საქმის ნომერი: საქმე №4/ა-83-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: დადგენილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, დადგენილება, საქმე №საქმე №4/ა-83-15 (2015-02-25), www.temida.ge
საქმის № საქმე №4/ა-83-15

დადგენილება
საქართველოს სახელით
       25 თებერვალი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო

შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე მერაბ ლომიძემ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსის ბ.გ. საჩივარი ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილებაზე და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

ხაშურის რაიონულ სასამართლოში 2015 წლის 15 იანვარს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სასახურიდან შევიდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მასალები ი/მ ,,რ.ტ.’’-ს მიმართ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების თაობაზე.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილებით ი/მ ,,რ.ტ.’’ (პ/ნ XXXXXXXXXXX) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის საფუძველზე მიეცა სიტყვიერი შენიშვნა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სასახურის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმები ი/მ ,, ,,რ.ტ.’’-ის მიმართ, კერძოდ: ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმი მასზედ, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №XXXXXXXXXX-ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №XXXXXXXXXX-ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწორად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწოად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწოად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-ის მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, კერძოდ, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით.


სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლზე, რომლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

წარმოდგენილი საქმის მასალების ანალიზის და მხარათა ახსნა-განმარტების მოსმენის შემდეგ სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციული გადაცდომა ატარებს ფორმალურ ხასიათს, რასაც არ გამოუწვევია და არც შეეძლო გამოეწვია რაიმე მავნე შედეგი. დადგენილია, რომ სამართალდარღვევის ოქმებზე თანდართულ, რ.ტ.-ის მიერ შევსებულ ხეტყის წარმოშობის დოკუმენტებში მათი შედგენის დრო, ხე-ტყის მოცულობა და სხვა მაჩვენებლები მითითებულია სწორად. რაც შეეხება ელექტრონულ სისტემაში არსებულ გარკვეულ უზუსტობებს ან/და სამართალდარღვევის ოქმებში მითითებულ მოცულობის ველის არასწორად შევსება, იმ მიმართებით, რომ სადღაც გამოტოვილია სასვენი ნიშანი, ან ხეტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსების დრო ზუსტად არ არის ასახული, ასეთი ვერ განიხილება არსებით დარღვევად, რასაც შეეძლო გამოეწვია რაიმე ზიანი, ან რაიმე სარგებელი მიეღო ინდმეწარმეს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში რაგული ტაბატაძის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა ჩაითვალოს მცირემნიშვნელოვნად და უნდა მიეცეს სიტყვიერი შენიშვნა.

ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება გასაჩივრებული იქნა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსის ბ.გ.-ის მიერ.

საჩივრის ავტორის განმარტებით, დარღვეული იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმა, ვინაიდან საქმის მასალებიდან ჩანს, რომ არ არსებობდა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება, რადგან ი/მ ,,რ.ტ.-ის’’ მიერ დარღვევა არაერთხელ არის ჩადენილი, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, რის გამოც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ დადგენილება არასწორია, არ შეესაბამება სამართლებრივ ნორმათა სწორ განმარტებას და უნდა გაუქმდეს.

საჩივრის ავტორის განმარტებით, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 იანვრის №46 დადგენილებით დამტკიცებულია ,,საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-20 პუნქტის და ,,მერქნული რესურსების მართვის ელექტრონული სისტემის წარმოების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2014 წლის 30 აპრილის 3118 ბრძანების მე-10 მუხლით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა ელექტრონულ წარმოებაზე.

საჩივრის ავტორის განმარტებით, ხე-ტყით მოსარგებლე და სახერხი საამქროს მფლობელი პასუხისმგებელია ელექტრონულ სისტემაში მისი მომხმარებლის მიერ მონაცემების შეტანის სისწორეზე, დროულობასა და სრულყოფილებაზე. აღნიშნული სამართალდარღვევა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილით და გაურკვეველია, თუ რომელ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით იქნა მიჩნეული, რომ ჩადენილი იყო მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგან დარღვევა ჩადენილია განმეორებით, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს მცირემნიშვნელოვნად.

