრივი გარემოებები, რომლის გათვალისწინებითაც სასამართლომ აქტები ნაწილობრივ ბათილად ცნო, სადავო აქტების გამოცემისას საერთოდ არ არსებობდა.

3. სსიპ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები

3.8. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო, ვინაიდან სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი და არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს.

3.9. აპელანტის განმარტებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დღეის მდგომარეობით სადავო ობიექტი არის ლეგალიზებული და დადგენილება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლს და სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლს, მაშინ როდესაც აღნიშნულ მუხლებს არავითარი ცვლილება არ განუცდიათ და მათი დისპოზიცია არის უცვლელი, შეიცვალა მხოლოდ ფაქტობრივ გარემოება - ლეგალიზებულად გამოცხადდა ერთი წლისა და რამდენიმე თვის შემდეგ და სასამართლოს ლოგიკით მანამდე წინააღმდეგობა კანონთან არ იკვეთება. აღნიშნული არგუმენტაცია არის სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და სამართლერბივ საფუძველს მოკლებული. აპელანტს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების და არა ბათილად გამოცხადების საფუძვლები.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, შემდეგ გარემოებათა გამო:


ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმეში წარმოდგენილი 2015 წლის 13 იანვრის ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დგინდება, რომ ქ. თბილისში, გზატკეცილი კახეთი, კორპუსი №XXა-ში მდებარე, სართული 1, ბინა №XX, ფართით: 131.70 კვ.მ, მიწის(უძრავი 3 ქონების) საკადასტრო კოდი: №XX.XX.XX.XXX.XXX.XX.XXX, საკუთრების უფლებით აღრიცხულია გ. ნ.-ს სახელზე.

4.3. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ნ.-ს მიმართ 2013 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000394, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გ. ნ.-მ კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15(თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა.

4.4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000394 გ. ნ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ნ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №000394 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც გ. ნ. დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში საცხოვრებელ კორპუსზე უნებართვოდ მიშენებისათვის და მასვე დაევალა კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

4.6. ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება, 2013 წლის 28 ნოემბერს №12/13332340 -17 ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული გ. ნ.-ს მიერ. ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულებით გ. ნ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება.

4.7. საქმეში წარმოდგენილია ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის №1944832 ბრძანება, რომლითაც დასტურდება, რომ დაკმაყოფილდა გ. ნ.-ს მინდობილი პირის ლ. ა.-ს განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მიმატებული ფართი.

სამართლებრივი დასაბუთება

4.8. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ (გარდა სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში) საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

4.9. გ. ნ.-ს ერთ-ერთ სასარცელო მოთხოვნას წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გ. ნ. დაჯარიმდა 8 000(რვა ათასი) ლარით ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის და მასვე დაევალა ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

4.10. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. იმავე კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. ამდენად, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

4.11. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გ. ნ.-ს მიმართ 2013 წლის 07 ოქტომბერს შედგენილი იქნა მითითება №000394, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ გ. ნ.-მ ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა დემონტაჟის განხორციელება ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარმოდგენა, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადა. ასევე დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №000394 გ. ნ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ გ. ნ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

4.12. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 8 000 ლარით. მითითებული მუხლის შესაბამისად, სამართალდარღვევადაა მიჩნეული როგორც უნებართვო მშენებლობა, ასევე უნებართვო რეკონსტრუქციის წარმოება, თუ მან გამოიწვია შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილება. იმავე მუხლის შენიშვნის მე-2 პუნქტის თანახმად, გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მითითებული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეუცვლელადაც წარმოადგენს სამშენებლო სამართალდარღვევას. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2013 წლის 12 ნოემბერს მიღებული იქნა დადგენილება №000394 ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც გ. ნ. დაჯარიმდა 8 000 (რვა ათასი) ლარით ქ.თ., კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კოპრუსზე მიშენებისათვის და მასვე დაევალა ქ.თბილისი, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟი.

4.13. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება. იმავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

