საქმის ნომერი: 3ბ/1084-15
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი, სამშენებლო სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №3ბ/1084-15 (2015-11-12), www.temida.ge
საქმის № 3ბ/1084-15

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       12 ნოემბერი, 2015 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - სოფიო ჯაფარიძე

აპელანტი (მოსარჩელე) - ა. მ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ. ჩ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური

წარმომადგენელი - გ. კ.

მესამე პირი - ლ. ა.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება


გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილებით ა. მ.-ს სარჩელი მოპასუხეების ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის, მესამე პირის ლ. ა.-ს მიმართ, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 21 მაისს შედგენილი იქნა მითითება №XXXXXX, რომელიც გაცემული იქნა ა. მ.-ს მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ა. მ.-ს მიერ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარდ მოწყობილია კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოახდინოს ობიექტის დემონტაჟი ან წამოადგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10(ათი) კალენდარული დღის ვადა.

2.2. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 02 ივნისის შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №XXXXXX ა. მ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ა. მ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

2.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 09 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა. მ. ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ა. მ.-ს ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

2.4. 2014 წლის 08 აპრილს, ა. მ.-მ (წარმომადგენელი მ. ნ.) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ უნებართვოდ აშენებული კაპიტალური ავტოფარეხი, მდებარე: ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა№XXა -ს მიმდებარედ, სათანადოდ ნებართვის გარეშე ტექნიკის გამოყენებით დაანგრია მეზობელი მიწის შენობის მესაკუთრე ლ. ა.-მ და მოითხოვა აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება. 2014 წლის 23 აპრილს კი, ა. მ.-მ (წარმომადგენელი მ. ნ.) დამატებითი განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის უკვე აშენებული შენობის დანგრევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, ვინც ნებართვის გარეშე განახორციელა დემონტაჟის დაწყება, რომელიც კანონის შესაბამისად მიიჩნევა ახალ მშენებლობად.

2.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №XXXXXX მითითება, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის №XXXXXX შემოწმების აქტი და ქ. თბილისის 5 მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის №XXXXXX დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, 2014 წლის 25 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ა. მ.-ს (წარმომადგენელი მ. ნ.) მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანებით ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №XXXXXX მითითების და 2014 წლის 02 ივნისის №XXXXXX შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული.

2.6. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 აპრილის დასკვნა №XXXXXXXXX, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ში მცხოვრები ა. მ.-ს ავტოფარეხის კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი დანგრეულია, სავარაუდოდ ავტოფარეხი დანგრეულია სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. რესპუბლიკაში მიღებული ავარიულობის შეფასების კვალიფიკაციით შენობა მე-3 კატეგორიის არის, მისი აღდგენა ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, ის ქვემდებარება დანგრევას.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.7. საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადასტურებულია ის გარემოება, რომ მოპასუხეებმა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოსცეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკლევისა და შეფასების საფუძველზე.

საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მიღებისას დარღვეული იქნა საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ მოთხოვნები,- ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.8. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის ბრძანება №XX ,,ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და ნაწილობრივ განუხილველად დატოვების თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

2.9. საქალაქო სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე ა. მ.-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ა. მ. ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ა. მ.-ს ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებელობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

2.10. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,– დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 21 მაისს შედგენილი იქნა მითითება №XXXXXX, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იგი გაცემული იქნა ა. მ.-ს მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ა. მ.-ს მიერ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ მოწყობილია კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოახდინოს ობიექტის დემონტაჟი ან წამოადგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10(ათი) კალენდარული დღის ვადა. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 02 ივნისის შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №XXXXXX ა. მ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ა. მ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

2.11. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.

საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თაანხმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, რომელიც იწვევს შენობა- ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების 10 ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 09 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ა. მ.-ს ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

