საქმის ნომერი: 1ბ/445-18
საქმეთა კატეგორიები: სისხლის სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: ვეფხია ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განაჩენი
კანონიერი ძალა:
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე: პირველი ინსტანციის განაჩენი სააპელაციო წესით გასააჩივრა დაცვის მხარემ და მოითხოვა გამამართლებელი განაჩენის დადგენა სსკ-ის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,„ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით მსჯავრდებული ორი პიროვნებისათვის. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია და როგორც შესავალ ისე დასკვნით სიტყვებში ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის არსზე, დანაშაულის ობიექტურ მხარეზე, ასევე სასჯელის მიზანზე და სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განაჩენი, საქმე №1ბ/445-18 (2018-06-29), www.temida.ge
საქმის № 330100118002252998
საქმის № 1ბ/445-18

განაჩენი
საქართველოს სახელით
       29 ივნისი, 2018 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
ვეფხია ლომიძე

ლელა ბახტაძის მდივნობით,

სახელმწიფო ბრალმდებლების: დ. ნ.-ს, ლ. ა.-ს
მსჯავრდებულების: დ. ხ.-ს, ლ. ბ.-ს
ადვოკატების: ხ. ხ.-ს და თ. გ.-ს
მონაწილეობით,

ღია სასამართლო სხდომაზე მსჯავრდებულ ლ. ბ.-ს და მისი ინტერსების დაცველი ადვოკატის თ. გ.-ს, მსჯავრდებულ დ. ხ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ. ხ.-ს სააპელაციო საჩივრების საფუძველზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე (გამოძიების №XXXXXXXXXX ) ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს მიმართ. ლ. ბ. დაბადებულია XXXX წლის XX სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ქ. ტ., ს.-ს ქუჩა NXX-ში, მცხოვრები: ქ. თ., გ.-ს მე-X მ/რ-ნი, კორპუსი NX, ბინა NXX-ში; დ. ხ. დაბადებულია XXXX წლის XX სექტემბერს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №XXXXXXXXXXX, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული ხ.-ს რაიონი, სოფელი მ., მცხოვრები: ქ. თ., გ.-ს მე-X მ/რ-ნი, X კორპუსი, ბინა NX-ში.

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,„ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტები.

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ბ.-მ და დ. ხ.მ ჩაიდინეს
პირთა დამცირება და იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ.

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

2. დ. ხ. 2009 წლის 18 თებერვლიდან NX პ/შ ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX საპყრობილის რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2010 წლის 10 თებერვლის NXX პ/შ ბრძანებით გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2010 წლის 1 ნოემბრის NXXX პ/შ ბრძანებით გადაყვანილ იქნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX საპყრობილის უსაფრთხოების განყოფილების უფროს ინსპექტორად, ხოლო 2012 წლის 17 აგვისტოს NXXX პ/შ ბრძანებით ამავე საპყრობილის სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად. ამრიგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დ. ხ. წარმოადგენდა მოხელეს.

