ნახვები: 459
საქმის ნომერი: 330310015975907 (3ბ/388-16)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №330310015975907 (3ბ/388-16) (2016-04-08), www.temida.ge
საქმის № 330310015975907 (3ბ/388-16)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       08 აპრილი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მიწის ნაკვეთი (Nxxx/xxx) იჯარით გადაეცა შპს ,,კ. ფ.-ს“ აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურის, სავაჭრო ცენტრის მოწყობის მიზნით.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2011 წლის 22 ნოემბერს Nxx/xxxxxx-xx განცხადებით მიმართა შპს ,,კ.ფ.-იმ“ და მოითხოვა ზემოხსენებულ მიწის ნაკვეთზე IV კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისათვის არქიტექტურული პროექტის შეთანხმება.
სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანებით შეთანხმდა შპს ,,ს.რ.-ის“ კუთვნილ მიწის ნაკვეთზე (ნაკვეთი Nxxx/xxx) (მოიჯარე შპს ,,კ. ფ.“) აღმოსავლეთის რკინიგზის სადგური, სავაჭრო ცენტრის არქიტექტურული პროექტი. ამავე ბრძანებით დადგინდა მშენებლობის ნებართვისა და სანებართვო მოწმობის გაცემა. ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2011 წლის 16 დეკემბერს გასცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა Nx/xxxx-x.
ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 15 მარტს Nxx/xxxxx-xx განცხადებით მიმართა შპს ,,კ. ფ.-იმ“ და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანების მე-xპუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის ნაწილის შესრულების დადასტურება და დანარჩენი ქვეპუნქტებით მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენისათვის დამატებით 3 (სამი) თვით ვადის განსაზღვრა, ხოლო 2012 წლის 21 მარტს Nxx/xxxxx-xx განცხადებით დამატებით დააყენა მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ, ვინაიდან მათი მხრიდან ვერცერთი ქვეპუნქტით დავალებული მოთხოვნის სრულყოფილად შესრულება ვერ ხერხდებოდა, მოითხოვა დამატებითი სამთვიანი ვადის განსაზღვრა ყველა ქვეპუნქტის შესასრულებლად. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 22 მარტის Nxxx ბრძანებით დაკმაყოფილდა შპს ,,კ. ფ.-ის“ განცხადება და დოკუმენტის წარდგენისათვის მიცემული სამთვიანი ვადა შეიცვალა 6 (ექვსი) თვით. იმავე ბრძანებით დადგინდა წინამდებარე ბრძანების სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანებასთან ერთად განხილვა. აღნიშნული ბრძანება დანარჩენ ნაწილში უცვლელი დარჩა.

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 14 ივნისს განცხადებით მიმართა შპს ,,კ. ფ.-იმ“ და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანებით განსაზღვრული პირობების ნაწილის შესრულების დადასტურება და ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობის შესასრულებლად დამატებით 6 თვიანი ვადის განსაზღვრა. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2012 წლის 06 ივლისის Nxxxxxx ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანებაში, კერძოდ: შესრულებულად ჩაითვალა აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მე-4 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობა და ნაწილობრივ შესრულებულად ჩაითვალა ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა - განახლებული ამონაწერისა და საკადასტრო გეგმის წარდგენის ნაწილში. შპს ,,კ. ფ.-ს“ განესაზღვრა დამატებით 6 (ექვსი) თვიანი ვადა განახლებული იჯარის ხელშეკრულების წარსადგენად შესაბამისი ცვლილების ასახვით მშენებლობის განხორციელების ვადის განსაზღვრის ნაწილში, რომელიც შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო Nx/xxxx-x მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადასთან და 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობების შესასრულებლად. იმავე ბრძანებით დადგინდა აღნიშნული ბრძანების სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანებასთან ერთად განხილვა.