2.12. საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა(მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება(არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; ამავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად კი მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში ირკვევა, რომ ა. მ.-მა ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ მოაწყო კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის 11 თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ა. მ.-ს არ გააჩნია. უფრო მეტიც, როგორც სასარჩელო განცხადებაში, ასევე სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა ა. მ.-მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ მშენებლობა აწარმოა შესაბამისი ნებართვის გარეშე. რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმის თაობაზე, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 21 მაისს მითითების შედგენის და 2014 წლის 02 ივნისს შემოწმების აქტის შედგენის დროს ობიექტის რეალური მდგომარეობა არ იქნა ასახული, ვინაიდან ობიექტი ნახევრად დემონტირებული იყო მესამე პირის-ლ. ა.-ს მიერ, სასამართლომ აღნიშნა, რომ დასახელებული გარემოება ვერ იქნება მიჩნეული გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძვლად, რამეთუ აღნიშნული საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გამოკვლევის შედეგად არ დასტურდება. ხოლო რაც შეეხება საქმეში მტკიცებულების სახით წარმოდგენილ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს №XXXXXXXXX დასკვნას, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ში მცხოვრები ა. მ.-ს ავტოფარეხის კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი დანგრეულია, სავარაუდოდ ავტოფარეხი დანგრეულია სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. რესპუბლიკაში მიღებული ავარიულობის შეფასების კვალიფიკაციით შენობა მე-3 კატეგორიის არის, მისი აღდგენა ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, ის ქვემდებარება დანგრევას, აღნიშნული დასკვნა მიღებულია 2014 წლის 14 აპრილს, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კი ა. მ.-ს მიმართ მითითება, რომლითაც ირკვევა, რომ ა. მ.-ს მიერ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ მოწყობილი იქნა კაპიტალური კედელი და ლითონის ჭიშკარი ქ.თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო- სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე,-შედგენილი იქნა ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდგომ, კერძოდ- 2014 წლის 21 მაისს, ხოლო შემოწმების აქტი ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კი შედგენილი იქნა 2014 წლის 02 ივნისს, რომლითაც ირკვევა, რომ ა. მ.-მა არ შეასრულა 2014 წლის 21 მაისის მითითებით განსაზღვრული პირობები.

სასამართლომ დამატებით მიუთითა შემდეგი: საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 15-ე მუხლის ,,რ’’ ქვეპუნქტის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევა არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა, რისთვისაც პასუხისმგებლობა განსაზღვრულია ამ კანონით. ხოლო ,,ს’’ პუნქტის თანახმად კი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოება არის სამშენებლო სამართალდარღვევის გამოსწორების ან/და დამრღვევისათვის ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით ჩატარებული საქმის წარმოება. ამავე კანონის 25.1 მუხლის თანახმად, სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ხელმძღვანელობს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით. თავის მხრივ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ასევე შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.

დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ სამშენებელო სამართალდარღვევის საქმის წარმოების პროცესში სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსთან’’ მიმართებაში ასევე ხელმძღვანელობს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით იმ გარემოებებთან (მაგ: პასუხისმგებლობის ასაკი, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, დენადი სამართლადარღვევის ჩადენის შემთხვევაში სახდელის დადების ვადა და სხვა) მიმართებაში, რასაც კონკრეტულად არ ადგენს ზემოაღნიშნული კანონი.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია – არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. თავის მხრივ საქართველოს კანონის ,,პროდუქტოს უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის 13-ე პუნქტით განსაზღვრულია, რომ შემოწმების აქტის შედგენიდან 2 თვის ვადაში სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე მიიღოს დადგენილება.

საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის მიერ ზემოაღნიშნული კანონის მოთხოვნები სრულად იქნა განხორციელებული, კერძოდ: სამშენებლო საქმიანობაში დაშვებული დარღვევის გამოვლენისთანავე მოქალაქე ა. მ.-ს მიმართ მითითება შედგენილი იქნა 2014 წლის 21 მაისს, რომლითაც მას დარღვევის გამოსასწორებლად მიეცა 10(ათი) დღის ვადა; შემოწმების აქტი შედგენილი იქნა 2014 წლის 02 ივნისს, ხოლო დადგენილება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე კი გამოცემული იქნა 2014 წლის 09 ივლისს, - კანონით დადგენილ ორთვიან ვადაში. რაც შეეხება მოსარჩელის მოსაზრებას იმაზე, რომ ზედამხედველობის სამსახურისათვის გაცილებით ადრე უნდა ყოფილიყო ცნობილი სამშენებლო სამართალდარღვევის არსებობის თაობაზე - აღნიშნული მოსარჩელის მიერ გაცხადებულია მხოლოდ ზეპირი ფორმით მიცემული განმარტებით და იგი საქმეში არსებული რაიმე კონკრეტული მტკიცებულებით გამყარებული არ არის, სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად კი, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. შესაბამისად მოსარჩელე მხარე ვერ ასაბუთებს და ვერ უთითებს იმ კონკრეტულ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რომ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლენილი იყო 2014 წლის 21 მაისამდე. ამდენად ამ მოტივით გასაჩივრებული დადგენილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილი იყო საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით’’ მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში მიეღო გადაწყვეტილება სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენის გამო ა. მ.-ს დაჯარიმებისა და უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის თაობაზე, შესაბამისად, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი.

2.13. მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №32 ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი, ხოლო ნაწილობრივ განუხილველად დარჩა ადმინისტრაციული საჩივარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, ხოლო ნაწილობრივ კი განუხილველად დატოვების თაობაზე და შესაბამისად არ არსებობს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლომ დამატებით მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სადავო საკითხთან დაკავშირებით ქ.თბილისის მუნიციპლაიტეტის მერიაში ჩატარებული იქნა ადმინისტრაციული წარმოება და მხოლოდ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდგომ იქნა მიღებული გადაწყვეტილება.

2.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმის მასალებით არ დასტურდება, ხოლო მოსარჩელის მიერ სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102.3 მუხლის შესაბამისად ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ სადაო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონით დადგენილი ისეთ პროცედურული ნორმების არსებით დარღვევას, რომლის არარსებობის შემთხვევაშიც ზემოაღნიშნულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამდენად, ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ა. მ.-ს სარჩელი უსაფუძვლოა, გასაჩივრებული სადაო აქტები მიღებულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით და შესაბამისად არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან ადგილი არა აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მათი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მათი შუამდგომლობის მიუხედავად არ გამოითხოვა პოლიციაში არსებული მასალები მესამე პირის უნებართვო შენობაზე განხორციელებული თვითნებობის გამო, რომელიც დაეუფლა მოსარჩელის შენობას და მასზე განხორციელებული ზემოქმედებით მიჩნეული უნდა იქნეს ნივთის მფლობელად. აღნიშნული მასალებით დაასტურებდნენ, რომ მოპასუხის მიერ მითითებისა და შემოწმების აქტის შედგენის დროს ობიექტი ნახევრად დემონტირებული იყო მესამე პრის ლ. ა.-ს მიერ, შესაბამისად, მითითებული მტკიცებულების გამოკვლევისას სასამართლო დაადგენდა, რომ სამშენებლო სამართალდარღვევაზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო მესამე პირის მიერ უნებართვო დემონტაჟის დაწყებით და შემდგომ მესამე პირის მიერვე ზედამხდველობის სამსახურში ადმინისტრაციული წარმოების დაწყების მოთხოვნით. ამ გარემოების გამოკვლევის შემდგომ სასამართლო მივოდოდა იმ დასკვნამდე, რომ სამართალდამრღვევად უნდა მიჩნეულიყო ლ. ა., რადგან მის მიერ იქნა განხორციელებული ფაქტობრივი ბატონობა ნივთზე თვითნებური დემონტაჟის დაწყებით, რომელიც თავისთავად წარმოადგენს სამართალდარღვევას და უკვე გამორიცხავს მოსარჩელეზე დაჯარიმების განხორციელების სამართლებრივ შესაძლებლობას ნივთის სხვის მფლობელობაში-გამგებლობაში მოქცევის გამო.

3.2. აპელანტის განმარტებით, სადავო ფაქტობრივი გარემოებანი და გასაჩივრების დასაბუთება ქმნის სამართლებრივ საფუძველს მათი პრეტენზიის მართებულობაში, რომ მოპასუხეს საზედამხედველო საქმე უნდა ეწარმოებინა მესამე პირის წინააღმდეგ, რომელმაც მიითვისა მოსარჩელის ქონება და მოახდინა მასზე იმდაგვარი ზემოქმედება, რომელიც სამართლებრივი თვალსაზრისით მიჩნეული უნდა იქნეს ახალ უნებართვო მშენებლობად და მასზე უნდა გავრცელებულიყო კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოების და თავისუფალი მიმოქცევის შესახებ’’ კოდექსი და არა იმ პირის მიმართ, რომლის მფლობელობიდან გავიდა ნივთი ახალი სამართალდამრღვევის მიერ მისი მითვისებით.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 21 მაისს შედგენილი იქნა მითითება №XXXXXX, რომელიც გაცემული იქნა ა. მ.-ს მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ა. მ.-ს მიერ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარდ მოწყობილია კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოახდინოს ობიექტის დემონტაჟი ან წამოადგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10(ათი) კალენდარული დღის ვადა.

4.2. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 02 ივნისის შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №XXXXXX ა. მ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ა. მ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

4.3. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 09 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ა. მ. ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ა. მ.-ს ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

4.4. 2014 წლის 08 აპრილს, ა. მ.-მა (წარმომადგენელი მ. ნ.) განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ მის მიერ უნებართვოდ აშენებული კაპიტალური ავტოფარეხი, მდებარე: ქ.თბილისში, ზ.ს ქუჩა№XXა -ს მიმდებარედ, სათანადოდ ნებართვის გარეშე ტექნიკის გამოყენებით დაანგრია მეზობელი მიწის შენობის მესაკუთრე ლ. ა.-მ და მოითხოვა აღნიშნულზე შესაბამისი რეაგირება. 2014 წლის 23 აპრილს კი, ა. მ.-მ (წარმომადგენელი მ. ნ.) დამატებითი განცხადებით მიმართა ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, სადაც მიუთითა, რომ კონკრეტული შემთხვევისათვის უკვე აშენებული შენობის დანგრევისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება იმ პირს, ვინც ნებართვის გარეშე განახორციელა დემონტაჟის დაწყება, რომელიც კანონის შესაბამისად მიიჩნევა ახალ მშენებლობად.

