ნახვები: 410
საქმის ნომერი: 3ბ/681-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/681-16 (2016-07-07), www.temida.ge
საქმის № 330310015001129375
საქმის № 3ბ/681-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       07 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოპასუხე) - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - შ.კ.

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) - თ. შ.-
წარმომადგენელი - გ. გ.

თავდაპირველი თანამოპასუხე - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა
წარმომადგენელი - მ. ყ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა და ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით თ. შ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება; დაევალა მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას არსებითად განიხილოს თ. შ.-ს განცხადება ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზ., კორპუსი N--., ბინა N--–ის თ. შ.-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და აღნიშნულზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი; მოპასუხეებს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელე თ. შ.-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 100 (ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს სსრ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საცხოვრებელი განყოფილების მიერ 19-- წლის -- ოქტომბრის №------ ორდერით მოქალაქე ვ. გ.-ს ასულ შ.-ს ოთხსულიან ოჯახს გამოეყო (გაცვლის წესით, მოქალაქე ვ.ს შ.-თან) ქალაქ თბილისში, მ.-ს პროსპექტი, სახლი N---, ბინა N--, რომელიც შედგება სამი ოთახისაგან, ფართობი – 45 კვ.მ. ამავე ორდერის თანახმად მითითებული ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან: ვ. გ.-ს ასული შ., მ. შ.-ს ძე შ., დ. მ.-ს ასული შ., თ. მ.-ს ასული შ.. ამასთან, დადგენილია, რომ ვ. შ.-, ვ. შ. და დ. ჭ.- (ქორწინებამდელი გვარი შ.-) უარს აცხადებენ ქალაქ თბილისში, მ.-ს პროსპექტზე, სახლი N---, N--- ბინის მათი კუთვნილი წილის პრივატიზებაზე, თ. შ.-ს სასარგებლოდ.

2.2. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 20-- წლის -- ივლისის წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებელს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ, ბინა N---–ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, საბინაო ფონდში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადაეცა ამიერკავკაციის სამხედრო ოლქის მიერ, 19-- წლის -- მაისის მიღება–ჩაბარების აქტით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის -- ივნისის წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, უძარავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ, ბინა N---–ში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის.

2.3. თ. შ.-მ 20-- წლის -- ივნისს №--/----------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, მ.-ს გამზ., კორპუსი ---, ბინა N----ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2013 წლის 6 სექტემბერს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება და ასევე ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება. აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას დაევალა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. ამავდროულად განისაზღვრა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე. 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, რომლის 1-ლი მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ წესით. მიუხედავად იმისა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლერივი აქტების მიღებამდე, მე-2 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ,,კანონიერ მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად (რომელიც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული). აღნიშნულიდან გამომდინარე განმარტა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, რომელიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) საკუთრებაში გადაცემის საკითხს, სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილოს თ. შ.-ს მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

2.4. თ. შ.-მ (წარმომადგენელი ხ. ბ.) 20-- წლის - აგვისტოს №--/----------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის 20-- წლის - აგვისტოს №--/----------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

2.5. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში სადავოა ის გარემოება, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა იყო თუ არა უფლებამოსილი არსებითად ემსჯელა თ. შ.-ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მან მოითხოვა ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ., ბინა N----ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. სასამართლოს შეფასებით აღნიშნული არსებითი მსჯელობისა და შეფასების კატეგორიას წარმოადგენს.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.6. საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება თ. შ.-ს ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ასევე ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც ითხოვს მოსარჩელე თ. შ.-, მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის მიმართ, კერძოდ, არსებითად განიხილოს თ. შ.-ს განცხადება ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზ., კორპუსი N--., ბინა N--–ის თ. შ.-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ.

2.7. მოცემულ შეთხვევაში მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს - ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და დაევალოს მოპასუხე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის არსებითად განიხილოს თ. შ.-ს განცხადება ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზ., კორპუსი N--., ბინა N--–ის თ. შ.-სათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ და აღნიშნულზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი.

სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული იყო „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ (2014 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი), რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავდა დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ამავე წესის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდებოდა შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. ამავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

სასამართლომ განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 2.5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-1ს საქართველოს კანონით ცვლილება იქნა შეტანილი სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში, კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მათ შორის, დამატებითი საპრივატიზებო პირობები. ამ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ არსებული საპრივატიზებო პირობისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დადგენილი შესაბამისი საპრივატიზებო პირობა უქმდება. ასევე დადგინდა შემდეგი: ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს როგორც „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება; „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, ხოლო სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში; ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №189, რომლითაც დამტკიცდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’. ამასთან, რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა.

