ნახვები: 146
საქმის ნომერი:
საქმეთა კატეგორიები:
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე:
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: საქმე შეეხება ოჯახში - ქმრის მიერ ცოლზე განხორციელებულ - ძალადობის ფაქტს.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, , საქმე № (2018-10-18), www.temida.ge
საქმის № 1ბ/1220-18
საქმის №


საქართველოს სახელით
       18 ოქტომბერი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

სხდომის სახე: ზეპირი მოსმენის გარეშე

მსჯავრდებული: ე. ლ. (პირადი ნომერი: №01027014XXX), დაბადებული 1974 წლის 14 იანვარს, საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არ მქონე, რეგისტრირებული და ფაქტიურად მცხოვრები ქ. თ., კ.-ს ქუჩა №3XX ბინა №6X-ში.

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილი.

სასჯელი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით:
ე. ლ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.
ე. ლ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქა მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე. ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.



მხარეთა პოზიცია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორმა გიორგი შაფათავამ და მოითხოვა მსჯავრდებულისათვის დანიშნული სასჯელის დამძიმება.

მსჯავრდებულმა ე. ლ.-მ ბრალდების მხარის სააპელაციო საჩივარზე წარმოადგინა შესაგებელი და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენის უცვლელად დატოვება.

სასამართლომ დაადგინა:

თ. მ. დაახლოებით 7 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე. ლ.-სთან, რომელიც სისტემატიურად სვავდა ალკოჰოლურ სასმელს, ძალადობდა მასზე, აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ასევე ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც თ. მ. თავს გრძნობდა დამცირებულად, განიცდიდა ტანჯვას და ფიზიკურ ტკივილს. 2017 წლის 6 ნოემბერს ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ე. ლ. მივიდა თ. მ.-სთან სახლში და განახორციელა ძალადობა, კერძოდ: მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შედეგად თ. მ.-მ განიცადა ტანჯვა. ასევე მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: რამდენჯერმე ძლიერად დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, რის შემდეგაც თ. მ.-მ განიცადა ტანჯვა და ფიზიკური ტკივილი. ე. ლ. დაემუქრა თ. მ.-ს სიცოცხლის მოსპობით და ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ე. ლ.-ს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა მისი აღიარებითი ჩვენებისა, დადასტურებულია საქმეში არსებული და პირველი ინსტანციის სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, კერძოდ: დაზარალებულ თ. მ.-ს, მოწმეების თ. გ.-ს, გ. წ.-ს, ბ. მ.-ს, ნ. ჯ.-ს ჩვენებებით, #0065238XX სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით.

საპროცესო ნორმათა დაცულობა.

სააპელაციო პალატამ შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, თითოეული მათგანი შეფასდა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა დასაბუთებული განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულ ე. ლ.-ს დანაშაულებრივ ქმედებას მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება - იურიდიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

სამართლებრივი შეფასება:

მტკიცებულებათა შეფასების შემდგომ პალატა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ე. ლ.-მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

მანვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი - დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

ე. ლ.-ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ არ არის ნასამართლევი. დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში.

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

გამამტყუნებელი განაჩენი წარმოადგენს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიადუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის მიზნების მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნას დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას უნდა აქცევდეს კანონისმიერ მოთხოვნებს და ითვალისწინებდეს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე დამნაშავის პიროვნებას, მის ინდივიდუალურ მახასითებლებს, მის ყოფაქცევას დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ, მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

ე. ლ.-ს მიერ ჩადენილია ნაკლებად მძიმე კატეგორიის განზრახი დანაშაულები და კანონმდებელმა საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილის და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის სანქციით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად განსაზღვრა ალტერნატიული სასჯელებიც, რომლითაც საშუალება მისცა სასამართლოს, სასჯელის დანიშვნის დროს გაითვალისწინოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე, დამნაშავის ქცევა დანაშაულის ჩადენის შემდგომ, მისი დამოკიდებულება დაზარალებულის მიმართ და ისე დაუნიშნოს სასჯელი.

საქართველოს სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილი სასამართლოს ავალდებულებს სამართლიანი სასჯელის დანიშვნას და აქვე პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სასჯელის გამოყენებას გარდა იმ შემთხვევებისა, როცა დანიშნული სასჯელი ვერ უზრუნვლყოფს სასჯელის მიზნებს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნის თანახმად, გათვალისწინებული უნდა იქნას პასუხისმგებლობის შემამასუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებანი, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, მისი ქცევა ქმედების შემდეგ.