4.5. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №XXXXXX მითითება, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 02 ივნისის №XXXXXX შემოწმების აქტი და ქ. თბილისის 5 მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 10 ივნისის №XXXXXX დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, 2014 წლის 25 ივლისს ადმინისტრაციული საჩივრით იქნა გასაჩივრებული ა. მ.-ს (წარმომადგენელი მ. ნ.) მიერ. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანებით ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, ხოლო ა. მ.-ს ადმინისტრაციული საჩივარი ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 21 მაისის №XXXXXX მითითების და 2014 წლის 02 ივნისის №XXXXXX შემოწმების აქტის ბათილად ცნობის ნაწილში განუხილველად იქნა დატოვებული.

4.6. საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 აპრილის დასკვნა №XXXXXXXXX, რომლითაც ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ში მცხოვრები ა. მ.-ს ავტოფარეხის კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი დანგრეულია, სავარაუდოდ ავტოფარეხი დანგრეულია სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. რესპუბლიკაში მიღებული ავარიულობის შეფასების კვალიფიკაციით შენობა მე-3 კატეგორიის არის, მისი აღდგენა ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, ის ქვემდებარება დანგრევას.

სამართლებრივი დასაბუთება

4.7. განსახილველ საქმეში მოსარჩელე ა. მ.-ს ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილების ბათილად ცნობა, რომლითაც ა. მ. ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ასევე ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამოცემული ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანების ბათილად ცნობა.

4.8. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. მითითებული კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი (შემდგომ – ობიექტი) არის ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან საჯარო სამართლის იურიდიული პირი - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები. ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური ნამდვილად წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქცის ან/და დემონტაჟის წარმოება.

4.9. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ, დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. იმავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ: ა) მითითება შესრულდა; ბ) მითითება არ შესრულდა; გ) მითითება არადროულად სრულდება. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 21 მაისს შედგენილი იქნა მითითება №XXXXXX, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ იგი გაცემული იქნა ა. მ.-ს მიმართ. მითითებაში აღნიშნულია, რომ ა. მ.-ს მიერ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ მოწყობილია კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი თბილისის არქიტექტურის სამსახურის მიერ გაცემული შესაბამისი სამშენებლო სანებართვო დოკუმენტაციის გარეშე. ამავე მითითებით მხარეს დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა მოახდინოს ობიექტის დემონტაჟი ან წარმოადგინოს შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაცია, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 10(ათი) კალენდარული დღის ვადა. ასევე დადგენილია, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 02 ივნისის შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №XXXXXX ა. მ.-ს მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ა. მ.-ს მიერ არ იქნა შესრულებული მითითების პირობები.

4.10. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას: ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ; ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ; გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ. საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 44.1 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თაანხმად, უნებართვო მშენებლობის ან/და რეკონსტრუქციის წარმოება მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო- სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე, იწვევს შენობა-ნაგებობის გაბარიტების ცვლილებას, გამოიწვევს დაჯარიმებას: სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე – 10 000 ლარით. ამავე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილით განსაზღვრულია, რომ გაბარიტების ცვლილებად განიხილება ისეთი სამშენებლო საქმიანობა, რომლის დროსაც იცვლება შენობა-ნაგებობის საძირკვლის, გარე შემომზღუდავი კონსტრუქციების ან/და სახურავის პარამეტრები (მიშენება, დაშენება, შენობა-ნაგებობის სიმაღლის გაზრდა და ა. შ.), ხოლო მშენებლობის შედეგად წარმოქმნილი ობიექტი არის შენობა-ნაგებობის არსებითი შემადგენელი ნაწილი, რომლის გამოცალკევება შეუძლებელია მთლიანი შენობა-ნაგებობის ან ამ ნაწილის განადგურების ანდა მათი დანიშნულების მოსპობის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2014 წლის 09 ივლისს მიღებული იქნა დადგენილება №XXXXXX ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკარის მოწყობისათვის მოსარჩელე დაჯარიმდა 10 000 (ათი ათასი) ლარით და დაევალა ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟი.