დადგენილია, რომ, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებამ (ამოქმედდა 2014 წლის 24 თებერვალს), გამოიწვია „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. ამასთან, რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ უზრუნველყოფილი არ ყოფილა შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამდენად, მითითებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება მოქმედია დღეის მდგომარეობითაც და იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

2.8. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 20-- წლის -- თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ხოლო 1.3 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი სახის ნორმატიულ აქტს კი, როგორც უკვე აღინიშნა წარმოადგენს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში-ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს, დასახელებული დებულების 1.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსბული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. ამავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის თანახმად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-2 მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ,,კანონიერ მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერ მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, რომელიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის(ბინები) საკუთრებაში გადაცემის საკითხს, სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს თ. შ.-ს მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

2.9. სასამართლომ მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობა ნორმატიულ აქტში, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია).

,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22.10 მუხლის თანახმად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება. რაც ნიშნავს იმას, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედება უნდა ემყარებოდეს შესაბამის საკანონმდებლო ნორმას, რაც მას მისცემს მითითებული ქმედების განხორციელების უფლებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 601-ე მუხლში ჩამოთვლილია ის საფუძვლები, რომელთა არსებობის შემთხვევაშიც შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

მოცემულ შემთხვევაში, თ. შ.-ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე მსჯელობისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის პოზიცია, რატომ არ არის შესაძლებელი იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ საფუძველზე, დაუსაბუთებელია.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას არსებითად უნდა განეხილა თ. შ.-ს მიერ წარდგენილი განცხადება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიეღო არსებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს უკვე მიღებული იქნა №189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ’’. ხოლო რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 1 თვის ვადაში რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.

ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების (რომელიც ძალაშია დღეის მდგომარეობით) და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ შესაბამისი დებულებების საფუძველზე, არსებითად განეხილა თ. შ.-ს მიერ წარდგენილი განცხადება, რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისის მ.-ს გამზ. N---. ბ. --უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება.

2.10. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება თ. შ.-ს წარმომადგენლის ხ. ბ.-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება, რომლითაც თ. შ.-ს წარმომადგენელს ხ. ბ.ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

3. სააპელაციო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის განმარტებით, საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის თანახმად სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით.

ამავე კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; გ) არასწორად განმარტა კანონი. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს და არასწორად განმარტა კანონი. ამავე კოდესის 394-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლებია და გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად თუ გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული და დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლინობის შემოწმება შეუძლებელია.

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ არ იქნა გამოყენებული კანონი რომელიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად იქნა განმარტებული კანონი და არასწორად იქნა დადგენილი საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ:

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დგინდება, რომ საქართველოს სსრ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საცხოვრებელი განყოფილების მიერ 19-- წლის -- ოქტომბრის N------ ორდერით მოქალაქე ვ. გ.-ს ასულ შ.-ს ოთხსულიან ოჯახს გამოეყო (გაცვლის წესით, მოქალაქე ვ.ს შ.-თან) ქ. თბილისში, მ.-ს გამზირი, სახლი N--- დ, ბინა N---, რომელიც შედგებობა სამი ოთახისაგან, ფართი - 45 კვ.მ. ამავე ორდერის თანახმად, მითითებული ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისგან და ესენი იყვნენ: ვ. გ.-ს ასული შ., მ. შ.-ს ძე შ., დ. მ.-ს ასული შ. და თ. მ.-ს ასული შ..

20-- წლის -- ივნისს N--/---------- განცხადებით მოქალაქე თ. შ.-მ მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, მ.-ს გამზირი, სახლი N--- დ, ბინა N----ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ასევე დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის N--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, განმცხადებლის ზემოაღნიშნული მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. განმცხადებელს განემარტა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე რომელიც მოაწესრიგებდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის საკითხს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილა მოქალაქე თ. შ.-ს მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოქალაქე თ. შ.-ს წარმომადგენლის, ხ. ბ.-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის N--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 29 იანვრის N3/8212-15 გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის N--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N --- ბრძანება და სამგორის რაიონის გამგეობას დაევალა არსებითად განიხილოს მოთხოვნილი საცხოვრებელი ფართის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ განცხადება, გამოსცეს აღნიშნულზე ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლად ძირითადად მიუთითებს ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონზე და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონის 22.10 მუხლის თანახმად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ხოლო, ამავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობას კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის ადგილობრივი მოსარგებლეებისათვის უსაყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N189 დადგენილების საფუძველზე უნდა ემსჯელა არსებითად თ. შ.-ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება საცხოვრებელი ბინის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის საკითხზე. აღნიშნული განმარტებით სასამართლომ დაარღვია სამართლის ნორმა, კერძოდ, გამოიყენა კანონი რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან ,,ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯარო სამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით".