3. ლ. ბ. 2009 წლის 1 აპრილს NXX პ/შ ბრძანებით დაინიშნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX საპყრობილის რეჟიმის განყოფილების კონტროლიორის მოვალეობის შემსრულებლად. 2010 წლის 10 თებერვლის NXX პ/შ ბრძანებით გადაყვანილ იქნა ამავე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსი ინსპექტორის მოვალეობის შემსრულებლად. 2010 წლის 1 ნოემბრის NXXX პ/შ ბრძანებით გადაყვანილ იქნა ამავე დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროს ინსპექტორად და მითითებულ თანამდებობაზე მუშაობდა სამსახურიდან დათხოვნამდე - 2012 წლის 21 სექტემბრამდე. ამრიგად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წარმოადგენდა მოხელეს.
4. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულებაში დამკვიდრებული უკანონო მოთხოვნებით, პატიმრებისათვის საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებით და შეთანხმებებით, პატიმრობის კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით აღიარებული უფლებების და თავისუფლებების სრული იგნორირებით, ამავე დაწესებულების რეჟიმის განყოფილების უფროსს და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების ოფიცრებს, მათ შორის ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს შემუშავებული ჰქონდათ პატიმრებთან მოპყრობის თავისი წესები. მათ მიერ სისტემატიურად ხორციელდებოდა პატიმრების ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობა, პატიმრებს უკანონოდ ეზღუდებოდათ გასეირნების, ჰიგიენის დაცვის, ექიმის მომსახურების, დასვენების, ინფორმაციის მასობრივი საშუალებებით (რადიოთი) მიღებისა და სხვა უფლებები. აღნიშნული ხორციელდებოდა ძალადობრივი, არაადამიანური და დამამცირებელი მეთოდებით, რათა მსხვერპლში წარმოეშვათ შიშის, ტკივილისა და არასრულფასოვნების განცდა, საბოლოოდ კი უსიტყვო მორჩილება.
5. 2010-2012 წლებში სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების უფროსი ო. ფ., ამავე განყოფილების თანამშრომლებთან დ. ხ.-სთან, ლ. ბ.-სთან, ნ. (ზ.) მ.-სთან, მ. ღ.-სთან, ზ. ხ.-სთან, ვ. გ.-სთან, დ. ჩ.-სთან, დ. ნ.-სთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულებაში შექმნილი უკანონო სისტემის თანახმად, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში. კერძოდ, დაწესებულების დაუწერელ წესს წარმოადგენდა ე.წ. „კარანტინის დაშლა“, რაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ო. ფ., დ. ხ., ლ. ბ., მ. ღ., ნ. (ზ.) მ., დ. ჩ., დ. ნ., ვ. გ., ზ. ხ. და სხვა გამოძიებით დაუდგენელი პირები, „კარანტინის დაშლისას“ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების თანამშრომლების მიერ შექმნილ დერეფანში გაჰყავდათ პატიმრები და სცემდნენ მათ ხელ-ფეხით და ხელკეტებით, ამცირებდნენ და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგაც ანაწილებდნენ საკნებში.
6. 2010-2012 წლებში ო. ფ.-მ მ. ღ.-სთან, ნ. (ზ.) მ.-სთან, დ. ჩ.-სთან, ვ. გ.-სთან, დ. ნ.-სთან, ლ. ბ.-სთან, დ. ხ.-სთან და სხვა დაუდგენელ პირებთან ერთად სხვადსხვა დროს, ე.წ. „ კარანტინის დაშლისას“ ცემა ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით: ა. ო., რ. კ., მ. გ., ო. ჟ., ი. ხ., გ. ქ., კ. ქ., ა. ა., ა. ბ. გ. მ., ლ. ვ., დ. ჭ., დ. ბ., ზ. გ., კ. მ., ბ. ბ., რ. ხ., კ. ლ., ნ. კ., ლ. გ., ბ. წ., ო. შ.. ა. ნ. და სხვა პატიმრები.
7. 2011-2012 წლებში დ. ხ., ლ. ბ., ო. ფ., მ. ღ., ნ. (ზ.) მ., ზ. ხ., ვ. გ., დ. ჩ., დ. ნ.და სხვები სისტემატიურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXXX საკნის პატიმრებს: რ. კ.-ს, ო. ჟ.-ს, ვ. ხ.-ს, ლ. კ.-ს, მ. გ.-ს და სხვებს. 2012 წლის აგვისტოში დ. ხ.-მ, ლ. ბ.-მ, ო. ფ.-მ, ვ. გ.-მ, ნ. (ზ.) მ.-მ, მ. ღ.-მ, დ. ნ.-მ და სხვა დაუდგენელმა პირებმა გამოგონილი მიზეზით - თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, სცემეს ხელებით, ფეხებით და ხელკეტებით რ. კ., ხოლო შემდეგ აბანოში. ცემისგან გონებადაკარგულ ლ. კ.-ს ო. ფ.-მ სახეზე დააფერფლა სიგარეტის ნამწვავი.