ამასთან, სახეზეა მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული, განზრახი მოქმედება, სასამრთლოს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 23-ე მუხლის მიზნებიდან გამომდინარე უნდა დაეკისრებინა სამართალდამრღვევისათვის სახდელის დადების სახედ ჯარიმა, სამართალდარღვევის ჩამდენის აღსაზრდელად კანონების დაცვის, საერთო ცხოვრების წესების პატივისცემის სულისკვეთებით, აგრეთვე როგორც თვით სამართალდამრღვევის, ისე სხვა პირთა მიერ ახალი სამართალდარღვევების ჩადენის აცილების მიზნით.

აქედან გამომდინარე, საჩივრის ავტორს აუცილებლად მიაჩნია მოხდეს საქმის ხელახალი განხილვა, რა დროსაც სასამართლო გამოიკვლევს და სათანადო შეფასებას მისცემს საქმეში არსებულ ყველა მტკიცებულებას და გამოიტანს კანონშესაბამის გადაწყვეტილებას.

საჩივრის ავტორი ითხოვს გაუქმდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება შენიშვნის გამოცხადების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს ხაშურის რაიონული სასამართლოს ხელახლა განსახილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 236-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზეც დგინდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობა ან არარსებობა, პირის ბრალეულობა მის ჩადენაში და სხვა გარემოებები. მტკიცებულებებს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტება, მოწმის ჩვენება და სხვა დოკუმენტები.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

განსახილველ შემთხვევაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატა ეთანხმება და სრულად იზიარებს რაიონული სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლომ სწორი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებს, რის გამოც გასაჩივრებული დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი გაუქმების საფუძველი.

დადგენილია, რომ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სასახურის მიერ შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ოქმები ი/მ ,, ,,რ.ტ.’’-ის მიმართ, კერძოდ: ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმი მასზედ, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №XXXXXXXXXX-ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი №XXXXXXXXXX-ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწორად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწოად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის №XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად. ასევე არასწოად არის მითითებული დოკუმენტის შევსების დრო; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად; ადმინისტრაციული სამართლადარღვევის № XXXXXX ოქმით ირკვევა, რომ ინდ/მეწარმე ,,რ.ტ.’’-მ მერქნული მართვის ელექტრონულ სისტემაში ოქტომბრის თვეში გამოწერილი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № XXXXXXXXXX -ში მოცულობის ველი ატვირთა არასწორად.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა და სპეციალური ფირნიშების გამოყენების, ხე-ტყის მარკირების, მათი აღრიცხვისა და ანგარიშგების წესების დარღვევა, აგრეთვე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან ხე-ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშების დაუხარჯავი ან/და დაზიანებული ფორმების საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით წარუდგენლობა, ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – შესაბამისი განაცხადის წარდგენის დადგენილი წესების დარღვევა, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ი/მ ,,რ.ტ.-ის’’ მიერ ჩადენილია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1285-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, თუ ჩადენილია მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, მაშინ საქმის გადასაწყვეტად უფლებამოსილ ორგანოს (თანამდებობის პირს) შეუძლია გაათავისუფლოს დამრღვევი ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და დასჯერდეს სიტყვიერ შენიშვნას.

სააპელაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის არგუმენტებს და მიაჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ საქმის განხილვისას სწორად გაითვალისწინა, რომ ჩადენილი იყო მცირე მნიშვნელობის მქონე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე სამართალდამრღვევის მიერ ჩადენილი ქმედების სამართალდარღვევის ხასიათი, დამრღვევის პიროვნება და მისი ბრალის ხარისხი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება ი/მ ,,რ.ტ.’’-ის მიმართ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 271-ე, 273-ე, 276, 278-ე, 279-ე, მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ-ცენტრალური სამსახურის უფროსის ბ.გ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ხაშურის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 26 იანვრის დადგენილება.
3. დადგენილება საბოლოოა და არ საჩივრდება.


მოსამართლე მერაბ ლომიძე