განსახილველ შემთხვევაში, 2013 წლის 6 სექტემბერს "სახელმწიფო ქონების შესახებ" საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლითაც ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა „კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზორილებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულება და ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე "რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულება. აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს მთავრობას დაევალა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. ამავდროულად განისაზღვრა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე.

2014 წლის 20 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს მთავრობის N189 დადგენილება კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზორილებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებების, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზორილებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესით. ასეთ ნორმატიულ აქტს კი, შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე წარმოადგენს "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილს N219 ბრძანებულება, რომლის მე-2 მუხლის შესაბამისად, "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზორილებული და არაიზორილებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულების თანახმად, რომელიც როგორც უკვე აღინიშნა გამოცხადდა ძალადაკარგულად.

ამდენად, იქიდან გამომდინარე, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის ამოქმედებამდე მოქმედი "სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის N219 ბრძანებულება, განსახილველი სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტად უთითებს ძალადაკარგულ სამართლებრივ აქტზე, კერძოდ ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის N73 ბრძანებულებაზე და არც ახალი ნორმატიული აქტი გამოცემულა, რომელიც დაარეგულირებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ფართობის საკუთრებაში გადაცემის წესს, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას გადაეწყვიტა მოქალაქე თ. შ.-ს მოთხოვნა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ქ. თბილისში, მ.-ს გამზირი, სახლი ---, ბინა ---ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.

3.3. აპელანტის განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის N3/8212-15 გადაწყვეტილება არის უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი, სასამართლოს მიერ არასწორად იქნა დადგენილი საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებები, ასევე არასწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა წარმოდგენილ საქმის მასალებს, რამაც გავლენა იქონია გადაწყვეტილების მიღებაზე და მიღებული იქნა უკანონო გადაწყვეტილება, ასევე სასამართლომ არასწორად განმარტა სამართლის ნორმები.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, თბილისის საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს სსრ ქ. თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის საცხოვრებელი განყოფილების მიერ 19-- წლის -- ოქტომბრის №------ ორდერით მოქალაქე ვ. გ.-ს ასულ შ.-ს ოთხსულიან ოჯახს გამოეყო (გაცვლის წესით, მოქალაქე ვ.ს შ.-თან) ქალაქ თბილისში, მ.-ს პროსპექტი, სახლი N---, ბინა N--, რომელიც შედგება სამი ოთახისაგან, ფართობი – 45 კვ.მ. ამავე ორდერის თანახმად მითითებული ოჯახი შედგებოდა ოთხი წევრისაგან: ვ. გ.-ს ასული შ., მ. შ.-ს ძე შ., დ. მ.-ს ასული შ., თ. მ.-ს ასული შ.. ამასთან, დადგენილია, რომ ვ. შ.-, ვ. შ. და დ. ჭ.- (ქორწინებამდელი გვარი შ.-) უარს აცხადებენ ქალაქ თბილისში, მ.-ს პროსპექტზე, სახლი N---, N--- ბინის მათი კუთვნილი წილის პრივატიზებაზე, თ. შ.-ს სასარგებლოდ.

4.3. საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის 20-- წლის -- ივლისის წერილით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგებელს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეცნობა, რომ ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ, ბინა N---–ში მდებარე უძრავი ქონება ირიცხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, საბინაო ფონდში. ზემოაღნიშნული უძრავი ქონება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს გადაეცა ამიერკავკაციის სამხედრო ოლქის მიერ, 19-- წლის -- მაისის მიღება–ჩაბარების აქტით. ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 20-- წლის -- ივნისის წერილით დასტურდება, რომ უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის მონაცემების თანახმად, უძარავი ქონება, მდებარე ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ, ბინა N---–ში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის.