ქ. თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურს 2012 წლის 28 დეკემბერს განცხადებით მიმართა შპს ,,კ. ფ.-იმ“ და მოითხოვა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ვადის დამატებით 6 თვით გაგრძელება სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 23 იანვრის ბრძანებით ცვლილება შევიდა სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანებაში, კერძოდ: დამკვეთს განესაზღვრა დამატებით 6 (ექვსი) თვიანი ვადა ხსენებული ბრძანების მე-4 პუნქტში არსებული პირობების შესასრულებლად. ამავე ბრძანებით ასევე დადგინდა აღნიშნული ბრძანების სამსახურის Nxx/xxxx ბრძანებასთან ერთად განხილვა.

სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 16.12.11წ. Nxx/xxxx ბრძანება ამავე ბრძანების მე-4 პუნქტის შესაბამისად, ძალადაკარგულად ჩაითვალა 2013 წლის 23 ივლისს, რასაც შედეგად მოჰყვა შპს ,,კ. ფ.-ის“ მხრიდან სავაჭრო ცენტრის მშენებლობის პროცესის შეჩერება.

ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის თანამშრომლის მიერ 2014 წლის 12 აგვისტოს შედგა №xxxxxx მითითება, რომელშიც აღნიშნულია, რომ შპს ,,კ. .-ის“ მიერ განხორციელდა აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურის, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მიტოვება კონსერვაციის დადგენილი წესების დარღვევით და აღნიშნული მითითებით მხარეს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა აღნიშნულის აღმოსაფხვრელად.
2.7. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 12 სექტემბერს შედგა №xxxxxx შემოწმების აქტი, რომლითაც დაფიქსირდა მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობა.
საქმეში წარმოდგენილი ფაქტების კონსტანტაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმით დგინდება, რომ მისამართზე გამოცხადდა ფაქტის დამდგენი პირი დ.ნ. რომელამც ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა ასახა ვიდეო ფირზე. ოქმზე თანდართულ ვიდეო ჩანაწერის თანახმად, ტერიტორია შემოღობილია და იცავს დაცვის სამსახურის თანამშრომელი, ობიექტზე განთავსებულია გამაფრთხილებელი დაფა, ობიექტზე განთავსებულია სასაწყობე ფართები, რომლებიც დალუქულია ინდივიდუალური პლომბებით, ტერიტორიაზე განთავსებულია დახურული სამშენებლო ვაგონები, ტერიტორიაზე სამშენებლო ნაგავისა და ნარჩენების არსებობა არ დგინდება, ლითონის ნაკეთობები შეღებილია, მოაჯირები, არმატურის ღეროები დაცულია ბარიერებით, ფიქსირდება ტერიტორიის ღობის გარეთ, გვერდით მდებარე გადახურული ობიექტი.

სამშენებლო სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში 2014 წლის 10 ოქტომბერს დაინიშნა ზეპირი მოსმენა, სადაც შპს ,,კ.ფ.-ის“ მოწვეული იქნა კანონით დადგენილი წესის დაცვით. სხდომაზე გამოცხადებულმა წარმომადგენელმა ს. ჭ.-მ დაადასტურა მითითებისა და შემოწმების აქტის ჩაბარება. მანვე განაცხადა, რომ ობიექტზე სრულად იყო დაცული კონსერვაციის წესები. ითხოვა წარმოების გადადება სათანადო მტკიცებულებების წარსადგენად. ამავე სხდომაზე დადგინდა ობიექტის ადგილზე გადამოწმება.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მონიტორინგის განყოფილების უფროსის ლ. ჯ.-ს 2014 წლის 12 ნოემბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ობიექტის ადგილზე გადამოწმების შედეგად არ დასტურდება მითითების პირობების სრულად შესრულება.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №xxxxxx დადგენილებით შპს ,,კ. ფ.“ დაჯარიმდა ცენტრის მშენებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიტოვებისათვის. ასევე მას დაევალა სამსახურის 12.08.2014წ. №xxxxxx მითითებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში 2014 წლის 28 ნოემბერს შპს ,,კ. ფ.-იმ“ წარადგინა ადმინისტრაციული საჩივარი და მოითხოვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობა. საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ მთავრობის დადგენილება ზუსტად არ განსაზღვრავს ძალადაკარგული ნებართვის პირობებში მშენებლობის კონსერვაციის წესს. მიუხედავად ამისა, მათ მიერ მიღებული იქნა ზემოაღნიშნული დადგენილების 90-ე მუხლით გათვალისწინებული ზომები, ვინაიდან გრძნობდნენ პასუხისმგებლობას, როგორც საზოგადოების, ასევე მომიჯნავე მიწის ნაკვეთის მესაკუთრეების წინაშე. აღნიშნული კი დასტურდებოდა მათ მიერ საქმეში წარდგენილი დოკუმენტაციით.
