საქმის ნომერი: (3ბ/2129-15)
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №(3ბ/2129-15) (2016-05-10), www.temida.ge
საქმის № 180310015798279
საქმის № (3ბ/2129-15)

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       10 მაისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ოთარი ბუკია

აპელანტი (მოსარჩელე) - პ. ჭ.
წარმომადგენელი - ე. გ.

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - შ. ბ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და საკუთრების უფლების რეგისტრაციის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება

აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილებით პ. ჭ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილია მე-4 მთავარი სამმართველოსთან არსებული კოტორაანთკარის მებაღეობის ამხანაგობის ,,მ.-ს“ მიერ 1982 წლის 22 ივნისს გაცემული №XX მებაღის წიგნაკი, მებაღის წიგნაკში გადახაზულია ნაკვეთის მფლობელის შ. ჯ.-ს სახელი და გვარი და მის ნაცვლად მითითებულია პ. ჭ., აღნიშნული შესწორება დამოწმებულია ბეჭდით, თუმცა არ დგინდება, როდის განხორციელდა ცვლილება, ასევე, წიგნაკში მითითებული არ არის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მისამართი.

2.2. 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმის თანახმად, ნება დაერთო გადაეცეს შ. ჯ.-ს მიწის ნაკვეთი NXX, პ. ჭ.-ს გაწეული შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ.

2.3. მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს“ თავმჯდომარის 2012 წლის 28 იანვრის ცნობის თანახმად, პ. ჭ. არის მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს“ წევრი 1993 წლიდან, რომლის ნაკვეთის ნომერია XX.

2.4. 2012 წლის 03 სექტემბერს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. უფლების დამდგენ დოკუმენტად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მებაღის წიგნაკი.

2.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 07 სექტემბრის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2012 წლის 03 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდზე N7XX.XX.XX.XXX. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილ მებაღის წიგნაკზე გადასწორებული იყო მებაღის წიგნაკის ნომერი, ასევე, მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. შესაბამისად, უნდა წარედგინა სრულყოფილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

2.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2012 წლის 08 ოქტომბერს მიიღო №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2012 წლის 03 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.

2.7. 2013 წლის 25 მარტს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

2.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 მარტის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2013 წლის 25 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილ მებაღის წიგნაკზე გადასწორებული იყო მებაღის წიგნაკის ნომერი, ასევე, მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. წარსადგენი იყო მოქმედი კანონმდელობით განსაღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

2.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2013 წლის 29 აპრილს მიიღო № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2013 წლის 25 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით.

2.10. 2015 წლის 10 მარტს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმი.

2.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პ. ჭ.-ს მის მიერ 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილების თანახმად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანო მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო განცხადება იგივე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ № XXXXXXXXXXXX და № XXXXXXXXXXXX გადაწყვეტილებები. ამასთან, № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს. ამდენად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

2.12. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება პ. ჭ.-ს მიერ 2015 წლის 19 მარტს გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელმაც 2015 წლის 17 აპრილის №XXXXX გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით

2.13. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის (რეგისტრაციაზე უარის თქმა) ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში მარეგისტრირებელი ორგანო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ, თუ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლები.

2.14. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.

2.15. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე.

2.16. აღნიშნული ნორმებიდან გამომდინარე რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო პ. ჭ.-სთვის უარი ეთქვა 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან იგივე საკითხზე (იგივე უძრავ ქონებაზე) უკვე ნამსჯელი ჰქონდა 2012 წლის 07 სექტემბრის № XXXXXXXXXXXX-XX და 2013 წლის 29 მარტის № XXXXXXXXXXXXგადაწყვეტილებებით, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ასევე 2012 წლის 08 ოქტომბრის № XXXXXXXXXXXX-XX და 2013 წლის 29 აპრილის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებებით, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო.

2.17. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს 2015 წლის 10 მარტის განცხადებით საქმისათვის არსებითი ხასიათის რაიმე ახალი მტკიცებულება მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისთვის არ წარუდგენია. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლი სამსახურს ანიჭებდა უფლებამოსილებას განუხილველად უარი ეთქვა პ. ჭ.-ს 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, გასაჩივრებული მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით.