4.4. თ. შ.-მ 20-- წლის -- ივნისს №--/----------- განცხადებით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას და მოითხოვა ქ. თბილისში, მ.-ს გამზ., კორპუსი ---, ბინა N----ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით მოსარჩელეს ეცნობა, რომ 2013 წლის 6 სექტემბერს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ” კანონში შევიდა ცვლილება. ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება და ასევე ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება. აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საქართველოს მთავრობას დაევალა შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება. ამავდროულად განისაზღვრა, რომ აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორატიული აქტები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე. 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონის მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ”, რომლის 1-ლი მუხლის მესამე პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილ წესით. მიუხედავად იმისა, რომ ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებაში აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ახალი სამართლერივი აქტების მიღებამდე, მე-2 მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ,,კანონიერ მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად (რომელიც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული). აღნიშნულიდან გამომდინარე განმარტა, რომ შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, რომელიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) საკუთრებაში გადაცემის საკითხს, სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებული იყო შესაძლებლობას განეხილოს თ. შ.-ს მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

4.5. თ. შ.-მ (წარმომადგენელი ხ. ბ.) 20-- წლის - აგვისტოს №--/----------- ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ბინის პრივატიზაციაზე უარის თქმის შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/----------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის წარმომადგენლის 20-- წლის - აგვისტოს №--/----------- ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის სამგორის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

სამართლებრივი დასაბუთება

4.6. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

4.7. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც არსებობდა მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები კანონს ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებდნენ მოსარჩელის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის თ. შ.-ს განცხადების არსებითად განხილვის დავალდებულების სამართლებრივი საფუძველი.

4.10. განსახილველ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა იყო თუ არა უფლებამოსილი არსებითად ემსჯელა თ. შ.-ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე, რომლითაც მან მოითხოვა ქალაქ თბილისში, მ.-ს გამზირი, კორპუსი N---დ., ბინა N----ის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა. მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ თ. შ.-ს განცხადებას არსებითად ვერ განიხილავდა და დააკმაყოფილებდა, ვინაიდან ამ დროისათვის არ არსებობს შესაბამისი სამართლებრივი ნორმა, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე არსებული ბინების ფიზიკური პირებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესს დაარეგულირებს.

4.11. სააპელაციო პალატა სრულად იზიარებს საქალაქო სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დამტკიცებული იყო „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’ (2014 წლის 20 თებერვლამდე მოქმედი), რომელიც არეგულირებდა სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის ამ დებულების ამოქმედებამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოთ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავდა დებულებით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. იმავე წესის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდებოდა შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად.

4.12. საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებით დამტკიცებული იქნა ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ დებულება’’, რომლის პირველი მუხლის თანახმადაც, ეს დებულება აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში – ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. იმავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად.

4.13. საქალაქო სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 2.5 მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება: „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე. ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-1ს საქართველოს კანონით ცვლილება იქნა შეტანილი ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონში, კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ გამოცემული ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით განსაზღვრულისგან განსხვავებული, მათ შორის, დამატებითი საპრივატიზებო პირობები. ამ პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ არსებული საპრივატიზებო პირობისაგან განსხვავებული საპრივატიზებო პირობის დადგენის შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტით დადგენილი შესაბამისი საპრივატიზებო პირობა უქმდება. ასევე დადგინდა შემდეგი: ამ კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული სამართლებრივი აქტების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს როგორც „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულება; „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება; საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის საფუძველზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება, ხოლო სათანადო უწყებებმა უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში; ამ კანონის ამოქმედებამდე გამოცემული საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონის საფუძველზე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტების ამოქმედებამდე.

4.14. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს მიღებული იქნა დადგენილება №189, რომლითაც დამტკიცდა ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესი’’. ამასთან, რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა. დადგენილია, რომ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებამ (ამოქმედდა 2014 წლის 24 თებერვალს), გამოიწვია „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების ძალადაკარგულად გამოცხადება. ამასთან, რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ უზრუნველყოფილი არ ყოფილა შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მითითებული საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება მოქმედია დღეის მდგომარეობითაც და იგი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას.

4.15. საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ პირველი მუხლის თანახმად განისაზღვრა, რომ ეს წესი არეგულირებს სახელმწიფო საბინაო ფონდში საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ამოქმედებამდე და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საცხოვრებელ ფონდში არსებული, მათ შორის 20-- წლის -- თებერვლამდე დროებით გადაცემული, არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის კანონიერი მოსარგებლისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესსა და პირობებს, ამ პროცესში წარმოშობილ ურთიერთობებს და განსაზღვრავს ამ წესით გათვალისწინებული ურთიერთობის მხარეებსა და მათ უფლებამოსილებებს. ხოლო 1.3 მუხლის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე რიცხული სამსახურებრივი დანიშნულების არაპრივატიზირებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის სპეციალური წინაპირობები რეგულირდება შესაბამისი ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად. ასეთი სახის ნორმატიულ აქტს კი, როგორც უკვე აღინიშნა, წარმოადგენს „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულება, რომელიც აწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (შემდეგში-ბინები) საკუთრებაში გადაცემის წესს და პირობებს. მითითებული დებულების 1.2 მუხლის თანახმად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინები უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცემა იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც აღნიშნული ბინები დაკავებული აქვთ ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტის საფუძველზე. იმავე დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია, რომ ამ დებულების პირველი მუხლით გათვალისწინებული ბინების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ „კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულებით დადგენილი წესით, ამ დებულებით გათვალისწინებული თავისებურებების შესაბამისად. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტის თანახმად, ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების მე-2 მუხლში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ ,,კანონიერ მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერ მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველს პრეზიდენტის 2007 წლის 29 იანვრის №73 ბრძანებულების თანახმად, რომელიც ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული, ხოლო შესაბამისი სამართლებრივი აქტის მიღებამდე, რომელიც მოაწესრიგებს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის (ბინები) საკუთრებაში გადაცემის საკითხს, სამგორის რაიონის გამგეობა მოკლებულია შესაძლებლობას განიხილოს თ. შ.-ს მიერ მოთხოვნილი უძრავი ქონების უსასყიდლოდ გადაცემის საკითხი.