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბრძანებით არ დაკმაყოფილდა შპს ,,კ.ფ.-ის“ ადმინისტრაციული საჩივარი.
დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. გასაჩივრებული აქტები წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-4 თავზე, რომელიც არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს. დასახელებული კოდექსის ანალიზის საფუძველზე სასამართლომ განმარტა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს შეუძლია კონკრეტული სამართალურთიერთობა მოაწესრიგოს იმ სამართლებრივი ფორმის გამოყენების გზით, რომელიც მისივე აზრით უფრო ეფექტურია. ადმინისტრაციულ ორგანოს მხრიდან საჭირო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენის ვალდებულების დაწესება კი პირს შესაძლებლობას აძლევს, დაიცვას ან აღიდგინოს თავისი მატერიალური უფლებები. ამასთან, ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება საბოლოოდ განაპირობებს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების როგორც კანონიერებასა და დასაბუთებულობას, ასევე მის მიზანშეწონილობას.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,კ. ფ.-ის“ მიერ განხორციელდა აღმოსავლეთის რკინიგზის სადგურის, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის მიტოვება კონსერვაციის დადგენილი წესების დარღვევით. ობიექტზე არსებული დარღვევების გამოსწორებისათვის მხარეს განესაზღვრა 30 (ოცდაათი) დღიანი ვადა და მითითების მოთხოვნათა შეუსრულებლობის საფუძვლით, 2014 წლის 12 სექტემბერს ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სპეციალისტის მიერ შედგა შემოწმების აქტი №xxxxxx.
საქმის მასალების თანახმად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №xxxxxx დადგენილების საფუძველზე, შპს ,,კ. ფ. “,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის” 50-ე მუხლის ,,ა” პუნქტის თანახმად, დაჯარიმდა 10000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სავაჭრო ცენტრის მშენებლობის დადგენილი წესების დარღვევით მიტოვებისათვის.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომელიც მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს. დადგენილების მე-2 მუხლის მე-60 პუნქტის თანახმად, სამშენებლო სამუშაო წარმოადგენს მოქმედებათა ერთობლიობას, რომელიც ხორციელდება სამშენებლო მოედნის მომზადების, შენობა-ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობის, რეკონსტრუქციის, დემონტაჟის, კონსერვაციის ან/და შეკეთების დროს. ამავე დადგენილების მე-20 მუხლით განსაზღვრულია დამკვეთის უფლება-მოვალეობები. მითითებული მუხლის მე-2 პუნქტის ,,ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, დამკვეთი ვალდებულია სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია ამ დადგენილების 90-ე მუხლის შესაბამისად. დადგენილების XX თავში რეგლამენტირებულია მშენებლობის კონსერვაციის წესი და პირობები.
დადგენილების 90-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მშენებარე ობიექტის კონსერვაციის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებაში და მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოსადმი შეტყობინებაში უნდა განისაზღვროს მშენებარე ობიექტის კონსერვაციისათვის მოთხოვნილი ვადა და შესაბამისი სამშენებლო რეგლამენტების მოთხოვნათა დაცვით განსაზღვრული ობიექტის კონსერვაციის პირობები. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შენობა-ნაგებობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანისას დგება კონსერვაციის აქტი, რომელსაც ხელს აწერს ნებართვის მფლობელი/დამკვეთი და კონკრეტული ობიექტისათვის სახელმწიფო ზედამხედველობის პასუხისმგებელი პირ(ებ)ი. მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელი შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა გამოუცხადებლობის შემთხვევაში კონსერვაციის ოქმი დგება დამკვეთის მიერ, რომელიც ძალაშია მისი არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესაბამის ორგანოში წარდგენისთანავე. სასამართლო მითითებული სამართლებრივი ნორმის დანაწესიდან გამომდინარე განმარტავს, რომ 6 თვეზე მეტი ხნით სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების პირობებში, დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია.