2.18. რაიონული სასამართლო დაეთანხმება მოპასუხეთა წარმომადგენლის მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელეს არ წარუდგენია საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სრულყოფილი დოკუმენტი, რის გამოც ვერ მოხდებოდა საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ასეთ დოკუმენტად ვერ ჩაითვლება მოსარჩელის მიერ წარდგენილი მებაღეობის წიგნაკი, რომელშიც წიგნაკის გაცემის თარიღად მითითებულია 1982 წლის 22 ივნისი, მებაღეობის წევრად მიღების თარიღად მითითებულია 1982 წელი. მებაღის წიგნაკში გადახაზულია შ. ჯ. და მის ნაცვლად მითითებულია პ. ჭ., აღნიშნული შესწორება დამოწმებულია ბეჭდით, თუმცა არ დგინდება, როდის განხორციელდა ცვლილება.

2.19. რაიონული სასამართლოს მითითებით, მოწმის სახით დაკითხულმა პროფკომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ს. შ.-მ განმარტა, რომ მებაღის წიგნაკი თავდაპირველად გაცემული იყო შ. ჯ.-ზე, 1993 წელს მისი ნაკვეთი გადაეცა პ. ჭ.-ს.

2.20. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1986 წლის 14 ნოემბრის №709 დადგენილების დამტკიცებული მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების მე-17 პუნქტის თანახმად, მებაღეობის ამხანაგობის წევრებს 400-დან 600 კვ.მეტრამდე მიწის ნაკვეთები გამოეყოფოდათ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით. აღნიშნული დადგენილების გათვალისწინებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ სასოფლო-სამეუნეო დანიშნულების კოლექტიური მებაღეობის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება მოიპოვება საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილების ან კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მებაღეობის წიგნაკის საჯარო რეესტრში ეროვნულ სააგენტოს შესაბამის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენით.

2.21. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმით მოსარჩელეს უფლება არ უდგინდება. მართალია აღნიშნულ ოქმის თანახმად ნება დაერთო გადაეცეს შ. ჯ.-ს მიწის ნაკვეთი NXX, პ. ჭ.-ს გაწეული შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ, თუმცა პროფკომიტეტი არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად მიეღო აღნიშნული გადაწყვეტილება მიწის ნაკვეთის გადაცემის შესახებ, ვინაიდან ზემოაღნიშნული №709 დადგენილების თანახმად, მიწის ნაკვეთები გამოიყოფოდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით.

2.22. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 1986 წლის 14 ნოემბრის №709 დადგენილების დამტკიცებული მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდება არ ითვალისწინებდა სხვა პირის მიმართ გაცემული წიგნაკის გადასწორების და ამხანაგობის ახალ წევრზე გაცემის შესაძლებლობას, შესაბამისად, მებაღეობის ამხანაგობა ,,მ.-ს“ ყოფილი თავმჯდომარის მიერ დაირღვა ამ დებულების მოთხოვნები წიგნაკის მონაცემების არსებითად გადასწორებით.

2.23. რაიონული სასამართლოს განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი მე-4 მთავარი სამმართველოსთან არსებული კოტორაანთკარის მებაღეობის ამხანაგობის ,,მ.-ს“ მიერ 1982 წლის 22 ივნისს გაცემული №XX მებაღის წიგნაკი, გარდა იმისა, რომ გადასწორებულია, ასევე მასში არ არის მითითებული მიწის ნაკვეთის მისამართი, რაც უძრავ ნივთზე რეგისტრაციისთვის სავალდებულო რეკვიზიტია.

2.24. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ ინსტრუქციის მე-141 მუხლის თანახმად, მებაღეობის წიგნაკში, სავალდებულო რეკვიზიტებია: მებაღეობის დასახელება, გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მისამართი და ფართობი, მებაღეობის ამხანაგობის ბეჭედი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მებაღეობის წიგნაკში არ არის მითითებული გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მისამართი. ვინაიდან, მებაღეობის წიგნაკი არ არის შევსებული და გაცემული კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული დოკუმენტი არ ქმნის მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძველს.

2.25. რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, იმისათვის, რომ მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს არსებითად განეხილა პ. ჭ.-ს განცხადება, მას უნდა წარედგინა საქმისათვის მნიშვნელოვანი რაიმე ახალი მტკიცებულება, რაც განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წინაპირობას შექმნიდა.

2.26. რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ახალი უფლების დამდგენი დოკუმენტი შეიძლება იყოს საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტი, რომლის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7[3] მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

2.27. ამდენად, რაიონული სასამართლოს მითითებით, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით განსაზღვრული გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. აღნიშნული ნორმის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული აქტები - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აპრილის №XXXXX გადაწყვეტილება, ასევე მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის N XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შესაბამისი უფლების რეგისტრაციის ნაწილშიც.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოტივზე იმდენად არასრულყოფილად მიუთითა ყველა ის სამართლებრივი საფუძველი, რითაც სასარჩელო მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილებულიყო. სასამართლო გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ ,,2015 წლის 10 მარტს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონი სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციის თაობაზე მებაღის წიგნაკის საფუძველზე, რაზეც უარი ეთქვა’’. მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ პ. ჭ.-ს მიერ წარდგენილი იყო არამარტო ,,მებაღის წიგნაკი’’, თუმცა ხარვეზიანი, სადაც გადასწორებულია მფლობელის სახელი, მაგრამ იქვე ბეჭდით დამოწმებულია და გადასწორებულს ადასტურებს უფლებამოსილი პირი მებაღეობა ,,მ.-ს’’ იმდროინდელი თავმჯდომარე ს. შ., რითაც დგინდება, რომ წიგნაკის მფლობელი არის ჭ. პ. ნ.-ს ძე. ასევე წარდგენილი ჰქონდა პროფკავშირების სხდომის ოქმი (29.12.1993წ.) დამოწმებული მებაღეობა ,,მ.-ს’’ მიერ სველი ბეჭდით, რითაც დადასტურებული იქნა წიგნაკის ნომრის სისწორე და მიწის ნაკვეთის მფლობელის იდენტურობა და მებაღეობა ,,მ.-ს’’ მიერ 28.11.2012წ. გაცემული ცნობა. აღნიშნული დოკუმენტაცია მებაღის წიგნაკთან ერთად მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე და უნდა განხორციელებულიყო მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

3.2. აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო პ. ჭ.-სათვის უარი ეთქვა 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, რადგან იგივე საკითხებზე უკვე ნამსჯელი ჰქონდა 2012 წლის 07 სექტემბრის № XXXXXXXXXXXX და 2013 წლის 29 მარტის № XXXXXXXXXXXX გადაწყვეტილებებით და ,,მოსარჩელეს 2015 წლის განცხადებით საქმისათვის არსებითი ხასიათის რაიმე ახალი მტკიცებულება მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურისათვის არ წარმოუდგენია’’, მაგრამ ვერ დაასაბუთა, თუ რატომ არ გაიზიარა აპელანტის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ განსხვავებით წინა № XXXXXXXXXXXX და № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო წარმოებისა, წარდგენილი იყო პროფკავშირების სხდომის ოქმი (29.12.1993წ.), დამოწმებული მებაღეობა მ.-ს მიერ სველი ბეჭდით, საიდანაც დგინდება, რომ მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი შ. ჯ. (რომლის სახელიც გადაშლილია მებაღის წიგნაკში) ვეღარ ამუშავებს ნაკვეთს და ითხოვს მის ჩაბარებას, ხოლო მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი პ. ჭ. ითხოვს ნაკვეთის გამოყოფას კოტორაანთკარში. პროფკავშირების სხდომის გადაწყვეტილებით შ. ჯ.-ს ნაკვეთი №XX გადაეცა პ. ჭ.-ს. ამ დოკუმენტის დედნის სახით წარდგენას არსებითად უნდა შეეცვალა გარემოება, რადგან იგი მებაღეობა ,,მ.-ს’’ მიერ 28.11.2012წ. გაცემული ცნობასთან (რომლიდანაც დგინდება, რომ პ. ჭ. ნამდვილად არის მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი 1993 წლიდან და მისი ნაკვეთის ნომერია №XX) და მებაღის წიგნაკთან ერთად მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე.

