ნახვები: 552
საქმის ნომერი: ას-988-1242-05
საქმეთა კატეგორიები: სამოქალაქო სამართალი,
სასამართლო: საქართველოს უზენაესი სასამართლო
მოსამართლე: მიხეილ გოგიშვილი(თავმჯდომარე), თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი,
გადაწყვეტილების სახე: გადაწყვეტილება
კანონიერი ძალა: არ ექვემდებარება გასაჩივრებას, შესულია კანონიერ ძალაში
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები: 2ბ/4929-14, ას-7-2019,
რეზიუმე:
ციტირებისთვის: საქართველოს უზენაესი სასამართლო, გადაწყვეტილება, საქმე №ას-988-1242-05 (2006-07-27), www.temida.ge
საქმის № ას-988-1242-05

გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
       27 ივლისი, 2006 წელი
საქართველოს უზენაესი სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
თავმჯდომარე:
მიხეილ გოგიშვილი
მოსამართლეები:
თეიმურაზ თოდრია, როზა ნადირიანი,

დავის საგანი: უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და კომლის სტატუსის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:

2002წ. 7 ივნისს რ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაური რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების თ. დ-ძისა და მ. ლ-ძის მიმართ და მოითხოვა უკანონო მფლობელობიდან ქონების გამოთხოვა შემდეგი ფუძვლების გამო: მოსარჩელემ 2001წ. 6 თებერვლის ხელშეკრულებით დედისაგან შ. დ-ძისაგან საჩუქრად მიიღო ხელვაჩაურის სოფ. ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულება რეგისტრირებულ იქნა ხელვაჩაურის რაიონის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურსა და მიწის მართვის სამმართველოში, თუცა ესაკუთრე ოკლებული იყო შესაძლებლობას თავისუფლად ესარგებლა კუთვნილი საცხოვრებელი სახლითა და მიწის ნაკვეთით, ვინაიდან მისი საკუთრებით უკანონოდ სარგებლობდნენ მოპასუხეები თ. დ-ძე, მ. ლ-ძე და მათი ვაჟიშვილი ზ. ა-ძე.

2002წ. 26 აგვისტოს შეგებებული სარჩელი აღძრა თ. დ-ძემ და მოითხოვა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, მისი და მისი ოხაჯის წევრების აღდგენა შ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებულ კომლში, იმ საფუძვლით, რომ შ. დ-ძეს არ ჰქონდა ერთპიროვნული უფლება კომლის ქონებაზე, რადგანაც თვითონ და მისი ოჯახის წევრები თანამესაკუთრეები იყვნენ.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა რ. დ-ძის სარჩელი, დაკმაყოფილდა თ. დ-ძისა და მ. ლ-ძის შეგებებული სარჩელი, გაუქმდა 2001წ. 6 თებერვლის შ. დ-ძესა და რ. დ-ძეს შორის ხელვაჩაურის რაიონის სანოტარო ბიუროს მიერ დამოწმებული ჩუქების ხელშეკრულება და მოპასუხეები აღდგენილ იქნენ კომლის წევრებად ურეხის თემის საკრებულოში შ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებულ კომლში 1995წ. 20 დეკემბერს არსებული მდგომარეობით.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ძე და მოითხოვა მისი გაუქმება.

აჭარის არ უმაღლესი სასამართლომ 2003წ. 14 იანვრის განჩინებით არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი და უცვლელი დატოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა რ. დუბაძემ. მოითხოვა მისი გაუქება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა საკასაციო პალატამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა საკასაციო საჩივარი, გააუქმა გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსჯადობით განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატას.

აჭარის არ უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატამ 2003წ. 24 ნოემბრის გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა რ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. და მ. დ-ძეებმა და მოითხოვეს მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა საკასაციო პალატამ 2004წ. 24 სექტემბრის განჩინებით გააუქმა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნა იმავე სასამართლოს იმ საფუძვლით, რომ უნდა შემოწმებულიყო საჯარო რეესტრის ჩანაწერის სისწორე, ასევე გამოკვლეულიყო ი. დ-ძის გარდაცვალების შემდეგ თ. დ-ძეს იღებული თუ ჰქონდა სამკვიდრო და ამ ფაქტის შესახებ იყო თუ არა ცნობილი რ. დ-ძისათვის.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი, გაუქმდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, არ დაკმაყოფილდა რ. დ-ძის სარჩელი, ხოლო თ. დ-ძისა და მ. ლ-ძის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, 2001წ. 6 თებერვლის ჩუქების ხელშეკრულებიდან ამოირიცხა თ. დ-ძის კუთვნილი 14 წილი.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის რაიონის ... თემის საკრებულოს ... მდებარე საცხოვრებელი სახლი და 0.15 ჰა მიწის ნაკვეთი 1995 წლამდე ირიცხებოდა ი. დ-ძის სახელზე; კომლში ირიცხებოდნენ, აგრეთვე, მეუღლე და შვილები; ურეხის თემის საკრებულოს 1995წ. 20 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. და მ. დ-ძეები შვილებთან ერთად აღირიცხნენ ცალკე კომლად და დაეწერათ სახლის ერთი ოთახი; 1998 წელს გარდაიცვალა ი. დ-ძე და, ვინაიდან, იმ დროისათვის ძირითად კომლში შ. დ-ძის გარდა სხვა წევრი არ ირიცხებოდა, კომლი აღირიცხა ამ უკანასკნელის სახელზე; შ. დ-ძეს 2001წ. 6 თებერვალს მთელი საცხოვრებელი სახლი მიწის ნაკვეთთან ერთად ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრებაში გადასცა თავის ქალიშვილ რ. დ-ძეს.