4.16. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ სწორად მიუთითა ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც განსაზღვრავს ნორმატიული აქტების სახეებს, მათ იერარქიას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების ადგილს საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში, ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების (გამოცემის), გამოქვეყნების, მოქმედების, აღრიცხვისა და სისტემატიზაციის ზოგად წესებს. აღნიშნული კანონის მე-5 მუხლით განსაზღვრულია ანალოგიის გამოყენების შესაძლებლობა ნორმატიულ აქტში, კერძოდ, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კანონით პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია). საჯაროსამართლებრივ ურთიერთობებში კანონის ანალოგია გამოიყენება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძოსამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე (სამართლის ანალოგია). ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22.10 მუხლის თანახმად, საკანონმდებლო აქტს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, მიუხედავად იმისა, მიღებულია (გამოცემულია) თუ არა მის საფუძველზე ან მის შესასრულებლად კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. იმავე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია საკანონმდებლო აქტით დადგენილი ნორმის შესრულებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ მის შესასრულებლად მიღებული (გამოცემული) არ არის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტი, თუ თვით ამ საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, თ. შ.-ს მიერ წარდგენილ განცხადებაზე მსჯელობისას ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის პოზიცია, რატომ არ არის შესაძლებელი იხელმძღვანელოს საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ საფუძველზე, დაუსაბუთებელია. საქალაქო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობას არსებითად უნდა განეხილა თ. შ.-ს მიერ წარდგენილი განცხადება და საქმის ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიეღო არსებითი გადაწყვეტილება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 2014 წლის 20 თებერვალს უკვე მიღებული იქნა №189 დადგენილება ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის შესახებ’’. ხოლო რაც შეეხება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულებას, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1037-Iს საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და ,,ბ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის მიერ 1 თვის ვადაში რაიმე სახით ახალი სამართლებრივი აქტი მიღებული არ ყოფილა და/ან სათანადო უწყების მიერ არ ყოფილა უზრუნველყოფილი შესაბამისი სამართლებრივი აქტის კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. ამდენად, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობა უფლებამოსილი იყო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართობის საკუთრებაში გადაცემის შესახებ’’ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 30 აპრილის №219 ბრძანებულების (რომელიც ძალაშია დღეის მდგომარეობით) და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 20 თებერვლის №189 დადგენილებით დამტკიცებული ,,კანონიერი მოსარგებლეებისათვის გადასაცემი არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართობის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების მიერ კანონიერი მოსარგებლეებისათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის წესის’’ შესაბამისი დებულებების საფუძველზე, არსებითად განეხილა თ. შ.-ს მიერ წარდგენილი განცხადება, რომელიც შეეხებოდა ქ. თბილისის მ.-ს გამზ. N---. ბ. -- უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემას და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მიეღო არსებითი გადაწყვეტილება.

4.17. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენდა ბათილად იქნეს ცნობილი ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება თ. შ.-ს წარმომადგენლის ხ. ბ.-ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებითაც საქალაქო სასამართლომ სწორად განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. იმავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სამგორის რაიონის გამგეობის 20-- წლის -- ივლისის №--/---------- ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის მოთხოვნათა დარღვევით არის მიღებული და იგი მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს საკუთრებასთან დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს, რაც გასაჩივრებული აქტის ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს, შესაბამისად, საქალაქო სასამართლომ სწორად ცნო ბათილად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილის 20-- წლის -- სექტემბრის N--- ბრძანება, რომლითაც თ. შ.-ს წარმომადგენელს ხ. ბ.ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,უ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება;
3. აპელანტი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.