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ ,,1986 წლის 14 ნოემბრის №709 დადგენილებით დამტკიცებული მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების მე-17 პუნქტის თანახმად, მებაღეობის ამხანაგობის წევრების 400-დან 600 კვ.მეტრამდე მიწის ნაკვეთები გამოეყოფოდათ საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის, ადმინისტრაციისა და პროფკავშირის კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით სასამართლომ მიიჩნია, რომ პროფკომიტეტი არ იყო უფლებამოსილი დამოუკიდებლად მიეღო გადაწყვეტილება და შ. ჯ.-ს მიწის ნაკვეთი №XX 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმით გადაეცა პ. ჭ.-სათვის გაწეული შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ პროფკავშირის სხდომის ოქმით ეს მიწის ნაკვეთი კი არ გამოეყო მოსარჩელეს, არამედ ეს ნაკვეთი ერთი ამხანაგობის წევრის სარგებლობიდან გადავიდა მეორე ამხანაგობის წევრის სარგებლობაში. ამასთან, თავდაპირველი მფლობელი შ. ჯ. რადგან ვერ ამუშავებდა მიწის ნაკვეთს, გავიდა ამხანაგობიდან, ხოლო პ. ჭ. გახდა ამხანაგობის წევრი და შესაბამისად, შ. ჯ. თავდაპირველად გამოყოფილი მიწის ნაკვეთის მფლობელი. 1986 წლის 14 ნოემბერის №709 დადგენილებით დამტკიცებული მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების 22-ე პუნქტის თანახმად ,,მებაღეობის ამხანაგობიდან გასული წევრის ნაცვლად ამხანაგობის წევრად მიღებული პირი ვალდებულია გადაიხადოს შესასვლელი შენატანი, აგრეთვე ამხანაგობიდან გასული პირისათვის დასაბრუნებელი მიზნობრივი თანხები (შენობა-ნაგებობათა ცვეთის გათვალისწინებით), საზაფხულო საბაღე სახლისა და სხვა ნაგებობების, ხილ-კენკროვანი ნარგავების ღირებულება, მიწის ნაკვეთის ასათვისებლად გაწეული სხვა ხარჯები.’’ აპელანტის მითითებით, მან სრულად გადაუხადა ყველა გაწეული ხარჯი შ. ჯ.-ს, რაც დადასტურებულია პროფკავშირების სხდომის ოქმით. აღნიშნულით კი დასტურდება, რომ პ. ჭ. გახდა შ. ჯ.-ს სახელზე გამოყოფილი ნაკვეთის მესაკუთრე. ხოლო ის ფაქტი, თუ რატომ მოხდა მებაღის წიგნაკში გადასწორება, განმარტებული იქნა მოწმე ს. შ.-ს ჩვენებით. მოწმემ განაცხადა, რომ 1993 წელს მებაღის წიგნაკები ფიზიკურად აღარ გამოდიოდა, არ იშოვებოდა და იძულებულები იყვნენ მიემართათ ასეთი ფორმისათვის. მოწმე შ.-მ დაადასტურა, რომ ხელისმოწერა, როგორც გადასწორებულ მებაღის წიგნაკზე, ისე პროფკავშირების სხდომის ოქმზე, ეკუთვნოდა მას და პ. ჭ.-ს მებაღეობაში გაწევრიანება მოხდა სრულიად კანონიერად. ასევე საქმეშია მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს’’ თავჯდომარის მიერ 2012 წლის 28 იანვარს გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პ. ჭ. არის მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი 1993 წლიდან და მისი ნაკვეთის ნომერია XX. ეს გარემოებები, წარმოდგენილი მტკიცებულებანი, მათ შორის მოწმის ჩვენება სრულად უსამართლოდ არ იქნა გათვალისწინებული და გაზიარებული სასამართლოს მიერ, რის გამოც გამოტანილი იქნა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის სასამართლომ ნაწილობრივ არასწორად განმარტა კანონი, რის შედეგადაც მიღებული იქნა ნაწილობრივ სამართლებრივად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. აღნიშნული გარემოება კი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების საფუძველზე გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების საფუძველს წარმოადგენს.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1 საქმეში წარმოდგენილია მე-4 მთავარი სამმართველოსთან არსებული კოტორაანთკარის მებაღეობის ამხანაგობის ,,მ.-ს“ მიერ 1982 წლის 22 ივნისს გაცემული №XX მებაღის წიგნაკი, მებაღის წიგნაკში გადახაზულია ნაკვეთის მფლობელის შ. ჯ.-ს სახელი და გვარი და მის ნაცვლად მითითებულია პ. ჭ., აღნიშნული შესწორება დამოწმებულია ბეჭდით, თუმცა არ დგინდება, როდის განხორციელდა ცვლილება, ასევე, წიგნაკში მითითებული არ არის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მისამართი.