4.14. ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების მე-3 მუხლის 43-ე პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა არის განსაკუთრებული იერარქიის ნებართვა, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად: I სტადია – ქალაქთმშენებლობითი პირობების დადგენა (მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცება); II სტადია – არქიტექტურულ- სამშენებლო პროექტის შეთანხმება (არქიტექტურული პროექტის, კონსტრუქციული ან/და ტექნოლოგიური სქემის შეთანხმება); III სტადია – მშენებლობის ნებართვის გაცემა. იმავე მუხლის 50-ე პუნქტის მიხედვით, რეკონსტრუქცია არის არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე მუხლის 74-ე პუნქტის მიხედვით, უნებართვო მშენებლობა არის მშენებლობის ნებართვას დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობების მშენებლობა მშენებლობის ნებართვის გარეშე, ან/და დროებითი შენობა-ნაგებობის განთავსება სანებართვო მოწმობით განსაზღვრული გამოყენების პერიოდის გასვლის შემდეგ. მითითებული მუხლის მე-80 პუნქტის თანახმად, შენობა-ნაგებობების შეკეთება (რემონტი, აღჭურვა/მოპირკეთება) არის შენობა-ნაგებობების დეფექტების აღმოფხვრა, გაუმჯობესება ან განახლება მზიდი კონსტრუქციებისა და ექსტერიერის შეუცვლელად, ასევე საცხოვრებელ შენობა-ნაგებობებში დამონტაჟებული ელექტრომექანიკური მოწყობილობის (ლიფტის) შემადგენელი ამორტიზებული ან მწყობრიდან გამოსული საამწყობო (მზიდი, მექანიკური, ელექტრული) ნაწილების შეცვლა ან/და შეკეთება, რაც უზრუნველყოფს მოწყობილობის სამუშაო რესურსის გაგრძელებას ტექნიკური მახასიათებლების შეუცვლელად. ამდენად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, მშენებლობის განხორციელება (კერძოდ, ახალი მშენებლობა, არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი) დაუშვებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე, რომელიც, როგორც წესი, იყოფა სამ ურთიერთდამოკიდებულ, მაგრამ ადმინისტრაციული წარმოების თვალსაზრისით დამოუკიდებელ სტადიად. ზემოაღნიშნული დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, შენობა-ნაგებობების ახალი მშენებლობა ისეთი მშენებლობაა, რომელიც ხორციელდება მიწის ნაკვეთის იმ ნაწილში, სადაც არ დგას შენობა-ნაგებობა ან ხდება არსებულის მთლიანად ჩანაცვლება. რეკონსტრუქცია შეიძლება იყოს შემდეგი სახის: ა) შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქცია – შენობა-ნაგებობებზე ახალი სართულ(ებ)ის დაშენება, ან არსებული სართულ(ებ)ის დემონტაჟი, აგრეთვე მისი ნებისმიერი სართულის განაშენიანების ფართობის შეცვლა 1 მ2-ზე მეტად; ბ) ექსტერიერის რეკონსტრუქცია – ექსტერიერის (შენობის ფასადის, სახურავის) არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების გაბარიტების შეცვლა 2%-ზე და 0.1 მეტრზე მეტად ან/და არქიტექტურული ნაწილების/ელემენტების, კონსტრუქციების, ტექნიკური საშუალებების დამატება/მოკლება, რაც არსებითად ცვლის შენობის ექსტერიერს; გ) მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია – მზიდი კონსტრუქციის ახლით ან/და სხვა ტიპის კონსტრუქციით შეცვლა, ასევე დაზიანებული/მწყობრიდან გამოსული მზიდი კონსტრუქციის გამაგრება, მზიდი კონსტრუქციის მოშორება, შენობის ინტერიერში მზიდ კონსტრუქციაში ღიობის გამოჭრა; დ) ქსელების რეკონსტრუქცია შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური ქსელების გადაკეთება, შეცვლა, დამატება ან მოკლება. მშენებლობის ნებართვას არ საჭიროებს რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება/აღჭურვა, რომელიც არის ისეთი მშენებლობა, რომლის დროსაც დეფექტები აღმოიფხვრება ისე, რომ არ იცვლება მზიდი კონსტრუქციები, კერძოდ: ა) შენობის ინტერიერში ტიხრების გადაადგილება, ახლის დამატება ან/და მოკლება, ასევე მათში ღიობ(ებ)ის გამოჭრა; ბ) შენობა-ნაგებობების ინდივიდუალური სარგებლობის საინჟინრო- კომუნალური ქსელების შეკეთება; გ)ხორციელდება შენობა-ნაგებობების საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილების შეკეთება/განახლება, რომლებიც გამიზნულია ბინების ან სხვა სამყოფების, სადგომების, სათავსების მომსახურებისათვის (მათ შორის, საერთო სარგებლობის საინჟინრო-კომუნალური სისტემების იმ ნაწილებისა, რომლებიც ბინებში ან სხვა სამყოფებში, სადგომებში, სათავსებში მდებარეობს); დ) ხორციელდება ტექნოლოგიური აღჭურვილობისა და ტექნოლოგიური სისტემების, ასევე ლოკალური საინჟინრო-კომუნალური ქსელებისა და სატრანსპორტო მექანიკური მოწყობილობების შეკეთება/განახლება; ე) შენობა-ნაგებობის ყველა სახის სარემონტო და მოპირკეთებითი, მათ შორის, ფასადისა და სახურავის, სამუშაოთა შესრულება, გაბარიტებისა და იერსახის არსებითად შეცვლის გარეშე (გარდა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლებისა); ვ) ხაზობრივი ნაგებობების რემონტი-შეკეთება მათი სიმძლავრისა და მახასიათებლების შეუცვლელად, ტექნიკური ნორმების დაცვით.