4.11. საქალაქო სასამართლომ ასევე მართებულად მიუთითა ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაზე, რომლის მე-4 მუხლის თანახმად, მშენებლობის სახეებია: ა) ახალი მშენებლობა (მათ შორის, მონტაჟი) ბ) რეკონსტრუქცია; გ) რემონტი-შეკეთება, მოპირკეთება (არ საჭიროებს ნებართვას); დ) დემონტაჟი; ე) ლანდშაფტური მშენებლობა; ვ) დროებითი შენობა-ნაგებობის მონტაჟი/განთავსება; იმავე დადგენილების 36.1 მუხლის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.

4.12. სააპელაციო პალატა იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ ა. მ.-მ ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ მოაწყო კაპიტალური კედლები და ლითონის ჭიშკარი, რომელიც ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 36-ე მუხლის თანახმად, საჭიროებდა მშენებლობის ნებართვას, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ირკვევა, რომ შესაბამისი წესით გაცემული სანებართვო დოკუმენტაცია ა. მ.-ს არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზეც ა. მ.-ს სადავოდ არ გაუხდია ის ფაქტი, რომ მშენებლობა აწარმოა შესაბამისი ნებართვის გარეშე. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა სამართლებრივ ნორმებზე და სწორად დაადგინა, რომ ა. მ.-მ სადავო მშენებლობა აწარმოა შესაბამისი ნებართვის გარეშე, განსახილველ შემთხვევაში მაინც არ არსებობდა დაჯარიმების ნაწილში გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტების ძალაში დატოვების სამართლებრივი საფუძველი. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2014 წლის 14 აპრილის დასკვნით №XXXXXXXXX ირკვევა, რომ ქ.თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ში მცხოვრები ა. მ.-ს ავტოფარეხის კონსტრუქციების უმეტესი ნაწილი დანგრეულია, სავარაუდოდ ავტოფარეხი დანგრეულია სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით. რესპუბლიკაში მიღებული ავარიულობის შეფასების კვალიფიკაციით შენობა მე-3 კატეგორიის არის, მისი აღდგენა ეკონომიურობის თვალსაზრისით არ არის მიზანშეწონილი, ის ქვემდებარება დანგრევას. ამდენად, საქმის მასალებით უდავოდ დგინდება, რომ სადავო აქტების გამოცემის პერიოდში უკვე მომხდარი იყო უკანონო მშენებლობის ძირითადი ნაწილის დემონტაჟი და როგორც საქმის მასალებიდან ჩანს, მიმდინარეობდა შენობის სრულად დემონტაჟის პროცესი, რის გამოც სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობდა მოსარჩელის მიმართ ჯარიმის დაკისრების საფუძველი და ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა მიეცა ა. მ.-სათვის დამატებითი გონივრული ვადა დემონტაჟის პროცესის სრულად დასრულების მიზნით. რაც შეეხება გასაჩივრებულ აქტებს სადავო მშენებლობის დემონტაჟის ნაწილში, ვინაიდან საქმის მასალებიღ დგინდება, რომ ა. მ.-მ სადავო მშენებლობა აწარმოა შესაბამისი ნებართვის გარეშე და ამას არც თვითონ არ ხდის სადავოდ, ამიტომ გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები ა. მ.-სათვის დემონტაჟის დავალდებულების ნაწილში უნდა დარჩეს ძალაში. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა ა. მ.-ს კიდევ ერთხელ უნდა მისცეს დამატებითი, გონივრული ვადა დემონტაჟის პროცესის სრულად დასრულების მიზნით და თუ ამ გონივრულ ვადაშიც იგი არ მოახდენს სადავო შენობის სრულად დემონტაჟს, მაშინ უნდა გამოიყენოს მის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომები დაჯარიმების თაობაზე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ა. მ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; ა. მ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანება მხოლოდ ა. მ.-სათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, ხოლო ა. მ.-სათვის ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები უნდა დარჩეს უცვლელად.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ‘’ ქვეპუნქტის თანახმად, აპელანტი ა. მ. განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ა. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. ა. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

4. გაუქმდეს გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2014 წლის 09 ივლისის №XXXXXX დადგენილება და ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 28 იანვრის №XX ბრძანება მხოლოდ ა. მ.-სათვის ჯარიმის დაკისრების ნაწილში, ხოლო ა. მ.-სათვის ქ. თბილისში, ზ.-ს ქუჩა №XXა-ს მიმდებარედ უნებართვოდ მოწყობილი კაპიტალური კედლებისა და ლითონის ჭიშკრის დემონტაჟის ნაწილში ზემოაღნიშნული ადმინისტრაციული აქტები დარჩეს უცვლელად;

5. აპელანტი ა. მი. განთავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის მოვალეობისაგან.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.




ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, 60[1]
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი, 25.
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის №57 დადგენილება, 4, 36.1