ვინაიდან ი. დ-ძის ოჯახი საადგილამულო წიგნში საკომლო მეურნეობად არ დარეგისტრირებულა, მისი გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონებაზე გაიხსნა მემკვიდრეობა, ი. დ-ძის ქონების 12-ზე, ხოლო 12-ის თანაესაკუთრე, სსკ-ის 1158-ე მუხლის მიხედვით, იყო მეუღლე, შ. დ-ძე. ი. დ-ძის გარდაცვალების შემდეგ სახლში ცხოვრება გააგრძელეს შ. და თ. დ-ძეება, პირველი რიგის მემკვიდრეებმა და ფაქტობრივად შეუდგნენ სამკვიდროს ფლობას და მართვას, რაც მოწმობს სამკვიდროს მიღების ფაქტს. მართალია, ასევე პირველი რიგის მემკვიდრეები არიან ი. დ-ძის ქალიშვილებიც, მაგრა ისინი ფაქტობრივად არ ფლობენ ქონებას და არც დადგენილ ვადაში განუხადებიათ პრეტენზია თავიანთ წილზე. ამდენად, შ. დ-ძე გახდა მთლიანი საცხოვრებელი სახლისა და მიწის ნაკვეთის 34-ის მესაკუთრე და სწორედ ეს ნაწილი შეეძლო გადაეცა თავისი ქალიშვილისათვის.

აღნიშნული გადაწყვიტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს მ. ლ-ძემ და თ. დ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვიტელების მიღება. კასატორებმა მიუთითეს, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, კი 1964წ. სსკ-ის 112-ე, 117-ე, 126-ე, 127-ე მუხლები და მოქმედი კოდექსის 129-ე, 170-ე მუხლები.

სამოტივაციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ განიხილა საკასაციო საჩივარი, შეისწავლა საქმის მასალები, შეამოწმა გასაჩივებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ იგი უნდა გაუქმდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასაართლოს შესაბამის პალატის შემდეგ გარემოებათა გამო:

აჭარის არ-ის უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი ეწინააღმდეგება მის სარეზოლუციო ნაწილს. კერძოდ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიდან ირკვევა, რომ პალატამ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2002წ. 30 სექტემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების შედეგად, უცვლელად დატოვა აღნიშნული გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც თ. დ-ძე და მ. ლ-ძე აღდგენილ იქნენ ... თემის საკრებულოში შ. დ-ძის სახელზე რეგისტრირებულ კომლის წევრებად, 1995წ. 20 დეკემბრის მდგომარეობით. აღნიშნულის საწინააღდეგოდ სააპელაციო პალატა 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ამბობს, რომ ი. დ-ძის გარდაცვალების შემდეგ სადავო ქონების 12-ზე გაიხსნა მემკვიდრეობა, ხოლო დარჩენილი ნაწილი სსკ-ის 1158-ე მუხლის შესაბამისად. წარმოადგენს გარდაცვლილის მეუღლის შ. დ-ძის საკუთრებას. აღნიშნულ მსჯელობას სააპელაციო პალატამ საფუძვლად დაუდო «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» კანონის მე-4 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები, რომელთა თანახმადაც, საკომლო მეურნეობა არის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების, მათზე არსებული საცხოვრებელი და სამეურნეო ნაგებობების, აგრეთვე შესაბამისი გადამამუშავებელი მრეწველობის ობიექტებისა და მოწყობილობების ერთობლიობა, რომელიც წარმოადგენს ერთი ფიზიკური პირის საკუთრებას, ანდა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებას.

საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ სააპელაციო პალატას არ უსჯელია მოცეული დავის გადაჭრის ერთ-ერთ საკვანძო საკითხზე. კერძოდ, თ. დ-ძისა და მაყვალა ლ-ძის კომლის წევრებად აღდგენაზე და კომლის წევრის სტატაუსის მინიჭებაზე 1995წ. 20 დეკემბრის დმგომარეობით. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ აღნიშნული საკითხის ჯეროვნად გადაჭრა დავის კანონიერად გადაწყვეტის საფუძველს წარმოადგენს.

როგორც საქმის მასალებიდან ირკვევა, ი. დ-ძის ოჯახი წაროადგენდა კომლს და ეწეოდა საკომლო მეურნეობას.