4.15. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია და ადმინისტრაციული წარმოების დროს არც მოსარჩელე გ. ნ.-ს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე აწარმოა მიშენება, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია გ. ნ.-ს არ გააჩნდა. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მიშენების შედეგად ფართი არ გაზრდილა, არ შეცვლილა გაბარიტები, მხოლოდ მოხდა სახურავის მოწყობა და ფანჯრის ღიობის შევსება ფანჯრით, რის გამოც სამშენებლო სამართალდარღვევის თაობაზე დადგენილება გამოცემული უნდა ყოფილიყო ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.2 მუხლის საფუძველზე, რომელიც ითვალისწინებს ჯარიმას 4000(ოთხი ათასი) ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლოც არ იზიარებს მოსარჩელის ამგვარ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ს მიერ კანონით დადგენილი ნებართვის გარეშე და ასევე შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლით განხორციელებული მშენებლობის ფაქტი დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი ფოტოსურათებით, ასევე, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოცემული მითითებით და შემოწმების აქტით, საიდანაც ირკვევა, რომ ქ. თბილისში, კახეთის გზატკეცილი კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში მან აწარმოა მიშენება საცხოვრებელ კორპუსზე სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გ. ნ.-ს მიერ განხორციელებული უნებართვო მშენებლობა წარმოადგენს შენობა-ნაგებობის გაბარიტების შეცვლით წარმოებულ მშენებლობას, რასაც ესაჭიროებოდა მშენელობის ნებართვა.

4.16. ამდენად, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო გ. ნ.-ს დაჯარიმების თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000(რვა ათასი) ლარის ოდენობით დაჯარიმების ნაწილში, კანონიერია და მოთხოვნის ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. რაც შეეხება გასაჩივრებულ - ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2012 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილებას ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლოს მიერ აღნიშნულ ნაწილში გასაჩივრებული დადგენილება სწორად იქნა ბათილად ცნობილი. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 09 მაისს გ. ნ.-ს მინდობილმა პირმა ლ. ა.-მ განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურს ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მომატებული ფართის ლეგალიზების თაობაზე მოთხოვნით, ხოლო ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის სსიპ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 10 ივნისის №1944832 ბრძანებით დაკმაყოფილდა გ. ნ.-ს მინდობილი პირის ლ. ა.-ს განცხადება და ლეგალიზებულად ჩაითვალა ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ზე უნებართვოდ მომატებული ფართი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, სადავო მიშენების ლეგალიზაციის ფაქტი დღევანდელი მდგომარეობით გამორიცხავს უკვე ლეგალიზებული, უნებართვოდ მომატებული ფართის დემონტაჟის სამართლებრივ შესაძლებლობას, რაც ასევე წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან, რის გამოც გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში სწორად იქნა ცნობილი ბათილად საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

4.17. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენდა ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობა, რომლითაც გ. ნ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოთხოვნის ამ ნაწილშიც სარჩელი სწორად დააკმაყოფილა ნაწილობრივ საქალაქო სასამართლომ. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. საქმის მასალების შესწავლის შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენებისათვის 8000 (რვა ათასი) ლარით დაჯარიმების ნაწილში ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს აღნიშნულ ნაწილში ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ხოლო რაც შეეხება გასაჩივრებულ განკარგულებას - ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში, საქალაქო სასამართლომ სწორად მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში იმდენად, რამდენადაც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 12 ნოემბრის №000394 დადგენილება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი და მიჩნეული იქნა, რომ აღნიშნული წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით დეკლარირებულ, საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის გარანტიასა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით განმტკიცებული საკუთრების უფლებასთან, ქ.თბილისის მერიის 2013 წლის 31 დეკემბრის №2940 განკარგულება ქ.თბილისში, კახეთის გზატკეცილი, კორპუსი №XXა, ბინა №XX-ში უნებართვოდ საცხოვრებელ კორპუსზე მიშენების დემონტაჟის ნაწილში ასევე ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

4.18. სააპელაციო პალატა არ ეთანხმება საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხეებისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის სრულად დაკისრების თაობაზე. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდათ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევარი 50 ლარის ოდენობით და არა სრულად.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მხოლოდ მე-4 პუნქტი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად (სოლიდარულად) უნდა დაეკისროთ მოსარჩელე - გ. ნ.-ს სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად;

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის გ. ნ.-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ. ნ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილების მხოლოდ მე-4 პუნქტი სახელმწიფო ბაჟის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. მოპასუხეებს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად (სოლიდარულად) დაეკისროთ მოსარჩელე გ. ნ.-ს სასარგებლოდ მის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნახევრის - 50 (ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
5. დანარჩენ ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. აპელანტები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან, ხოლო აპელანტ გ. ნ.-ს მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს გადახდილად;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.