8. 2011-2012 წლებში ო. ფ., მ. ღ., ვ. გ., დ. ხ. დაგამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერი შეურაცხოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების NX დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXXX საკნის პატიმრებს: ბ. წ.-ს, რ. ა.-ს, რ. მ.-ს, ბ. ვ.-ს, კ. ქ.-ს, გ. გ.-ს. 2011 წლის 7 ივლისს გამოგონილი მიზეზით - თითქოს პატიმრები ხმაურობდნენ, ო. ფ.-მ, მ. ღ.-მ, დ. ხ.-მ და გამოძიებით დაუდგენელი პირებმა სცემეს და აფურთხეს ბ. წ.-ს, რ. ა.-ს, რ. მ.-ს, ბ. ვ.-ს, კ. ქ.-ს, გ. გ.-ს. 2012 წელს ო. ფ., მ. ღ., ნ. (ზ.) მ., დ. ხ., ლ. ბ. და გამოძიებით დაუდგენელი პირები სისტემატურად სცემდნენ, აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდნენ სასჯელაღსრულების №X დაწესებულების №X სარეჟიმო კორპუსის №XX საკნის პატიმრებს: მ. ხ.-ს, ი. ხ.-ს, გ. ქ.-ს, მ. დ.-ს და ა. ა.-ს. 2012 წლის აგვისტოში გამოგონილი მიზეზით - თითქოს საკნიდან გამოდიოდა ხმაური, ლ. ბ.-მ, დ. ხ.-მ, ო. ფ.-მ, ნ. (ზ.) მ.-მ, მ. ღ.-მ ხელებით და ფეხებით სცემეს №XX საკანში მყოფი პატიმრები მ. ხ., ი. ხ., გ. ქ., მ. დ., ა. ა.. გარდა ამისა, ლ. ბ.-მ და დ. ხ.-მ თანასაკნელების თვალწინ სცემეს პატიმარი მ. დ. მხოლოდ იმიტომ, რომ მან კბილის ტკივილის გამო მოითხოვა ექიმთან მიყვანა.
9. 2012 წლის მარტის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების თანამშრომელებმა - ლ. ბ.-მ და დ. ხ.-მ სხვა ოფიცრებთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფი ნ. კ. მისსავე საკანში თანასაკნელების თვალწინ ხელების და ფეხების გამოყენებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ იგი ხმამაღლა ლოცულობდა. აღნიშნულის შემდეგ კი სცემეს ნ. კ.-ს თანასაკნელი გ. გ., ვ. კ. და მ. ქ..
10. 2012 წლის ივნისის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფ პატიმრებს - ი. ა.-ს და ა. ტ.-ს მოუვიდათ შელაპარაკება. აღნიშნულის გამო მათ საკანში შევიდა ამავე დაწესებულების ოფიცერი დ. ხ., საკანში მყოფ პატიმრებს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ამავე საკანში მყოფი პატიმრები ბ. წ. და თ. ზ. საკნიდან გაიყვანა იმავე სარეჟიმო კორპუსში მდებარე სამორიგეო ოთახში, სადაც მათ დახვდათ კიდევ რამდენიმე ოფიცერი. სამორიგეო ოთახში დ. ხ.-მ ბ. წ. და თ. ზ. სცემა და ცემის შედეგად იძულებით დააწერინა ახსნა-განმარტება, რომ თითქოსდა ისინი ხმაურობდნენ საკანში. აღნიშნულის შემდეგ მათივე ახსნა-განმარტების საფუძველზე ორივე პატიმარი მოათავსეს სამარტოო საკანში - ე.წ კარცერში.
11. 2011 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების ოფიცრებმა ლ. ბ.-მ და დ. ხ.-მ ორ სხვა ოფიცერთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXXX საკანში მყოფი პატიმრები ლ. ლ., დ. გ., ხ. კ., ზ. მ. და მ. ყ. მათსავე საკანში სცემეს იმ მიზეზით, რომ თითქოსდა ისინი რადიოს უსმენდნენ ხმამაღლა, მაშინ როდესაც რადიო იყო გამორთული და შეერთებულიც კი არ იყო კვების წყაროსთან.
12. 2011 წლის დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების ოფიცრებმა ლ. ბ.-მ და დ. ხ.-მ ორ სხვა ოფიცერთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXXX საკანში მყოფი პატიმრები ლ. ლ., დ. გ., ხ. კ., ზ. მ. და მ. ყ. მათსავე საკანში სცემეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი მათთვის დარიგებულ პურს აშრობდნენ გამათმობელზე - ე.წ. რადიატორზე, რადგან იგი არ იყო კარგი გამომცხვარი და გული ჰქონდა სველი. იგივე პირებმა ამავე საკანში კვლავ იგივე პატიმრები სცემეს იმ მიზეზით, რომ ისინი მათთვის დარიგებულ პურს ჭრიდნენ პლასტიკური ბარათის საშუალებით, რადგან მათ საკანში არ ჰქონდათ დანა.
13. 2012 წლის მაისიდან 2012 წლის 28 აგვისტომდე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების მე-X სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მოთავსებულ პატიმარ დ. ჩ.-ს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების ოფიცერი დ. ხ. და ამავე დაწესებულების სხვა თანამშრომელები აყენებდნენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას როგორც ზემოაღნიშნულ საკანში მისივე თანასაკნელების თვალწინ, ისე სარეჟიმო კორპუსის სამორიგეო ოთახში.
14. 2012 წლის გაზაფხულზე სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების თანამშრომელმა ლ. ბ.-მ სამ სხვა ოფიცერთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფი პატიმრები ნ. კ. და გ. მესხი მათსავე საკანში თანასაკნელების თვალწინ ხელების და ფეხების გამოყენებით რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად სცემეს მხოლოდ იმის გამო, რომ საკანში ყოფნის დროს მათ ხმამაღლა გაიცინეს. ამის შემდეგ ზემო აღნიშნულმა პირებმა ნ. კ. და გ. მ. გაიყვანეს საკნიდან და შეიყვანეს ამავე სარეჟიმო კორპუსის აბანოში. აბანოში კვლავ სცემეს ისინი, შემდეგ ორივე მათგანი რამდენიმე საათის განმავლობაში მიაბეს სკამზე, ხოლო მოგვიანებით დააბრუნეს კვლავ NXX-ე საკანში.
15. 2012 წლის მაისის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფმა პატიმარმა ნ. კ.-მ კბილის ტკივილის გამო მოითხოვა ექიმთან წაყვანა. აღნიშნულის გამო საკანში შევიდა ამავე დაწესებულების თანამშრომელი ლ. ბ. და ნ. კ.-ს გაღიზიანებულმა ჰკითხა, თუ როგორ გაბედა ექიმის მოთხოვნა, ამასთან მოსთხოვა მას ეჩვენებინა თუ რომელი კბილი სტკიოდა. ნ. კ.-მ მას მართლაც აჩვენა მტკივანი კბილი, რა დროსაც ლ. ბ.-მ რკინის გასაღები ჩაარტყა ნაჩვენებ კბილში და მოსტეხა იგი. ამ ფაქტიდან დაახლოებით ორი კვირის შემდეგ, ლ. ბ.-მ ნ. კ. წაიყვანა კბილის ექიმთან და ამოაღებინა ჯანსაღი კბილი.
16. 2012 წლის განმავლობაში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების თანამშრომელი ლ. ბ. სხვა ოფიცრებთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფ პატიმრებს ნ. კ.-ს, გ. მ.-ს, ზ. შ.-ს, კ. ლ.-ს ს. ზ.-ს, პ. წ.-ს და ზ. მ.-ს სცემდა მხოლოდ იმიტომ, რომ მითითებული საკნის პატიმრები, მათი თანასაკნელის კ. ლ.-ს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელსაც უჭირდა გადაადგილება, ციხის ადმინისტრაციის თანამშრომლების მიერ განსაზღვრულ დროში ვერ ახერხებდნენ აბანოში მისვლას.
17. 2012 წლის დასაწყისში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების თანამშრომელი ლ. ბ.-მ სხვა ოფიცრებთან ერთად ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NXX საკანში მყოფი პატიმრები რ. დ., ს. ზ., ზ. შ. და ზ. მ. საკანში შაშის თამაშის გამო ჩაიყვანა ამავე სარეჟიმო კორპუსის აბანოში, სადაც მათ ოთხივე პატიმარი გააშიშვლეს და დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში ხელების და ფეხების გამოყენებით სასტიკად სცემეს, ხოლო ცემის შემდეგ კი მოათავსეს ე.წ. კარანტინში.
18. 2012 წლის თებერვალში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის NX დაწესებულების ოფიცერმა ლ. ბ.-მ ამავე დაწესებულების NX სარეჟიმო კორპუსის NX საკანში მყოფი პატიმარი გ. წ. მისსავე საკანში თანასაკნელების თვალწინ, ხელების და ფეხების გამოყენებით, რამდენიმე წუთის განმავლობაში სასტიკად ცემა მხოლოდ იმიტომ, რომ მას მცირეწლოვანი შვილის სურათი გაკრული ჰქონდა საწოლის გვერდით განთავსებულ ტანსაცმლის კარადაზე. აღნიშნული ფაქტიდან რამდენიმე დღეში ლ. ბ.-მ კვლავ იმავე საკანში მისივე თანასაკნელების თვალწინ სცემა გ. წ., რადგან მას სველი პირსახოცი გასაშრობად ჩამოკიდებული ჰქონდა ტანსაცმლის კარადის უჯრაზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო.იის 2018 წლის 12 მარტის განაჩენით:

19. ლ. ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
20. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ლ. ბ.-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
21. ლ. ბ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.
22. დ. ხ. ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე ჩამოერთვა საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
23. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ხ.-ს ¼-ით შეუმცირდა დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
24. დ. ხ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

სამოტივაციო ნაწილი:
25. განაჩენი სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მსჯავრდებულმა ლ. ბ.-მ და მისი ინტერსების დაცველმა ადვოკატმა თ. გ.-მ, მსჯავრდებულ დ. ხ.-ს ინტერესების დამცველმა ადვოკატმა ხ. ხ.-მ.

26. დაცის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნაა დ. ხ.-ს და ლ. ბ.-ს მიმართ გამოტანილი გამატყუნებელი განაჩენის გაუქმება და გამამართლებელი განაჩენის გამოტანა.

27. სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას დაცვის მხარემ შეცვალა პოზიცია და როგორც შესავალ ისე დასკვნით სიტყვებში ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება. მსჯავრდებულებმა დ. ხ.-მ და ლ. ბ.-მ საბოლოო სიტყვაში აღიარეს დანაშაული და ითხოვეს სასჯელის შემსუბუქება.

28. ბრალდების მხარემ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა და ითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო.იის 2018 წლის 12 მარტის განაჩენის ძალაში დატოვება, როგორც კვალიფიკაციის, ისე სასჯელის ნაწილში როგორც დ. ხ.-ს, ისე ლ. ბ.-ს მიმართ.

29. პალატამ შეისწავლა საქმის მასალები, გაეცნო სააპელაციო საჩივრების მოთხოვნას, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი რელ.ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს - გასაჩივრებული განაჩენი უცვლელად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სსსკ-ის 297-ე მუხლის მოთხოვნათა ფარგლებში შეამოწმა გასაჩივრებული განაჩენი და თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ყოველმხრივ და ობიექტურად შემოწმდა მხარეთა მიერ შეკრებილი და წარმოდგენილი მტკიცებულებები, ანალიზი გაუკეთდა მათ, მოხდა მათი ერთმანეთთან შეჯერება. განაჩენში ჩამოყალიბებული სასამართლო დასკვნები შეესაბამება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლოს მიერ დადგენილია ყველა ფაქტობრივი გარემოება, რაც საჭიროა კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი განაჩენის გამოსატანად. მსჯავრდებულების დ. ხ.-ს და ლ. ბ.-ს დანაშაულებრივ ქმედებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ი.დიული კვალიფიკაცია სწორად არის დადგენილი.

31. საქმეში არსებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების კერძოდ, მოწმეების: რ. კ.-ს, ო. ჟ.-ს, ვ. ხ.-ს, ლ. კ.-ს, მ. გ.-ს, ბ. წ.-ს, რ. ა.-ს, რ. მ.-ს, ბ. ვ.-ს, კ. ქ.-ს, გ. გ.-ს, დ. ჭ.-ს, მ. ხ.-ს, ი. ხ.-ს, გ. ქ.-ს, მ. დ.-ს, ა. ა.-ს, ნ. კ.-ს, გ. გ.-ს, ვ. კ.-ს, მ. ქ.-ს, გ. მ.-ს, ზ. შ.-ს, კ. ლ.-ს, ს. ზ.-ს, შ. ბ.-ს, პ. წ.-ს, ზ. მ.-ს, გ. წ.-ს, ბ. ბ.-ს, ი. ე.-ს, ლ. ხ.-ს, დ. ბ.-ს, ლ. ლ.-ს, დ. გ.-ს, ზ. მ.-ს, ხ. კ.-ს, მ. ყ.-ს, ბ. წ.-ს, თ. ზ.-ს, ი. ა.-ს, დ. ჩ.-ს, ო. შ.-ს, ა. ნ.-ს, დ. ღ.-ს, ი. ა.-ს, ნ. ნ.-ს და სხვა პირთა დაკითხვის/გამოკითხვის ოქმების, პენიტენცი. დეპარტამენტიდან გადმოგზავნილი ინფორმაციის და მსჯავრდებულთა პირადი საქმეების, ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს პირადი საქმეებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო.იის 2018 წლის 6 თებერვლის განაჩენით და საქმეში არსებული სხვა წერილობითი მტკიცებულებების შეფასებისა და გაანალიზების შემდეგ, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და საქართველოს სსკ-ის 73-ე მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად მიენიჭა პრეიუდიციული მნიშვენლობა, პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს, რომ ლ. ბ.-მ და დ. ხ.-მ ჩაიდინეს პირთა დამცირება და იძულება, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის მიმართ, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“,„ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით.

32. დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრის არგუმენტაციას დ. ხ.-ს და ლ. ბ.-ს მიმართ სასჯელის სასჯელის შემსუბუქების შესახებ პალატა არ იზიარებს და განმარტავს, რომ დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, რომლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება, ხოლო დამატებითი ობიექტია ადამიანთა თანასწორუფლებიანობა რასის, კანის ფერის თუ სხვა ნიშნის მიხედვით, კრიმინალიზებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლით. ქმედების ობიექტური მხარე არის პირის დამცირება, იძულება, არაადამიანური, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, ანუ ისეთი ქმედების ჩადენა, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ადამიანისადმი მოპყრობის ზნეობრივ წესს. დამამცირებელი მოპყრობა სისასტიკის განსაზღვრულ დონეს აღწევს და მოპყრობა მიჩნეულია დამამცირებლად თუ: ,,მსხვერპლში წარმოშობს შიშის, ტანჯვისა და დამცირების გრძნობას, რომელსაც შეუძლია, გამოიწვიოს დამცირება და შეიძლება, ხელყოფილ იქნას პიროვნების ფიზიკური და მორალური წინააღმდეგობის უნარი.” წამებისაგან განსხვავებით, დამამცირებელი მოპყრობა მოიცავს ტკივილისა და ტანჯვის მიყენებას ნაკლები სისასტიკით, ხოლო სასტიკი ან არაადამიანური მოპყრობა, ჩვეულებრივ, გამიზნულია მსხვერპლის შეურაცხყოფისა და დამცირებისათვის. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მიხედვით: „არავინ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახავ მოპყრობასა და სასჯელს“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი დემოკრ.ული საზოგადოების ერთ-ერთ ფუძემდებლურ ფასეულობას იცავს. აღნიშნული მუხლი აბსოლუტურად კრძალავს წამებას, არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობასა თუ დასჯას არსებული გარემოებებისა და დაზარალებულის ქცევის მიუხედავად (კუდლა პოლონეთის წინააღმდეგ (Kudla v. Poland), განაცხადი no. 30210/96, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2000 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტლების პუნქტი 90; ნეკრასოვი რუსეთის წინააღმდეგ (Nekrasov v. Russia), განაცხადი no. 8049/07, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 17 მაისის გადაწყვეტილების პუნტი 90). საქმის მასალებით დადგენილია, რომ მსჯავრდებულები დ. ხ. და ლ. ბ. ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით აყენებდნენ პატიმრებს დამამცირებელ, არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში, რაც ქმნის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ შემადგენლობას.

33. დაცვის მხარემ სააპელაციო საჩივრის დაზუსტებული მოთხოვნის დასასაბუთებლად მიუთითა იმაზე, რომ ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მუშაობა მოუხდათ იმ დროს, როცა ამ დაწესებულებაში მოთავსებულთა მიმართ ზოგადად არსებობდა სასტიკი მოპყრობის რეჟიმი და ასეთი მიდგომა მოდიოდა ხელმძღვანელობიდან. მათ თავიაანთი თანამდებობრივი უფლებამოსილებიდან გამომდინარე პრაქტიკულად არაფრის შეცვლა არ შეუძლიათ და თვით გახდნენ არსებული რეჟიმის მსხვერპლი. ამასთან მათ ოჯახებს მატერიალურად უჭირს. პალატა თვლის, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სასჯელის დანიშვნისას გაითვალისწინა მითითებული გარემოებები. დანიშნული სასჯელი ჩადენილი ქმედების პროპორციულია და მისი შემსუბუქების საფუძველი არ არსებობს.

34. ამდენად, მსჯავრდებულებს დ. ხ.-ს და ლ. ბ.-ს მიმართ დანიშნულ სასჯელებს პალატა ეთანხმება და აღნიშნავს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მსჯავრდებულებისათვის დანიშნული სასჯელი სრულად შეესაბამება როგორც მათ პიროვნულ მახასიათებლებს, ისე მათ მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, იგი სავსებით უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების განხორციელებას, როგორიცაა ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, დამნაშავის რესოციალიზაცია და სამართლიანობის აღდგენა. ახალი დანაშაულის თავიდან აცილების თვალსაზრისით პალატა ყურადღებას მიაპყრობს სასჯელის გამოყენების პრევენციულ ხასიათს, რომელიც უნდა ემსახურებოდეს საზოგადოების სიმშვიდეს და უსაფრთხოებას, კრიმინალის შემცირებას, ისეთი დანაშაულის თავიდან აცილებას, როგორიცაა ადამიანის დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა, რომლის სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია მისი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, ასევე მისი პატივი და ღირსება. პალატას მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი მსჯავრდებულებისთვის დანიშნული სასჯელი მათ მიერ ჩადენილი ქმედებების პროპორციულია, რათა მსჯავრდებულებმა გააცნობიერონ ჩადენილი ქმედებები, გამოიტანონ სათანადო დასკვნები და მოახდინონ საკუთარი თავის რეაბილიტაცია.

35. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო.იის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს მიმართ არის კანონიერი და დასაბუთებული, ხოლო დანიშნული სასჯელები არის სამართლიანი, რასაც პალატა ეთანხმება. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ დაცვის მხარის სააპელაციო საჩივრების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განაჩენი უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

36. სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 298-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:


37. მსჯავრდებულ ლ. ბ.-ს და მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის თ. გ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

38. მსჯავრდებულ დ. ხ.-ს ინტერესების დამცველი ადვოკატის ხ. ხ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

39. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო.იის 2018 წლის 12 მარტის განაჩენი მსჯავრდებულების ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს მიმართ დარჩეს უცვლელი;

40. ლ. ბ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.
41. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე ლ. ბ.-ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

42. ლ. ბ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

43. დ. ხ. ცნობილი იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144[3]-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით (2016 წლის 1 დეკემბრამდე მოქმედი რედაქცია) გათვალისწინებული დანნაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით და ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით, მასვე ჩამოერთვას საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება 2 (ორი) წლის ვადით.

44. „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონის საფუძველზე დ. ხ.-ს ¼-ით შეუმცირდეს დანიშნული სასჯელი (გარდა ჯარიმისა) და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით, ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით და საჯარო სამსახურში საქმიანობის უფლება ჩამოერთვას 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.

45. დ. ხ.-ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2017 წლის 20 ნოემბრიდან.

46. მხედველობაში იქნას მიღებული, რომ ლ. ბ.-ს და დ. ხ.-ს მიმართ შერჩეული აღკვეთი ღონისძიება - პატიმრობა გაუქმებულია.

47. განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და სასჯელის ნაწილში ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღსრულებას;

48. განაჩენი შეიძლება, გასაჩივრდეს საკასაციო წესით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისში, ძმ. ზუბალაშვილების ქ.№32ა) მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს მეშვეობით.