საკოლმეურნეო კომლის ერთ-ერთი და ძირითადი დამახასიათებელი სამართლებრივი ნიშანი იყო კომლის ყველა შროისუნარიანი და სრულწლოვანი წევრის კოლმეურნეობის წევრობა, პირადი შრომით საკოლმეურნეო წარმოებაში და კომლის დამხარე მეურნეობაში მონაწილეობის სავალდებულო ხასიათი. საკოლმეურნეო კომლის წევრები დამხარე მეურნეობას კომლისათვის განკუთვნილ საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე საერთო ძალებით აწარმოებდნენ და ამ კომლის ქონების თანამესაკუთრეებად გვევლინებოდნენ. თუ ოჯახში კოლმეურნეობის არც-ერთი წევრი არ რჩებოდა, საკოლმეურნეო კომლი ისპობოდა და იქმნებოდა მუშა-მოსამსახურის ოჯახი, ხოლო დამხმარე მეურნეობის ადგილს მუშა-მოსამსახურის მეურნეობა იკავებდა.

სსკ-ის (1964წ.) 129-ე მუხლის შესაბამისად, გაყოფა საკოლმეურნეო კომლის კუთვნილი ქონებისა, რომელიც მისი მოსპობის შემდეგ დარჩა, წარმოებს ამ კოდექსის 125-ე და 128-ე მუხლებში აღნიშნული წესებით.

ამავე კოდექსის 122-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის ქონება ეკუთვნის მის წევრებს თანასაკუთრების უფლებით. აღნიშნული კოდექსის 125-ე მუხლის თანახმად, საკოლმეურნეო კომლის წევრის წილი განისაზღვრება იმ ანგარიშით, რომ კომლის ყველა წევრს, მათ შორის, არასრულწლოვანსა და შრომისუუნაროსაც თანაბარი წილი ეკუთვნით.

«საქართველოს რესპუბლიკაში სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების და სხვა სასოფლო-სამეურნეო საწარმოების რეორგანიზაციის წესის შესახებ» მთავრობის 22.09.92წ. ¹949 დადგენილების, სახელწიფო საბჭოს 21.10.93წ. ¹29 დეკრეტის საფუძველზე 1993 წლიდან დადგინდა სახელმწიფო მეურნეობების, კოლმეურნეობების რეორგანიზაცია და ახალ ორგანიზაციულ სამართლებრივ ფორმაზე გადასვლა. კოლმეურნეობების გაუქმებასთან დაკავშირებით, არსებობას წყვეტს საკოლმეურნეო კომლიც. საკომლო მეურნეობა, საკოლმეურნეო კომლისაგან განსხვავებით მის ძირითად დანიშნულებას შეადგენს არა დამხარე მეურნეობის, არამედ მთლიანად სასოფლო-სამეურნეო წარმოების წარმართვა. ფერმერული მეურნეობა «სასოფლო-საეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ» 22.03.96წ. კანონის მე-4 მუხლის თანახმად, შეიძლება არსებობდეს საკომლო (გლეხური, ფერმერული) მეურნეობის და სასოფლო-სამეურნეო იურიდიული პირის სახით. საკომლო ეურნეობა რეგისტრირებული უნდა იყოს საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში). თუ მეურნეობა მეუღლეთა ან ოჯახის სხვა წევრების საერთო საკუთრებაა, საადგილმამულო წიგნში (საჯარო რეესტრში) თითოეული მათგანი თანამესაკუთრედ უნდა იყოს რეგისტრირებული. კანონის აღნიშნული ნორმა გაუქმდა 14.06.2000წ. კანონით. «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შესახებ» კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი უთითებს, რომ ურთიერთობები, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ კანონით, რეგულირდება სამოქალაქო კოდექსით. აღნიშნული იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე და საადგილმამულო მეურნეობაზე კომლის წევრთა თანასაკუთრების არსებობა მოწესრიგდეს სამოქალაქო კანონმდებლობის (1323, 1463, 1514 მუხ.) შესაბამისად. საადგილმამულო წიგნში რეგისტრაცია, საფუძველი იქნება სოფლად მცხოვრები ოჯახის (რომელიც ფლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწას და ამ მიწაზე ეწევა საერთო საქმიანობას) კომლად მიჩნევისა.

საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ის გარემოებები, რომ:

საკოლმეურნეო კომლის ყველა წევრს, მათ შორის არასრულწლოვანს, საკოლმეურნეო კომლის ქონებაში თანაბარი წილი ეკუთვნოდა.

მას შემდეგ, რაც კომლის არსებობას აღარა აქვს სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები, კომლი წყვეტს არსებობას და კომლის ქონება გარდაიქმნება კომლის ყოფილ წევრთა საერთო საკუთრებად, სადაც თითოეულს თანაბარი წილი ეკუთვნის.

სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს კომლის არსებობის შეწყვეტის მომენტი და ამ მოენტისათვის კომლის წევრთა ოდენობა. შესაბაისად, კომლის ყოფილ წევრთა წილები სადაო ქონებაში. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გარკვევით, სააპელაციო სასამართლომ უნდა განსაზღვროს მოდავე მხარეების უფლებრივი დამოკიდებულება სადავო ქონებასთან მიმართებით.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სსკ-ის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :


თ. დ-ძისა და მ. ლ-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

მოცეულ საქეზ ეგაუქმდეს აჭარის არ უმაღლესი სასაართლოს სამოქალაქო, სამეწარეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას.

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება