ნახვები: 211
საქმის ნომერი: 3ბ/622-16
საქმეთა კატეგორიები: ადმინისტრაციული სამართალი,
სასამართლო: თბილისის სააპელაციო სასამართლო
მოსამართლე: მერაბ ლომიძე,
გადაწყვეტილების სახე: განჩინება
კანონიერი ძალა: გასაჩივრდა, საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი, შესულია კანონიერ ძალაში
ინსტანციური ისტორია: ბს-826-818(კ-16), 3/003-16
მითითებული გადაწყვეტილებები:
მიმთითებელი გადაწყვეტილებები:
რეზიუმე:
ციტირებისთვის: თბილისის სააპელაციო სასამართლო, განჩინება, საქმე №3ბ/622-16 (2016-07-01), www.temida.ge
საქმის № 120310016001210557
საქმის № 3ბ/622-16

განჩინება
საქართველოს სახელით
       01 ივლისი, 2016 წელი
თბილისი
თბილისის სააპელაციო სასამართლო
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემდეგი შემადგენლობით:
მოსამართლე:
მერაბ ლომიძე

სხდომის მდივანი - ნათია ზანდუკელი

აპელანტი (მოსარჩელე) - კ. მ.
წარმომადგენელი - ე. ა.

მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური
წარმომადგენელი - ე. გ.

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

გასაჩივრებული გადაწყვეტილება - ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება

1.1. აპელანტის მოთხოვნა - გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება

გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით კ. მ.-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.1. რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუს ც. ნ.-ს მიერ მიღებულ იქნა სანოტარო აქტი N---------, რომლითაც 2012 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი რ. ბ.-ს (პირადი N-----------) სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობილი იქნა მისი შვილი კ. მ. (დაბ: --.--.19-- წელს, დაბადების ადგილი ს.-ს სსრ, ქ. ო., პირადობის დამადასტურებელი საბუთი - რუსეთის ფედერაციის პასპორტი -- -- ------ - გაცემული ფმს-ს მიერ --.--.20-- წელს). მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება ან უფლება (აქტივები და პასივები, უფლებები და მოვალეობები, უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთები. საცხოვრებელი სახლი ბინა N--, სართული N-, ფართი: 64,50 კვ.მ. მისამართი: ქალაქი ა., ქუჩა ა. N--/-- (საკადასტრო კოდით N--.--.--.---.--.---) და სხვა სახის შენობა-ნაგებობანი, ავტოსადგომი, მოძრავი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, სამეწარმეო საზოგადოებაში არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი წილები, პაი, აგრეთვე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში მამკვიდრებლის სახელზე არსებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა, ანაბარი და ა.შ.), სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს.

2.2. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ა.-ს სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ა.-ში, ა.-ს ქ.N---ში მდებარე უძრავ ნივთზე - ბინა N---ზე (საკადასტრო კოდი: --.--.--.---.--.---) მემკვიდრეობის საფუძველზე კ. მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2.3. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

2.4. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმეში წარდგენილი იყო კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში, ხოლო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო დამატებით წარდგენილიყო საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მიხედვით მამკვიდრებლის რ. ბ.-ს (პ/ნ -----------) პირადობის მოწმობა იყო აქტიური (არ იყო გაუქმებული გარდაცვალების გამო).

2.5. 2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით იქნა წარდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მამკვიდრებელ რ. ბ.-ს (პირადი ნომერი -----------) პირადობის მოწმობა გაუქმებულია გარდაცვალების გამო.

2.6. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

2.7. 2015 წლის 22 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებულ იქნა კ. მ.-ს წარმომადგენლის ლ. გ.-ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საჩივრით მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

2.8. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კ. მ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა N-------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2.9. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა კ. მ.-ს წარმომადგენელმა ლ. გ.-მ, სადაც აღნიშნა, რომ კ. მ. არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მცხოვრები ქ. ს.-ში, რომელიც რუსეთის ფედერაციის საომარ აგრესიამდე შედიოდა უკრაინის რესპუბლიკაში. საომარი მოქმედებების შემდგომ ქ. ს. დაექვემდებარა რუსეთის ფედერაციას, ამიტომ კ. მ.-ს პასპორტი გაცემულია 2014 წლის 02 ივნისს ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ. რაც შეეხება მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტებს - კ. მ.-ს დედის გარდაცვალების მოწმობა და ქ. ს.-ს ლენინის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაცემულია უკრაინის შემადგენლობაში არსებობის დროს და აღნიშნული დოკუმენტები ლეგალიზაციას არ საჭიროებენ. კ. მ.-ს ქალაქ ა.-ში მისაღები აქვს დედის - რ. ბ.-ს სამკვიდრო ქონება, მაგრამ კ. მ.-ს სახელზე სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებაზე უთხრეს უარი და სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერეს 2015 წლის 22 სექტემბერს. შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, რომ დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება მეორე შეჩერების საფუძველს, მათ მიერ გამოსწორებულია. ვინაიდან კ. მ. პატიმარია და იხდის სასჯელს, დღეისათვის აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. მ.-ს წარმომადგენელმა ლ. გ.-მ სთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შეესწავლა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, გულთან მიეტანა მისი მარწმუნებლის გასაჭირი და დაეშვა გამონაკლისი, რაც არ იქნებოდა კანონის დარღვევა და კ. მ.-ს სახელზე მოეხდინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სამსახურში საკუთრების უფლებით სამემკვიდრეო ქონების რეგისტრაცია.

2.10. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 დეკემბრის №------ გადაწყვეტილებით ლ. გ.-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით:

2.11. რაიონულმა სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული საქმეების განხილვისა და გადაწყვეტის საპროცესო წესებს. ამავე კოდექსის მეორე მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ, თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის „ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.“ ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო არის ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს.

დადგენილია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ა.-ში, ა.-ს ქ.N---ში მდებარე უძრავ ნივთზე - ბინა N---ზე (საკადასტრო კოდი: --.--.--.---.--.---) მემკვიდრეობის საფუძველზე კ. მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადებით, ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმეში წარდგენილი იყო კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში, ხოლო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო დამატებით წარდგენილიყო საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მიხედვით მამკვიდრებლის რ. ბ.-ს (პ/ნ -----------) პირადობის მოწმობა იყო აქტიური (არ იყო გაუქმებული გარდაცვალების გამო). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით 2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით იქნა წარდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მამკვიდრებელ რ. ბ.-ს (პირადი ნომერი -----------) პირადობის მოწმობა გაუქმებულია გარდაცვალების გამო, თუმცა ვერ იქნა წარდგენილი კ. მ.-ს საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ - 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში.

საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი.

,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტით განსაზღვრულია რეგისტრაციის ცნება, რეგისტრაცია – ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით; ამავე მუხლის ,,ი” პუნქტის მიხედვით კი სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კ. მ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა.

უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად.

ამავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები.

საქმეში წარდგენილი მოსარჩელის კ. მ.-ს პასპორტის ასლით დადგენილია, რომ იგი გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 02 ივნისს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით.

საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამდენად, განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციის თაობაზე.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მიერ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულ ნორმათა დეფინიიციდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება-გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ კ. მ.-ს წარმომადგენელთა მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ვერ იქნა საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციო სამსახურს მოეხდინა განმცხადებლის კ. მ.-ს იდენტიფიკაცია, რის გამოც საბოლოოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერად ეთქვა უარი კ. მ.-ს წარმომადგენლებს რეგისტრაციის განხორციელებაზე.

სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ კ. მ.-ს წარმომადგენლის ლ. გ.-ს განცხადებით (რომლითაც მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსს) ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ განხორციელდა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, რის გამოც იგი სთხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შეესწავლა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, გულთან მიეტანა მისი მარწმუნებლის გაჭირვება და დაეშვა გამონაკლისი. აღნიშნული ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოების დარღვევას, რომლის არარსებობისას მიღებული იქნებოდა სხვა სახის გადაწყვეტილება, ადგილი არ ქონია.

2.12. მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს ბათილად იქნეს ცნობილი: ა) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ; ბ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ; გ) საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 დეკემბრის N----- გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და დაევალოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახური გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კ. მ.-ს სახელზე უძრავი ქონების, ქ.ა.-ში, ა.-ს ქუჩა N---ში მდებარე ბინა N---ზე (საკადასტრო კოდით N--.--.--.---.--.---.) მემკვიდრეობის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ამავე კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება-გამოკვლევის შედეგად სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის გარემოება, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გამოცემულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დადგენილია, რომ შესაბამისი დოკუმენტი - საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი რომლითაც მოხდებოდა კ. მ.-ს იდენტიფიკაცია, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ვერ იქნა, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ რაიმე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული არ არის, რის გამოც მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

3. სააპელაციო საჩივრის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ უდავო ფაქტობრივ გარემოებად ჩათვალა ის, რომ კ. მ. არის ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე აწ გარდაცვლილ რ. ბ.-ს სამკვიდრო ქონების, მაგრამ არ გაითვალისწინა კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია, რითაც შეიზღუდა აპელანტის უფლებები და ამით უშუალოდ ზიანი მიაყენა მოსარჩელეს.

3.2. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები იმის თაობაზე, რომ კ. მ.-ს თავისუფლება აღკვეთილი აქვს 2014 წლის 15 ოქტომბერს, რაზეც წარმოდგენილი აქვთ ოფიციალური დოკუმენტი შინაგან სამსახურის უფროსის მოადგილის ხელმოწერით, რომ მის პირად საქმეში საზღვარგარეთის პასპორტი არ არსებობს და აღნიშნულ დაწესებულებაში მისი გაფორმების საშუალება არ არსებობს, რადგან მას არანაირი შემოსავალი არ გააჩნია. აპელანტს ამის საშუალება რომ ჰქონოდა, იგი თავისუფლების აღკვეთის ადგილებში მინდობილობას არ მისცემდა დედის ძმას ზ. ბ.-ს გადანდობის უფლებით და პირადად ჩამოვიდოდა საქართველოში. ასევე წარდგენილი ჰქონდათ კ. მ.-ს დაბადების მოწმობა, რითაც დგინდებოდა პიროვნების იდენტობა, რაც სასამართლოს მიერ არც ეს იქნა გათვალისწინებული. ასევე, არ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ აპელანტი იძულებით გახდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე და მისი პასპორტი გაცემულია ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ.

3.3. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ გაითვალისწინა მხოლოდ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები, სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა აღნიშნული გარემოებები, არ გამოიყენა კანონი. სასამართლომ დაარღვია აპელანტის მიმართ მინიჭებული კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებები.

3.4. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ არ შეაფასა მათ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, არ განსაზღვრა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოებებია დადგენილი და რომელი დაუდგენელი, რომელი კანონი უნდა იქნეს გამოყენებული ამ საქმეზე და შესაბამისად გამოიტანა უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.

4. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების დასაბუთება:

სააპელაციო პალატამ განიხილა საქმის მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას და შესაბამისად, გადაწყვეტილების გაუქმების პროცესუალურ-სამართლებრივ საფუძვლებს.

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. იმავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, თუ სააპელაციო სასამართლო ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ ან/და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაშინ დასაბუთება იცვლება მათზე მითითებით.

ფაქტობრივი დასაბუთება

4.1. სააპელაციო სასამართლო სრულად ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც იზიარებს სააპელაციო პალატაც.

4.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს ნოტარიუს ც. ნ.-ს მიერ მიღებულ იქნა სანოტარო აქტი N-----------, რომლითაც 2012 წლის 6 დეკემბერს გარდაცვლილი რ. ბ.-ს (პირადი N-----------) სამკვიდრო ქონების მემკვიდრედ ცნობილი იქნა მისი შვილი კ. მ. (დაბ: --.--.19-- წელს, დაბადების ადგილი ს-ს სსრ, ქ. ო., პირადობის დამადასტურებელი საბუთი - რუსეთის ფედერაციის პასპორტი -- -- ------ - გაცემული ფმს-ს მიერ --.--.20-- წელს). მან, როგორც კანონისმიერმა მემკვიდრემ საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება, რომელიც არის ნებისმიერი უძრავ-მოძრავი ქონება ან უფლება (აქტივები და პასივები, უფლებები და მოვალეობები, უძრავი ქონება: მიწის ნაკვეთები. საცხოვრებელი სახლი ბინა N--, სართული N-, ფართი: 64,50 კვ.მ. მისამართი: ქალაქი ა., ქუჩა ა. N--/-- (საკადასტრო კოდით N--.--.--.---.--.---) და სხვა სახის შენობა-ნაგებობანი, ავტოსადგომი, მოძრავი ნივთები, სატრანსპორტო საშუალებები, სამეწარმეო საზოგადოებაში არსებული მამკვიდრებლის კუთვნილი წილები, პაი, აგრეთვე ნებისმიერ საბანკო დაწესებულებაში მამკვიდრებლის სახელზე არსებული ნებისმიერი რაოდენობის თანხა, ანაბარი და ა.შ.), სადაც არ უნდა მდებარეობდეს და რისგანაც არ უნდა შედგებოდეს.

4.3. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ა.-ში, ა.-ს ქ.N---ში მდებარე უძრავ ნივთზე - ბინა N---ზე (საკადასტრო კოდი: --.--.--.---.--.---) მემკვიდრეობის საფუძველზე კ. მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

4.4. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

4.5. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმეში წარდგენილი იყო კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში, ხოლო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო დამატებით წარდგენილიყო საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მიხედვით მამკვიდრებლის რ. ბ.-ს (პ/ნ -----------) პირადობის მოწმობა იყო აქტიური (არ იყო გაუქმებული გარდაცვალების გამო).

4.6. 2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით იქნა წარდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მამკვიდრებელ რ. ბ.-ს (პირადი ნომერი -----------) პირადობის მოწმობა გაუქმებულია გარდაცვალების გამო.

4.7. 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ.

4.8. 2015 წლის 22 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილება №--------------- სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ გასაჩივრებულ იქნა კ. მ.-ს წარმომადგენლის ლ. გ.-ს მიერ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, საჩივრით მოთხოვნილი იყო სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია.

4.9. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კ. მ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.10. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს განცხადებით მიმართა კ. მ.-ს წარმომადგენელმა ლ. გ.-მ, სადაც აღნიშნა, რომ კ. მ. არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მცხოვრები ქ. ს.-ში, რომელიც რუსეთის ფედერაციის საომარ აგრესიამდე შედიოდა უკრაინის რესპუბლიკაში. საომარი მოქმედებების შემდგომ ქ. ს. დაექვემდებარა რუსეთის ფედერაციას, ამიტომ კ. მ.-ს პასპორტი გაცემულია 2014 წლის 02 ივნისს ფედერაციის მიგრაციის სამსახურის მიერ. რაც შეეხება მათ მიერ წარდგენილ დოკუმენტებს - კ. მ.-ს დედის გარდაცვალების მოწმობა და ქ. ს.-ს ლენინის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ოქტომბრის გადაწყვეტილება გაცემულია უკრაინის შემადგენლობაში არსებობის დროს და აღნიშნული დოკუმენტები ლეგალიზაციას არ საჭიროებენ. კ. მ.-ს ქალაქ ახალციხეში მისაღები აქვს დედის - რ. ბ.-ს სამკვიდრო ქონება, მაგრამ კ. მ.-ს სახელზე სამკვიდრო ქონების დარეგისტრირებაზე უთხრეს უარი და სარეგისტრაციო წარმოება შეაჩერეს 2015 წლის 22 სექტემბერს. შეჩერების ერთ-ერთ საფუძვლად მითითებულია, რომ დამატებით წარდგენილ უნდა იქნეს საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რაც შეეხება მეორე შეჩერების საფუძველს, მათ მიერ გამოსწორებულია. ვინაიდან კ. მ. პატიმარია და იხდის სასჯელს, დღეისათვის აღნიშნული დოკუმენტის წარდგენა შეუძლებელია. აღნიშნულიდან გამომდინარე, კ. მ.-ს წარმომადგენელმა ლ. გ.-მ სთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შეესწავლა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, გულთან მიეტანა მისი მარწმუნებლის გასაჭირი და დაეშვა გამონაკლისი, რაც არ იქნებოდა კანონის დარღვევა და კ. მ.-ს სახელზე მოეხდინათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სამსახურში საკუთრების უფლებით სამემკვიდრეო ქონების რეგისტრაცია.

4.11. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 დეკემბრის №------ გადაწყვეტილებით ლ. გ.-ს უარი ეთქვა ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.
სამართლებრივი დასაბუთება

4.12. სააპელაციო სასამართლო ასევე სრულად იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასებებს და დასკვნებს საქმის სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს.

4.13. სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, „ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე, ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება“. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.14 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. ამდენად, სასამართლო უფლებამოსილია ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მხოლოდ მაშინ, თუ: 1. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და 2. ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტები კანონს არ ეწინააღმდეგებიან, ასევე, ისინი არანაირ პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს არ აყენებენ აპელანტის უფლებებს და კანონიერ ინტერესებს, რის გამოც არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მათი ბათილად ცნობის საფუძველი.

4.15 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილებისა და მოპასუხისათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალდებულების საფუძველი.

4.16. სააპელაციო პალატა იზიარებს რაიონული სასამართლოს მსჯელობას და განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფლება-მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული კანონის მე-2 მუხლის ,,თ” პუნქტის თანახმად, რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილების, გეოგრაფიული ობიექტების, მათი კომპლექსებისა და ნაწილების ნუმერაციის და მათ შესახებ მონაცემების, ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემების, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სავალდებულო სარეგისტრაციო მონაცემების, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებისა და კომანდიტური საზოგადოების პარტნიორთა წილებზე საკუთრების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული ვალდებულებების წარმოშობის, მათში ცვლილებისა და მათი შეწყვეტის შესახებ მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. იმავე მუხლის ,,ი” პუნქტის მიხედვით, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს მიმართა განცხადებით და ითხოვა წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე ქალაქ ა.-ში, ა.-ს ქ.N---ში მდებარე უძრავ ნივთზე - ბინა N---ზე (საკადასტრო კოდი: --.--.--.---.--.---) მემკვიდრეობის საფუძველზე კ. მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. აღნიშნული განცხადებით, ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა დაინტერესებული პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი, სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი. ასევე დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეჩერდა, რადგან აღნიშნულ სარეგისტრაციო განაცხადზე საქმეში წარდგენილი იყო კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში, ხოლო საჯარო რეესტრში უფლების რეგისტრაციისათვის აუცილებელი იყო დამატებით წარდგენილიყო საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ამასთანავე სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზის მიხედვით მამკვიდრებლის რ. ბ.-ს (პ/ნ -----------) პირადობის მოწმობა იყო აქტიური (არ იყო გაუქმებული გარდაცვალების გამო). აღნიშნული ხარვეზის აღმოფხვრის მიზნით, 2015 წლის 12 ოქტომბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში დამატებით იქნა წარდგენილი ინფორმაცია, რომლითაც დადგინდა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემების მიხედვით, მამკვიდრებელ რ. ბ.-ს (პირადი ნომერი -----------) პირადობის მოწმობა გაუქმებულია გარდაცვალების გამო, თუმცა ვერ იქნა წარდგენილი კ. მ.-ს საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, კერძოდ, 2015 წლის 21 სექტემბერს კ. მ.-ს წარმომადგენელმა ზ. ბ.-მ საჯარო რეესტრის ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს წარუდგინა კ. მ.-ს პასპორტის ასლი, რომელიც გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მოქმედებს რუსეთის ფედერაციის საზღვრებში. დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ კ. მ.-ს განცხადებასთან დაკავშირებით 2015 წლის 23 ოქტომბერს მიღებულ იქნა N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ვადაში დაინტერესებული პირის მიერ არ იქნა წარდგენილი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის დამადასტურებელი დოკუმენტი.

4.17. რაიონულმა სასამართლომ მართებულად განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის თანახმად, საჯარო რეესტრი არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა, ყადაღისა და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, ასევე უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების წარმოშობის და მასში ცვლილების შესახებ მონაცემთა ერთობლიობა. უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში უფლების რეგისტრაციისა და მასთან დაკავშირებული სარეგისტრაციო წარმოების წესი და პირობები განსაზღვრულია „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მე-8 მუხლის თანახმად, სარეგისტრაციო წარმოების დაწყების საფუძველია განცხადება, ან უფლებამოსილი ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. განცხადებას უნდა ერთვოდეს ინსტრუქციით განსაზღვრული სარეგისტრაციო დოკუმენტაცია და ინფორმაცია. მარეგისტრირებელი ორგანო უფლებამოსილია კონკრეტულ შემთხვევაში დამატებით მოითხოვოს სარეგისტრაციო წარმოებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარდგენა, რომელიც აუცილებელია განცხადებით მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად. იმავე კანონის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში, რეგისტრირებული უფლების შესახებ მონაცემების გარდა, ასევე შეიტანება უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მათ შორის, უძრავი ნივთის საკადასტრო მონაცემები. საქმეში წარმოდგენილი მოსარჩელის კ. მ.-ს პასპორტის ასლით დადგენილია, რომ იგი გაცემულია რუსეთის ფედერაციის მიერ 2014 წლის 02 ივნისს. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის N71 ბრძანებით დამტკიცებული ,,სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ადგენს სანოტარო მოქმედების მონაწილე ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა.

4.18. რაიონულმა სასამართლომ ასევე მართებულად განმარტა, რომ საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. დასაშვებია სანოტარო მოქმედების მონაწილის პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ. უცხოელ მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა შესაბამისი ქვეყნის მიერ გაცემული პასპორტი, რომელიც განკუთვნილია უცხოეთში სამოქმედოდ, ბინადრობის მოწმობა ან სამშობლოში დაბრუნების დროებითი მოწმობა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით დამტკიცებული საჯარო რეესტრის შესახებ ინსტრუქციის მე-18 მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას რეგისტრაციის (მოთხოვნის დაკმაყოფილების) შესახებ, თუ არ არსებობს რეგისტრაციაზე უარის თქმის, სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების ან შეწყვეტის საფუძვლები. ამდენად, განცხადების წარმოდგენის შემთხვევაში, სარეგისტრაციო წარმოების შედეგად, სათანადო საფუძვლების არსებობისას, მარეგისტრირებელი ორგანო იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების, სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის, რეგისტრაციაზე უარის თქმის ან წარმოდგენილი უფლების რეგისტრაციის თაობაზე. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შესაბამისი ტერიტორიული სარეგისტრაციო სამსახურის) მიერ გადაწყვეტილება მიიღება მხოლოდ კონკრეტული სარეგისტრაციო განცხადების, ასევე მასზე თანდართული დოკუმენტაციის შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აღნიშნულ ნორმათა დეფინიიციდან გამომდინარე, საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება-გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატაც დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ კ. მ.-ს წარმომადგენელთა მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურში წარდგენილი ვერ იქნა საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა სარეგისტრაციო სამსახურს მოეხდინა განმცხადებლის კ. მ.-ს იდენტიფიკაცია, რის გამოც საბოლოოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ კანონიერად ეთქვა უარი კ. მ.-ს წარმომადგენლებს რეგისტრაციის განხორციელებაზე. კ. მ.-ს წარმომადგენლის ლ. გ.-ს განცხადებით (რომლითაც მან მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს უფროსს) ასევე დადასტურებულია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე მხარის მიერ ვერ განხორციელდა შესაბამისი დოკუმენტის წარდგენა, რაც რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო, რის გამოც იგი სთხოვდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს შეესწავლა მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტები, გულთან მიეტანა მისი მარწმუნებლის გასაჭირი და დაეშვა გამონაკლისი. სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, აღნიშნული ადასტურებს ასევე იმ გარემოებას, რომ მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ რაიმე სახის ადმინისტრაციული წარმოების დარღვევას, რომლის არარსებობისას მიღებული იქნებოდა სხვა სახის გადაწყვეტილება, ადგილი არ ჰქონია.

4.19. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასება-გამოკვლევის შედეგად სააპელაციო პალატაც მიიჩნევს, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 22 სექტემბრის №--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეჩერების შესახებ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2015 წლის 23 ოქტომბრის N--------------- გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის 03 დეკემბრის N------ გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ) გამოცემულია ,,საჯარო რეესტრის შესახებ” საქართველოს კანონის და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, ადმინისტრაციული წარმოებისას ადმინისტრაციულ ორგანოს გამოკვლეული აქვს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და დადგენილია, რომ შესაბამისი დოკუმენტი - საერთაშორისო ძალაში მყოფი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი რომლითაც მოხდებოდა კ. მ.-ს იდენტიფიკაცია, მარეგისტრირებელ ორგანოში წარდგენილი ვერ იქნა, რის გამოც, სააპელაციო პალატის მოსაზრებითაც, რაიმე კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევა, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაშვებული არ არის.

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებული საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მტკიცებულებები, რომლებიც გააბათილებდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ გარემოებებს და გაკეთებულ სამართლებრივ დასკვნებს.

6. საპროცესო ხარჯები
სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე-55-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

თბილისის სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 34-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 257-ე, 372-ე, 386-ე, 390-ე, 391-ე, 395-ე, 397-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ახალციხის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილება;
3. აპელანტის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
4. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო წესით მხარეებისათვის დასაბუთებული განჩინების კანონით დადგენილი წესით ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი ძმ. ზუბალაშვილების ქუჩა №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) მეშვეობით.