4.2. 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმის თანახმად, ნება დაერთო გადაეცეს შ. ჯ.-ს მიწის ნაკვეთი NXX, პ. ჭ.-ს გაწეული შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ.

4.3. მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს“ თავმჯდომარის 2012 წლის 28 იანვრის ცნობის თანახმად, პ. ჭ. არის მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.- ს“ წევრი 1993 წლიდან, რომლის ნაკვეთის ნომერია XX.

4.4. 2012 წლის 03 სექტემბერს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. უფლების დამდგენ დოკუმენტად სარეგისტრაციო სამსახურს წარედგინა მებაღის წიგნაკი.

4.5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2012 წლის 07 სექტემბრის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2012 წლის 03 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ სარეგისტრაციოდ წარდგენილ და საჯარო რეესტრში რეგისტრირებული უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს შორის არსებობდა ინსტრუქციით განსაზღვრული ზედდება, კერძოდ, განცხადებას თანდართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის მიხედვით, წარდგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო მონაცემები არ შეესაბამებოდა მომიჯნავე უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემებს და მიწის ნაკვეთის საზღვრები იჭრებოდა მომიჯნავე მიწის ნაკვეთის საზღვრებში, კერძოდ, უძრავი ნივთის საკადასტრო კოდზე N7XX.XX.XX.XXX. შესაბამისად, წარსადგენი იყო კორექტირებული საკადასტრო აზომვითი ნახაზი. განმცხადებელს ასევე ეცნობა, რომ წარდგენილ მებაღის წიგნაკზე გადასწორებული იყო მებაღის წიგნაკის ნომერი, ასევე, მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. შესაბამისად, უნდა წარედგინა სრულყოფილი უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. გადაწყვეტილებით განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

4.6. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2012 წლის 08 ოქტომბერს მიიღო №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2012 წლის 03 სექტემბრის განცხადებასთან დაკავშირებით.

4.7. 2013 წლის 25 მარტს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით.

4.8. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2013 წლის 29 მარტის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2013 წლის 25 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით. გადაწყვეტილებით განმცხადებელს განემარტა, რომ წარდგენილ მებაღის წიგნაკზე გადასწორებული იყო მებაღის წიგნაკის ნომერი, ასევე, მოქალაქის სახელი და გვარი, რომელიც არ იყო დამოწმებული სათანადო წესით. წარსადგენი იყო მოქმედი კანონმდელობით განსაღვრული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. განმცხადებელს ასევე განემარტა, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება და შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარსადგენად განსაზღვრულ ვადაში (30 კალენდარული დღე) დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოება შეწყდებოდა და გადახდილი მომსახურების საფასური უკან დაბრუნებას არ დაექვემდებარებოდა.

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურმა იმ მოტივით, რომ რეგისტრაციის შეჩერების საფუძველი არ იყო აღმოფხვრილი, 2013 წლის 29 აპრილს მიიღო № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, რომლითაც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის 22–ე მუხლის შესაბამისად, შეწყვიტა სარეგისტრაციო წარმოება პ. ჭ.-ს 2013 წლის 25 მარტის განცხადებასთან დაკავშირებით.

4.10. 2015 წლის 10 მარტს პ. ჭ.-მ მიმართა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარში მდებარე 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის მოთხოვნით. განმცხადებელმა სხვა დოკუმენტებთან ერთად წარადგინა 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმი.

4.11. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებით უარი ეთქვა პ. ჭ.-ს მის მიერ 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე. გადაწყვეტილების თანახმად, საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა ურთიერთშეჯერების შედეგად, მარეგისტრირებელმა ორგანო მიიჩნია, რომ ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარდგენილი იყო № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო განცხადება იგივე მოთხოვნით, რომლის თაობაზეც ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტმა მიიღო სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ № XXXXXXXXXXXX და № XXXXXXXXXXXX გადაწყვეტილებები. ამასთან, № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო განცხადებაზე დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი არ ყოფილა ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებების დამადასტურებელი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს. მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი იყო დაინტერესებულ პირს ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტში წარედგინა ისეთი სარეგისტრაციო დოკუმენტაცია, რომელიც არსებითად ცვლიდა გარემოებებს. ამდენად, ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის ,,ზ“ პუნქტის შესაბამისად, მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ.