კონსერვაციის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტზე, მშენებლობის წარმოების შეჩერებიდან 1 წლის შემდეგ - 2014 წლის 12 აგვისტოს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ შედგენილი იქნა მითითება. დადგენილია ისიც, რომ დოკუმენტი, რომლითაც განსაზღვრული იქნებოდა სადავო ობიექტზე კონსერვაციის პირობები, მოსარჩელეს არც ადმინისტრაციული ორგანოში და არც სასამართლოში საქმის განხილვისას არ წარუდგენია.
ამდენად, საქალაქო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია სადავო სამშენებლო ობიექტის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის არარსებობის ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე აპელირებას აკეთებს იმ გარემოებაზე, რომ 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანების ძალადაკარგულად ცნობის გამო, ობიექტი სამართლებრივად ვერ მოექცეოდა კონსერვაციის რეჟიმში.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების წესი და საფუძვლები. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ორ ფორმას: ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებული იყო მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში და იგი ხორციელდებოდა კანონშესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მშენებლობის კონსერვაციის ვალდებულება წარმოიშვება, მხოლოდ იმ სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რომელთა წარმოებისათვისაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, შესაბამისად, მშენებლობის წარმოებისათვის ზემოთმითითებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ, მოსარჩელის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოების შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ, წარმოეშვა მშენებარე ობიექტის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის ვალდებულება, რაც მის მიერ უგულებელყოფილი იქნა.
სასამართლომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, მიიჩნია, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე, წარმოებული სამშენებლო სამუშაოები ექცევა კონსერვაციის რეჟიმში .
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ, ვინაიდან შპს ,,კ. ფ.-ის“ მხრიდან სამართალდარღვევის გამოსწორება არ მომხდარა, შესაბამისად, ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კანონშესაბამისად იქნა მიღებული გადაწყვეტილება სამართალდამრღვევი სუბიექტის დაჯარიმების თაობაზე. ამდენად, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №xxxxxx დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.
მოსარჩელის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 7 აპრილი №xxx ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც უარი ეთქვა მხარეს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო.

ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 7 აპრილი №xxx ბრძანება მიღებულია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ და შესაბამისად, არ არსებობს ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მოპასუხის მხრიდან სადავო აქტის მომზადებისა და გამოცემისათვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევა ვერ გახდება მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რამეთუ ამ გარემოების არარსებობა ვერ განაპირობებდა საკითხზე სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღებას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს ,,კ. ფ.-ის“ სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის დადგენილებისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები
აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არამართებულად მიიჩნია დადასტურებულად სადავო სამშენებლო ობიექტის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის არარსებობის ფაქტი.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო თავის გადაწყვეტილებას აფუძნებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის N57-ე დადგენილების და ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ ნორმებზე. აპელანტის მოსაზრებით, სასამართლო იყენებს საქმისათვის მნიშვნელობის არმქონე ნორმებს და არ იყენებს ხსენებული სამართლებრივი აქტების იმ ნორმებს, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე ჯეროვანი გადაწყვეტილების მისაღებად. სამოტივაციო ნაწილის 6.2 პუნქტის მე-3, მე-4 აბზაცებში (გვ.11) სასამართლო მითითებას აკეთებს ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მე-15 მუხლის ,,ი’’ პუნქტზე და აღნიშნავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს არც სარჩელით და არც საქმის ზეპირი მოსმენისას სადავოდ არ გაუხდია ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეებთან მიმართებაში, მოსარჩელე სადავოდ ხდიდა ქმედების მიკუთვნებას სამშენებლო სამართალდარღვევისათვის და აქედან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილებას. მოსარჩელემ სადავოდ გახადა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება არა ფორმალური, პროცესუალური მოქმედებების კუთხით, არამედ ქმედების შინაარსობრივი, მატერიალურ-სამართლებრივი მხრიდან. შესაბამისად, სასამართლოს მსჯელობა, რომლის დიდი ნაწილი ეთმობა სწორედ ადმინისტრაციულ ორგანოს კომპეტენციას ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოებას და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან დაკავშირებულ პროცესუალური მოქმედებების განმარტებას (სამოტივაციო ნაწილი, 6.2 პუნქტი, გვ. 11-13;6.3 პუნქტი, გვ.13, სასამართლოს მიერ გამოყენებული ნორმები - პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის მე-15 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტი, 25-ე მუხლის მე-2 ნაწილის, მე-9 პუნქტი, 25-ე პრიმა მუხლი) ვერ პასუხობს სარჩელში დასმულ საკითხებს.