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი და მეოთხე ნაწილების თანახმად სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელი უნდა იყოს სამართლიანი, უნდა შეესაბამებოდეს მსჯავრდებულის პროვნებას და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

ე. ლ.-ს თითოეული დანაშაულის ჩადენისთვის პირველი ინსტანციის სასამართლომ სანქციით გათვალისწინებული ალტერნატიული სასჯელებიდან განუსაზღვრა ყველაზე მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. პალატა თვლის, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენით ე. ლ.-სთვის თავისუფლების აღკვთის სახით დანიშნული სასჯელი 8 (რვა) თვის და 21 (ოდაერთი) დღის ვადით პასუხობს სასჯელის დანიშვნის აუცილებლობისა და პროპორციულობის პრინციპს, ადეკვატურია დამნაშავის რესოციალიზაციისთვის, შეესაბამება სასჯელის გამოყენების ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებს, რომლებზედაც მითითებულია საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლში.

ამავე საფუძვლებზე მითითებით პალატა ვერ დაეთანხმება აპელანტს, რომ თავისუფლების აღკვეთის სახით - 8 (რვა) თვის და 21 (ოდაერთი) დღის ვადით დანიშნული სასჯელი ლმობიერია, შეუსაბამოდ მსუბუქია და თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელი უნდა განესაზღვროს მაქსიმალური ვადით. აპელანტის არგუმენტის საწინააღმდეგოდ პალატა განმარტავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოკვლეული იქნა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, დაიკითხნენ მოწმეები, გამოკვლეული იქნა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა. დადგენილი და დადასტურებული იქნა ის გარემოება, რომ ე. ლ.-მ რამდენჯერმე ხელი გაარტყა სახეში დაზარალებულს, ხოლო მუქარა არ განუხორციელებია იარაღის ან იარაღად სხვა საგნის დემონსტრირებით, რაც რა თქმა უნდა, დაამძიმებდა მის ქმედებას და სასჯელზეც იქონიებდა გავლენას. ამდენად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა დანაშაულის ჩადენის ხერხი. აღნიშნულის გათვალისწინებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღრა 8 (რვა) თვის და 21 (ოდაერთი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, რაც პალატის აზრით სამართლიანია და მისი შეცვლის საფუძველი არ არსებობს. იგი წარმოადგენს საქართველოს სსკ-ის შესაბამისი მუხლებით განსაზღვრული ყველაზე მკაცრი სასჯელის მაქსიმალურ ზღვართან მიახლოებულ სასჯელს.

სასჯელის სამართლიანობას სასამართლო აფასებს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა და შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველი კონკრეტული შემთხვევისთვის დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან. პალატა განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს საქართველოში ოჯახური ძალადობის გახშირებულ შემთხვევებს, რაც სერიოზული სოციალური პრობლემაა და მოძალადისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრის მიზანი არის ამ პრობლემის აღმოფხვრა - ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვა მოძალადისაგან და, როგორც მსჯავრდებულზე, ისე სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

პირველი ინსტანციის სასამართლომ მსჯავრდებულისათვის სასჯელის დანიშვნის დროს სრულად გაითვალისწინა მისი პიროვნული მახასიათებლები (ნასამართლობის არქონა), ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ისე დაუნიშნა სასჯელი. პალატის აზრით, დანიშნულმა სასჯელმა სრულად უზრუნველყო საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების განხორციელება, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

პალატა მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ მსჯავრდებული შერიგებულია დაზარალებულთან. ე. ლ.-ს შესაგებელზე დართული აქვს დაზარალებულ თ. მ.-ს ნოტარიულად დამოწმებული განცხადება, რომლის თანახმად დაზარალებული შერიგებულია ე. ლ.-სთან და დღეის მდგომარეობით კარგი ურთიერთობა აქვთ. (იხ.ნოტარიულად დამოწმებული განცხადება). ეს კი მიუთითებს მსჯავრდებულის დადებით ქცევაზე დანაშაულის ჩადენის შემდეგ და მის მისწრაფებაზე, შეურიგდეს დაზარალებულს.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ე. ლ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელი არის სამართლიანი. შესაბამისად, თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორის გიორგი შაფათავას სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.


ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხის გადაწყვეტა:

ე. ლ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

მხედველობაში უნდა იქნას მიღებული, რომ ე. ლ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 295-ე მუხლის მე-7 ნაწილით, 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


თბილისის პროკურატურის შსს ორგანოებში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროკურორის გიორგი შაფათავას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 26 ივლისის განაჩენი ე. ლ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

ე. ლ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.
ე. ლ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ე. ლ.-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით.

მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე. ლ.-ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია;

ასევე მხედველობაში იქნას მიღებული, რომ მსჯავრდებულ ე. ლ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავებიდან -2017 წლის 6 ნოემბრიდან და ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გამოქვეყნების დროს - 2018 წლის 26 ივლისს, უკვე მოხდილი ჰქონდა მისჯილი - 8 (რვა)თვის და 21 (ოცდაერთი) დღის ვადით თავისუფლების აღკვეთა, გათავისუფლდა სხდომის დარბაზიდან.

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი ე. ლ.-ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ნივთები დაუბრუნდეს მესაკეთრეს.

განაჩენი კანონიერ ძალაშია და ექვემდებარება აღსრულებას გამოტანისთანავე;

განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.