4.12. რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება პ. ჭ.-ს მიერ 2015 წლის 19 მარტს გასაჩივრდა სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში, რომელმაც 2015 წლის 17 აპრილის №XXXXX გადაწყვეტილებით საჩივარი არ დააკმაყოფილდა.
სამართლებრივი დასაბუთება

4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე“. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ“. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

4.14. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების სათანადოდ გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი და მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაევალოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

4.15. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ’’ პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე მუხლის ,,კ’’ პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო დოკუმენტი არის სამართლებრივი აქტი, რომელიც უშუალოდ წარმოშობს ამ კანონით განსაზღვრული რეგისტრაციის მოთხოვნის უფლებას. ხოლო, ,,ლ’’ პუნქტის შესაბამისად, სარეგისტრაციო დოკუმენტაცია არის რეგისტრაციის მიზნით მარეგისტრირებელ ორგანოში წარსადგენი სარეგისტრაციო და სხვა დოკუმენტები.

4.16. ,,ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ’’ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზანია მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ, აგრეთვე თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფო საკუთრების მიწაზე ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნების საკუთრების უფლების აღიარებით (შემდგომში – საკუთრების უფლების აღიარება) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ფონდის ათვისება და მიწის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა. იმავე კანონის მე-2 მუხლის ,,ა’’ პუნქტის მიხედვით, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებული მიწა არის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, რომელზედაც (მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაზე) ფიზიკურ ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს ან კანონით გათვალისწინებულ სხვა ორგანიზაციულ წარმონაქმნს მართლზომიერი მფლობელობის უფლება წარმოეშვა ამ კანონის ამოქმედებამდე, ასევე ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხული, 1994 წლამდე თვითნებურად დაკავებული მიწა. იმავე მუხლის ,,დ’’ პუნქტის მიხედვით, საკუთრების უფლების აღიარება არის ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნისათვის სახელმწიფო საკუთრების სასოფლო ან არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის, მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით (აშენებული, მშენებარე ან დანგრეული) ან მის გარეშე, ამ კანონითა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით დამტკიცებული ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესით განსაზღვრული პირობებისა და პროცედურის შესაბამისად საკუთრებაში სასყიდლიანი ან უსასყიდლო ფორმით გადაცემა. ზემოაღნიშნული კანონის მე-4[1] მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების თანახმად, მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებაზე უფლებამოსილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც აღნიშნულ უფლებამოსილებას ახორციელებს კანონით დადგენილი წესით. მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარება ხორციელდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში მართლზომიერი მფლობელის (მოსარგებლის) საკუთრების უფლების რეგისტრაციით.

4.17. საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 15 სექტემბრის №525 ბრძანებულებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მიწის მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) დამადასტურებელი დოკუმენტი არის ცნობა-დახასიათება თანდართული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), საკომლო წიგნიდან ამონაწერი, მებაღის წიგნაკი, „საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ“ საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის № 48 დადგენილების შესაბამისად სოფლის (დაბის) ადგილობრივი მმართველობის ორგანოების გადაწყვეტილებით შექმნილი მიწის რეფორმის კომისიის მიერ შედგენილი და სოფლის (დაბის) ყრილობაზე (საერთო კრებაზე) დამტკიცებული მიწების განაწილების სია თანდართული მიწის გამოყოფის გეგმით ან მის გარეშე, ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) ორგანოების მიერ დამტკიცებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწით სარგებლობისათვის სარეგისტრაციო პერიოდში მოქმედი საგადასახადო სია, „ფიზიკური პირებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კერძო საკუთრებად გამოცხადების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებამდე, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების შემთხვევაში ასევე აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, დადგენილი წესით, სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოების მიერ გაცემული მიწის ნაკვეთის მიმაგრების აქტი ან მიწის ნაკვეთის გეგმა, სასამართლოს აქტი ან/და სხვა დოკუმენტი, აგრეთვე „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის 7[3] მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირების მიმართ ამავე პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე – პრივატიზაციის გეგმა, 1999 წლამდე შედგენილი დროებით სარგებლობის დამადასტურებელი მოქმედი დოკუმენტი, 1999 წლამდე მიწის ნაკვეთის ან/და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ბალანსზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით არ არის გაუქმებული, ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივში აღრიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი, მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის პროექტი.