აპელანტის განმარტებით, სასამართლო ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ მთავრობის დადგენილების მე-20 მუხლზე დაყრდნობით მიუთითებს დამკვეთის (მოსარჩელის) პასუხისმგებლობაზე სამშენებლო სამუშაოების შეჩერებისას მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია და მოიხმობს ამავე დადგენილების XX თავს (სამოტივაციო ნაწილი, 6.4 პუნქტი, გვ.14). თუმცა, სასამართლო არ აკეთებს განმარტებას იმასთან მიმართებაში, რომ ობიექტის კონსერვაციისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები: დადგენილების 90-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პროცესი მოიცავს სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერებას. აღნიშნული ფორმულირების მიხედვით, კონსერვაციის პროცესისათვის უნდა არსებობდეს 2 აუცილებელი პირობა: (1) სანებართვო პირობები და (2) სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების მიზანი. ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების დროისთვის სანებართვო პირობები აღარ არსებობდა, ვინაიდან, ნებართვა, რომლის საფუძველზეც შპს ,,კ.ფ. ’’ 2011-2013 წლებში მშენებლობას ახორციელებდა, ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. შესაბამისად, კონსერვაციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობა - სანებართვო პირობები არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების და, მითუმეტეს, არც დადგენილების მიღების მომენტისათვის, არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნა სამართლებრივად გამართლებული იქნებოდა სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების განმავლობაში, თუმცა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული ძალადაკარგული აქტის პირობებში. რაც შეეხება კონსერვაციის პროცესის მეორე აუცილებელ პირობას - სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების მიზანს - სამშენებლო სამუშაოები შეჩერდა მშენებლობის ნებართვის ძალადაკარგულად გამოცხადების მომენტში (2013 წლის ივლისი). არქიტექტურული პროექტის შეთანხმებისა და მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანება იყო პირობა დადებული, რომლის შესრულების შეუძლებლობის გამო ბრძანება გამოცხადდა ძალადაკარგულად. ძალადაკარგული სამშენებლო ნებართვის პირობებში კი, არ არსებობს შეჩერებული მშენებარე ობიექტის კონსერვაციის შესაძლებლობა, ვინაიდან აღარ არსებობს სანებართვო პირობები. მიუხედავად იმისა, რომ მშენებარე ობიექტი სამართლებრივად ვერ მოექცეოდა კონსერვაციის რეჟიმში, გატარდა კონსერვაციის რეჟიმისთვის გათვალისწინებული ღონისძიებები, რაც დასტურდება საქმეზე დართული მტკიცებულებებით - აღსრულების ეროვნული ბიუროს ოქმით ფაქტების კონსტატაციის შესახებ და მასზე დართული კომპაქტ-დისკით (ს.ფ. 31-36). შესაბამისად, აპელანტის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლო არამართებულად ადგენს, რომ მოსარჩელის მიერ უგულებელყოფილი იქნა კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის ვალდებულება (სამოტივაციო ნაწილი, 6.4 პუნქტი, მე-13 აბზაცი, გვ.17). აღნიშნული მეტყველებს შემდეგზე: სასამართლო არასწორად განმარტავს დადგენილების 90-ე მუხლს და არაფერს ამბობს იმ წინაპირობებზე, რაც ობიექტის კონსერვაციის რეჟიმში სამართლებრივად გადაყვანისათვის არის გათვალისწინებული, ხოლო ის, რომ ფაქტობრივად, აპელანტმა მიიღო ყველა შესაძლო ზომა კონსერვაციის რეჟიმში ობიექტის მოსაქცევად, ამაზე მტკიცებულებებიც მეტყველებს.