4.18. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სადავო აქტების გამოცემისას სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საკითხი იმის შესახებ, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები რატომ არ წარმოადგენდა მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ დოკუმენტებს. სააპელაციო პალატა არ იზიარებს რაიონული სასამართლოს, ასევე მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მსჯელობას და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ საჯარო რეესტრში წარდგენილი დოკუმენტები წარმოადგენდნენ სადავო მიწის ნაკვეთზე მართლზომიერი მფლობელობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს. კერძოდ, საქმეში წარმოდგენილია მე-4 მთავარი სამმართველოსთან არსებული კოტორაანთკარის მებაღეობის ამხანაგობის ,,მ.-ს“ მიერ 1982 წლის 22 ივნისს გაცემული №XX მებაღის წიგნაკი, მებაღის წიგნაკში გადახაზულია ნაკვეთის მფლობელის შ. ჯ.-ს სახელი და გვარი და მის ნაცვლად მითითებულია პ. ჭ., აღნიშნული შესწორება დამოწმებულია ბეჭდით, თუმცა არ დგინდება, როდის განხორციელდა ცვლილება, ასევე, წიგნაკში მითითებული არ არის 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მისამართი. ამასთან, 1993 წლის 29 დეკემბრის პროფკომიტეტის სხდომის ოქმის თანახმად, ნება დაერთო გადაეცეს შ. ჯ.-ს მიწის ნაკვეთი NXX, პ. ჭ.-ს გაწეული შრომის ანაზღაურების სანაცვლოდ. მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს“ თავმჯდომარის 2012 წლის 28 იანვრის ცნობის თანახმად, პ. ჭ. არის მცხეთის რაიონის სოფელ კოტორაანთკარის მებაღეობა ,,მ.-ს“ წევრი 1993 წლიდან, რომლის ნაკვეთის ნომერია XX. რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პროფკომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ს. შ.-მ განმარტა, რომ მებაღის წიგნაკი თავდაპირველად გაცემული იყო შ. ჯ.-ზ, 1993 წელს მისი ნაკვეთი გადაეცა პ. ჭ.-ს. საქმეში წარმოდგენილი სანოტარო აქტით ი. ს., თ. კ. და ა. ო. ადასტურებენ, რომ პ. ჭ. 1993 წლიდან ფლობს და სარგებლობს 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთით. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული მტკიცებულებები ადასტურებენ სადავო მიწის ნაკვეთზე პ. ჭ.-ს მართლზომიერი მფლობელობის (სარგებლობის) ფაქტს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, თითქოს მებაღის წიგნაკით ვერ დგინდება უძრავი ნივთის მისამართი, ვინაიდან ცალსახად არის დადგენილი, რომ პ. ჭ.-ს გადაცემული აქვს მანამდე შ. ჯ.-სათვის გადაცემული მიწის ნაკვეთი NXX, რომელსაც მოსარჩელე, მოწმეთა ჩვენების მიხედვით, 1993 წლიდან დღემდე ფაქტობრივად ფლობს. სააპელაციო პალატა ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებაც, თითქოს მებაღის წიგნაკი გაცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ვინაიდან მისი ნამდვილობა სადავოდ არავის არ გაუხდია და კანონით დადგენილი წესით მისი გაუქმება არავის არ მოუთხოვია. რაც შეეხება მებაღის წიგნაკში შესწორების შეტანას, მას ხელს აწერს და შესწორებას ადასტურებს მე-4 მთავარი სამმართველოსთან არსებული კოტორაანთკარის მებაღეობის ამხანაგობა ,,მ.-ს“ მაშინდელი თავმდომარე, ამასთან, რაიონულ სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა პროფკომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ს. შ.მ განმარტა, რომ იმ პერიოდისათვის არ გააჩნდათ მებაღის წიგნაკის ახალი ფორმები, რის გამოც იძულებული იყვნენ შესწორების შეტანის გზით მოეხდინათ მისი მონაცემების შეცვლა. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ კიდევ ერთხელ უნდა შეისწავლოს და გამოიკვლიოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და გამოსცეს ახალი დასაბუთებული აქტი სადავო საკითხის მიმართ.

4.19. სააპელაციო პალატა ასევე ვერ გაიზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოპასუხე სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახური უფლებამოსილი იყო პ. ჭ.-სთვის უარი ეთქვა 2015 წლის 10 მარტის განცხადებით მოთხოვნილი უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე, ვინაიდან იგივე საკითხზე (იგივე უძრავ ქონებაზე) უკვე ნამსჯელი ჰქონდა 2012 წლის 07 სექტემბრის №XXXXXXXXXXXX-XX და 2013 წლის 29 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებებით, რომლითაც შეჩერდა სარეგისტრაციო წარმოება, ასევე 2012 წლის 08 ოქტომბრის № XXXXXXXXXXXX-XX და 2013 წლის 29 აპრილის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილებებით, რომლითაც სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოუდგენლობის გამო. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, განცხადება იმ საკითხთან დაკავშირებით, რომლის თაობაზედაც არსებობს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განცხადების, აგრეთვე საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, შეიძლება წარდგენილი იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ფაქტობრივი ან სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც საფუძვლად დაედო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას, შეიცვალა დაინტერესებული პირის სასარგებლოდ, ან თუ არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი (მტკიცებულებები), რომლებიც განაპირობებს განმცხადებლისათვის უფრო ხელსაყრელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ განცხადებაში არ არის მითითებული ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებანი, ადმინისტრაციული ორგანო განცხადების განუხილველად გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს განცხადებაზე უარის თქმის შესახებ. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი აქტი, რომლის საფუძველზედაც უარი ითქვა განცხადების დაკმაყოფილებაზე. მოცემულ სადავო საკითხთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლო იზიარებს აპელანტის განმარტებას იმის შესახებ, რომ განსხვავებით წინა № XXXXXXXXXXXX და № XXXXXXXXXXXX სარეგისტრაციო წარმოებისა, განსახილველ შემთხვევაში წარდგენილი იყო პროფკავშირების სხდომის ოქმი (29.12.1993წ.), დამოწმებული მებაღეობა მ.-ს მიერ სველი ბეჭდით, საიდანაც დგინდება, რომ მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი შ. ჯ. (რომლის სახელიც გადაშლილია მებაღის წიგნაკში) ვეღარ ამუშავებს ნაკვეთს და ითხოვს მის ჩაბარებას, ხოლო მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი პ. ჭ. ითხოვს ნაკვეთის გამოყოფას კოტორაანთკარში. პროფკავშირების სხდომის გადაწყვეტილებით შ. ჯ.-ს ნაკვეთი №XX გადაეცა პ. ჭ.-ს. ამ დოკუმენტის დედნის სახით წარდგენას არსებითად უნდა შეეცვალა გარემოება, რადგან იგი მებაღეობა ,,მ.-ს’’ მიერ 28.11.2012წ. გაცემული ცნობასთან (რომლიდანაც დგინდება, რომ პ. ჭ. ნამდვილად არის მებაღეობა ,,მ.-ს’’ წევრი 1993 წლიდან და მისი ნაკვეთის ნომერია №XX) და მებაღის წიგნაკთან ერთად მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ განხილული უნდა ყოფილიყო, როგორც დაინტერესებული პირის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები მის მიერ მოთხოვნილ მიწის ნაკვეთზე. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძველი.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ პ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; უნდა გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება; პ. ჭ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აპრილის №XXXXX გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს უნდა დაევალოს, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

6. საპროცესო ხარჯები

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. მითითებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პ. ჭ.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად უნდა დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ რაიონულ სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება საერთო ჯამში 250 ლარის ოდენობით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. პ. ჭ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს მცხეთის რაიონული სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 13 ნოემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. პ. ჭ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 12 მარტის № XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 17 აპრილის №XXXXX გადაწყვეტილება და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების ხელახალი გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ იმავე საკითხზე ერთი თვის ვადაში გამოსცეს ახალი დასაბუთებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;
5. სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მცხეთის სარეგისტრაციო სამსახურს და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს პ. ჭ.-ს სასარგებლოდ თანაბარწილად დაეკისროთ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ რაიონულ სასამართლოში და სააპელაციო სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება საერთო ჯამში 250 ლარის ოდენობით;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.