აპელანტის მითითებით, სასამართლო განმარტავს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 7 აპრილის Nxxx ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. აპელანტი ამ შემთხვევაშიც მიიჩნევს, რომ სასამართლო არასწორად განმარტავს საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს, როდესაც აღნიშნავს, რომ სადავო საკითთან მიმართებაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რის გამოც, გადაწყვეტილება არ უნდა გაუქმდეს. აპელანტი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოების მხოლოდ ფორმალური/პროცესუალური მხარის დაცვა არ არის საქმის გარემოებების სრულყოფილად შესწავლის გარანტი, არამედ, საჭიროა სწორი, მართებული გადაწყვეტილების მიღება, რაც ზემდგომი ორგანოს - ქ. თბილისის მერის მიერ არ მომხდარა. მერის ზემოხსენებული ბრძანება არ არის საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი შესწავლით განპირობებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
განსახილველ შემთხვევაში სადავოა ორი გარემოება, კერძოდ: 1) აპელანტი მიიჩნევს, რომ, იმ პირობებში, როდესაც გაუქმებული იყო მშენებლობის ნებართვის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მას აღარ ევალებოდა მშენებლობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა და 2) აპელანტის განმარტებით, მიუხედავად მისი მხრიდან მშენებლობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის ვალდებულების არ არსებობისა, მან მაინც სრულად შეასრულა ეს ვალდებულება და მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ისე მოხდა მისი დაჯარიმება, რომ არ არის დასაბუთებული, თუ რომელი მოთხოვნები არ შეასრულა მან.
აპელანტის განმარტებით, ობიექტის კონსერვაციისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი წინაპირობები: კონსერვაციის პროცესისათვის უნდა არსებობდეს 2 აუცილებელი პირობა: (1) სანებართვო პირობები და (2) სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების მიზანი. აპელანტის მითითებით, ადმინისტრაციული სამართალწარმოების დაწყების დროისთვის სანებართვო პირობები აღარ არსებობდა, ვინაიდან ნებართვა, რომლის საფუძველზეც შპს ,,კ. ფ.’’ 2011-2013 წლებში მშენებლობას ახორციელებდა, ძალადაკარგულად იყო გამოცხადებული. შესაბამისად, კონსერვაციის პროცესის დასაწყებად აუცილებელი პირობა - სანებართვო პირობები არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების და არც დადგენილების მიღების მომენტისათვის არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მშენებლობის ნებართვით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერების მოთხოვნა სამართლებრივად გამართლებული იქნებოდა სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების განმავლობაში, თუმცა სამართლებრივ საფუძველს არის მოკლებული ძალადაკარგული აქტის პირობებში. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს აპელანტის მსჯელობას იმის შესახებ, რომ, იმ პირობებში, როდესაც გაუქმებული იყო მშენებლობის ნებართვის თაობაზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტი, მას აღარ ევალებოდა მშენებლობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანა. ამ საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 90-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დამკვეთის მიერ მშენებლობის პროცესის 6 თვეზე მეტ ხანს შეჩერების შემთხვევაში უნდა მოხდეს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მშენებლობის სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.სასამართლო განმარტავს, რომ 6 თვეზე მეტი ხნით სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების შესრულების შეჩერების პირობებში, დამკვეთი ვალდებულია მოახდინოს მშენებარე ობიექტის კონსერვაცია. დამკვეთი ვალდებულია ამ პროცესის დაწყების თაობაზე აცნობოს სახელმწიფო ზედამხედველობის განმახორციელებელ შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს, განსაზღვროს მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პირობები, ვადა და აწარმოოს კონსერვაციის აქტი ორგანოში წარსადგენად. მოცემულ საკითხთან დაკავშირებით, საქალაქო სასამართლომ მართებულად მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტარციული კოდექსის 61-ე მუხლზე, რომლითაც განსაზღვრულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების წესი და საფუძვლები. მითითებული მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ძალადაკარგულად გამოცხადებამდე წარმოშობილი სამართლებრივი შედეგების გაუქმებას. საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ ადმინისტრაციული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმების ორ ფორმას: ბათილად ან ძალადაკარგულად გამოცხადებას. ორივე შემთხვევაში აქტი წყვეტს მოქმედებას. განსხვავება მათ შორის მდგომარეობს იმ სამართლებრივ შედეგში, რაც თან სდევს თითოეულ ზემოაღნიშნულ შემთხვევას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებამდე, მოსარჩელის მიერ წარმოებული მშენებლობა განხორციელებული იყო მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადაში და იგი ხორციელდებოდა კანონშესაბამისად. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მშენებლობის კონსერვაციის ვალდებულება წარმოიშვება, მხოლოდ იმ სამშენებლო სამუშაოების მიმართ, რომელთა წარმოებისათვისაც არსებობს სათანადო დოკუმენტაცია, შესაბამისად, მშენებლობის წარმოებისათვის ზემოთმითითებული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადების შემდეგ, მოსარჩელის მხრიდან სამშენებლო სამუშაოების წარმოების შეჩერებიდან 6 თვის შემდეგ, მოსარჩელეს წარმოეშვა მშენებარე ობიექტის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის ვალდებულება. სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2011 წლის 16 დეკემბრის Nxx/xxxx ბრძანების საფუძველზე, IV კლასს მიკუთვნებული სამშენებლო სამუშაოების შეჩერებიდან გამომდინარე, წარმოებული სამშენებლო სამუშაოები ექცევა კონსერვაციის რეჟიმში და მასზე ვრცელდება დადგენილების 90-ე მუხლის მოთხოვნები.
მიუხედავად იმისა, რომ შპს ,,კ. ფ.-ის’’ ჰქონდა მის მიერ განხორციელებული მშენებლობის კონსერვაციის რეჟიმში გადაყვანის ვალდებულება, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მაინც არის დაუსაბუთებელი, ვინაიდან ამ აქტებით ვერ დგინდება, თუ კონკრეტულად რა მოთხოვნები არ შეასრულა მოსარჩელემ მშენებლობის კონსერვაციის დროს. საქმეში წარმოდგენილი კონსტანტაციის შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს xxxxxxxxxx ოქმით დგინდება, რომ შპს ,,კ. ფ.-ის“ მიერ მშენებარე ობიექტის კონსერვაციის პირობები შესრულებულია. გასაჩივრებული აქტებით კი არ არის დასაბუთებული და დაკონკრეტებული, მშენებარე ობიექტის კონსერვაციის დროს, რომელი მოთხოვნები არ არის შესრულებული და რა მოქმედებები არ არის განხორციელებული შპს ,,კ. ფ.-ის“ მიერ. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ხელახლა გამოიკვლიოს და შეისწავლოს სადავო საკითხი, რა დროსაც კონკრეტულად უნდა მიუთითოს იმის შესახებ, სადავო მშენებლობის კონსერვაციის დროს, კანონის შესაბამისი რომელი მოთხოვნები არ იქნა შესრულებული და რა მოქმედები არ განხორციელდა შპს ,,კ. ფ.-ის“ მიერ, რაში გამოიხატა ამ მოთხოვნების შეუსრულებლობა.
შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ შპს ,,კ.ფ.-ის’’ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,კ. ფ.-ის’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 7 აპრილი №xxxბრძანება; საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №xxxxxx დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ასევე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. აქედან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად უნდა დაეკისროთ შპს ,,კ.ფ.-ის’’ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლო - 300 ლარი და სააპელაციო სასამართლო - 150 ლარი) 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,კ.- ფ.-ის’’ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 30 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. შპს ,,კ. ფ.-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 2015 წლის 7 აპრილი №xxx ბრძანება;
5. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 12 ნოემბრის №xxxxxx დადგენილება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაევალოს, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში და კანონით დადგენილი წესით, იმავე საკითხზე გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს თანაბარწილად დაეკისროთ შპს ,,კ.ფ.-ის’’ სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ პირველი ინსტანციის და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოებში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (პირველი ინსტანციის სასამართლო - 300 ლარი და სააპელაციო სასამართლო - 150 ლარი) 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
7. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.